GEVAC ვაკუუმ ტუმბო

არტიკული: IESCO24014 კატეგორია:

GEVAC ვაკუუმ ტუმბო ტექნიკური მახასიათებლები:

  • GP მოდელი მაქსიმალური ვაკუუმი 10 mbarAbs;
  • GPM მოდელი  მაქსიმალური ვაკუუმი 0.5MbarAbs;
  •  წარმადობა 11-დან 300 მ3/სთ-მდე;
  • ჰაერით გაგრილება;
  • ფრთებიანი მბრუნავი როტორი

General Europe Vacuum (GEV) რომელიც  დაარსდა 1995 წელს, არის იტალიური კომპანია სამრეწველო ვაკუუმ სფეროში წარმოების 25 წელზე მეტი გამოცდილებით.

დაარსებიდან  20 წელის მანძილზე კომპანია იყო საერთაშორისო ბაზარზე ფარმაცევტული, ქიმიური და ნავთობქიმიური სამრეწველო ობიექტებისთვის ინდუსტრიული ვაკუუმ აღჭურვილობის მიმწოდებელი. საბოლოოდ, ბიზნესის ძირითადი მიმართულების განსაზღვრისას, მან არჩევანი შეაჩერა ვაკუუმ ტუმბოების წარმოებებაზე.

ვაკუუმ კომპონენტები, განსაკუთრებით ვაკუუმ ტუმბოები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდუსტრიების ფართო სპექტრში. GEV ვაკუუმ ტუმბოები დამონტაჟებულია წარმოების არაერთ სექტორში, როგორიცაა ენერგეტიკული, ქიმიური და ფარმაცევტული საწარმოები.

General Europe Vacuum აწარმოებს ვაკუუმ ტუმბოების ყოვლისმომცველ ასორტიმენტს. მათი სიმძლავრე მერყეობს 3-დან 800 მ3/სთ-მდე. გარდა ამისა კომპანია ქმნის "შეკვეთით დამზადებულ" ვაკუუმ ტუმბოებს.

წლების განმავლობაში დადასტურებული მაღალი ეფექტურობითა და საიმედოობით, General Europe Vacuum-მა მოიპოვა ხარისხის სერტიფიკატი ISO 9001:2008, რამაც განამტკიცა მისი აღიარება მთელ მსოფლიოში.

General Europe Vacuum თავის საქმიანობასა და მომსახურებაში აქცენტს აკეთებს ხარისხზე, მაგრამ ყოველთვის ითვალისწინებს კლიენტების სპეციფიკურ მოთხოვნებს, იქნება ეს ტექნიკური თუ კომერციული. GEV-ის დევიზია: „გავუმკლავდეთ პრობლემას თქვენთან ერთად სტრატეგიითა და საბოლოო მიზნით მოვძებნოთ პირველხარისხოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენს მოთხოვნებთან.“

GEV აწარმოებს GP-GP/M სერიის ვაკუუმ ტუმბოებს, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მომხმარებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ზეთის საპოხი როტაციული ვაკუუმ ტუმბოების მოდელები საიმედოა ექსპლუატაციაში და ამცირებს სამუშაო ხარჯებს.

GP-GP / M ვაკუუმ ტუმბოებში გამოყენებულია სპეციალური პროფილის ფურცლები. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია მძიმე სამუშაო პირობებში მუშაობისას, ასევე წყლის ან ორთქლის არსებობის შემთხვევაში, რადგან მუშაობს უხმაუროდ, რაც არ იწვევს ზეთის შენჯღრევას ტუმბოს კამერაში.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა

წარმადობა