კომპანია

აიესკო საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2011 წლიდან. კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს ნებისმიერ ასპექტს, რომელიც დაკავშირებულია მცირე თუ დიდი საწარმოს უზრუნველყოფასთან ჰაერის სიტემებით, ელექტრო და მექანიკური სამუშაოები,ავტომატიზაცია, გადაიარაღება, განახლება და სერვისი.

აიესკო გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე და ახდენს კომპანიის მიერ დამონტაჟებული მანქანა დანადგარების სრულ სერვისსა და პატრონაჟს.

სიამაყით უნდა აღინიშნის, რომ აიესკო გახლავთ პირველი კომპანია რომელმაც 2015 წელს ადგილობრივ ბაზარზე დაიწყო ჰაერის ხრახნული კომპრესორების წარმოება, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებს.

კომპანიის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორისაა:
2017 წელი ისრაელ-საქართველოს ერთობლივი პროექტით მშენებარე საავიაციო დეტალების დამამზადებელ ქარხანაში შპს აიესკო ებრაულ კომპანია "ტექნო ავეს"-თან ერთად.

2017 წელი საქართველოს სატრანპორტო კომპანია კერძოდ საქართველოს მეტროპოლიტენი.

2015 წელი საქართველოს რკინიგზა

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთა გამოცდილება გამყარებულია ისეთი კომპანიების მიერ გაცემული სერტიფიკატებით როგორიცაა: SIEMENS, DANFOSS.

IESco თქვენი საწარმოს გამართული მუშაობის გარანტი.

Scroll to Top