ინდუსტრიული ავტომატიზაცია

ინდუსტრიული ავტომატიზაცია გულისხმობს წარმოებაში საკონტროლო სისტემებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენებას, როგორიც არის კომპიუტერული პროგრამები და რობოტები.ინდუსტრიული ავტომატიზაცია საშუალებას მოგცემთ  სხვადასხვა დავალებები შესასრულებიოთ და პროცესები მონიტორთოთ ავტომატურ რეჟიმში რასაც ადამიანები ისტორიულად ხელით აკეთებდენ.

ჩვენი ინდუსტრიული ავტომატიზაციის გუნდი დაკომპლექტებულია ავტორიზებული SIEMENS AUTOMATION ინჟინრებით რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სირთული ავტომატიზაციის პროექტი შეასრულონ მაღალი ხარისხითა და თანმდევი მომსახურეობით. ინდუსტრიული ავტომატიზაციის პროექტის განხირციელება იდეალურია ძველი საბჭოთა კავშირში დანერგილი და აღჭურვილი ქარხნებისთვის.

არტიკული: IESCO24023 კატეგორია:

ინდუსტრიული ავტომატიზაცია გულისხმობს წარმოებაში საკონტროლო სისტემებისა და მანქანა-დანადგარების (როგორიცაა კომპიუტერული პროგრამები და რობოტები) გამოყენებას, სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად და პროცესების მონიტორინგისთვის რასაც ადამიანები ისტორიულად ხელით აკეთებდენ. საწარმოო ინდუსტრიაში ავტომატიზაცია განვითარდა ჰიდრავლიკური და პნევმატური სისტემების გამოყენებიდან დღევანდელ თანამედროვე რობოტებამდე. ავტომატიზაციის თანამედროვე ფორმა სათავეს იღებს 1800-იანი წლების ინდუსტრიული რევოლუციიდან, როდესაც საწარმოებში ავტომატური პროცესები და ხელსაწყოები გამოიყენეს პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. Ford Motor Company ითვლება ინდუსტრიული ავტომატიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებლად, როდესაც მან 1913 წელს წარმოების პროცესში წარმოადგინა მანქანების აწყობის ხაზი. ტერმინი „ავტომატიზაცია“ ფართოდ არ გამოიყენებოდა 1947 წლამდე ვიდრე ეს მეთოდი არ განვითარდა და დაიხვეწა ჯერ იაპონიაში (რომელიც ლიდერობს საწარმოო ავტომატიზაციის სფეროში) და მოგვიანებით შეერთებულ შტატებში და იქცა  მექანიზებულ წარმოებაში ავტომატური მოწყობილობებისა და საკონტროლო მექანიზმების გამოყენების დანერგილ პრაქტიკად მთელ მსოფლიოში. თავდაპირველად, ავტომატიზაცია ემსახურებოდა პროდუქტიულობის გაზრდას  (რადგან ავტომატიზირებულ სისტემებს შეუძლიათ იმუშაონ 24 საათის განმავლობაში) და  ხარჯების შემცირებას, რაც დაკავშირებულია ადამიანურ რესურსებთან (მაგ. ხელფასები და წამახალისებელი ფულადი პრემიები). თუმცა, ავტომატიზაციის მიზნად თანდათან იქცა ხარისხი გაუმჯობესება, მოქნილობა და წარმოების პროცესის უსაფრთხოება. ინდუსტრიული ავტომატიზაციის უპირატესობები ინდუსტრიულ ავტომატიზაციას აქვს მთელი რიგი უპირატესობები; მათ შორის არის მნიშვნელოვანი დანაზოგი კომპანიისთვის გაცემულ ხელფასებზე წარმოებაში დასაქმებული ოპერატორებისთვის, რომლებიც რამდენიმე ცვლაში მუშაობენ. ინდუსტრიული ვტომატიზაცია ამცირებს მანქანა-დანადგარების ტექნიკურად გამართვისთვის საჭირო ხარჯებს. მაღალი პროდუქტიულობა ინდუსტრიული ავტომატიზაციის კიდევ ერთი უპირატესობაა. კომპანიას შეუძლია წარმოების პროცესი აწარმოოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე. ინდუსტრიული ავტომატიზაცია გამორიცხავს შეცდომებსა და უზუსტობებს, რომლებიც შეიძლება დაუშვან ადამიანებმა წარმოების პროცესში. საავტომობილო ინდუსტრიაში, დგუშების დაყენება ძრავაში ხდებოდა ხელით 1-1,5% ცდომილებით. ამჟამად პროცესი ხორციელდება ავტომატური მანქანების გამოყენებით ცდომილების კოეფიციენტით 0.00001%. ინდუსტრიული ავტომატიზაცია ასევე ამცირებს საწარმოო ნარჩენების მოცულობას და გამორიცხავს დაღლილობის ფაქტორს. ეს უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს. საწარმოო პროცესში ახალი ფუნქციების დამატება მოითხოვს პერსონალის გადამზადებას, ხოლო რობოტებისა და კომპიუტერების დაპროგრამება შესაძლებელია უფრო მარტივად, რაც უზრუნველყოფს პროცესის მოქნილობას. ინდუსტრიული ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად მოხდეს ზუსტი მონაცემების შეგროვება, რაც უადვილებს მენეჯერებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. ინდუსტრიული ავტომატიზაცია უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებას. რობოტები ანაცვლებენ თანამშრომლებს  სახიფათო პირობებში დავალებების შესასრულებლად. ინდუსტრიული ავტომატიზაციის უარყოფითი მხარეები ინდუსტრიული ავტომატიზაცია მოითხოვს მაღალ საწყის ინვესტიციებს ადამიანების მიერ ოპერირებული ხაზიდან ავტომატურ წარმოებაზე გადასასვლელად, ასევე გულისხმობს დამატებითი ხარჯების გაწევას თანამშრომლების გადასამზადებლად. ავტომატური მანქანა-დანადგარები არ გამოდგება ყველა აპლიკაციისთვის, რადგან მათ არ შეუძლიათ შეასრულონ არასტანდარტული ან არაგანმეორებადი ფუნქციები.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა