აიესკო DULEVO (იტალია) ოფოციალური პარტნიორი გახდა საქართველოში.

აიესკო DULEVO-ს (იტალია) ოფოციალური პარტნიორი საქართველოში.

კომერციული, სამრეწველო და ურბანული დასუფთავების სფეროში Dulevo International პროფესიონალური სახეხი მანქანების წამყვანი და უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც დაარსდა 1976 წელს იტალიის ქალაქ პარმაში.

40 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ტექნიკოსთა ჯგუფმა ისტორიული 120 მოდელის სახეხი მანქანის პირველი პროტოტიპი შექმნა პატარა ავტოფარეხში. ამ მცირე სახელოსნოთი და ადრეული დანადგარით, გუნდმა დასაბამი მისცა წარმოებას, რომელიც მას შემდეგ გაფართოვდა და აგრძელებს ზრდას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობით.

1982 წელს კომპანიამ გახსნა თავისი პირველი ქარხანა, სადაც შეიქმნა სახეხი მანქანების 200 და 500 მოდელები. ადგილობრივმა ბაზარმა მაშინვე გამოავლინა მანქანებისადმი დიდი ინტერესი და აბსოლუტური კმაყოფილება გამოხატა. ბრენდის სახელი სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში.

დაარსების დღიდან კომპანია ორიენტირებული იყო მაღალი სტანდარტების ხარისხზე. ტექნოლოგიური განვითარებისადმი მუდმივმა სწრაფვამ კომპანიას საშუალება მისცა გაეფართოებინა პროდუქციის ასორტიმენტი, რათა მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინა მომხმარებლების მოთხოვნები და ბაზრის საჭიროებები. ამ მიზნით, Dulevo-მ შეიმუშავა პროდუქციის რამდენიმე ხაზი: ქუჩის გამწმენდები, სამრეწველო სახეხები, ადამიანის მიერ მართვადი და ადამიანით ბორტზე