ელექტრო ძრავები

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)
არტიკული: IESCO24015 კატეგორია:

Volt Motor არის ელექტროძრავების ერთ-ერთი წარმატებული და წამყვანი  მწარმოებელი თურქეთში. ის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ელექტროძრავებს და გამორჩეულია სექტორში ინოვაციური პროექტებით. მისი საქმიანობის მიდგომა არის თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანისთვის სარგებლის მოტანა გარემოსათვის ზიანის მიუყენებლად.

ონლაინ მაღაზია

ონლაინ მაღაზია
ელექტრო ძრავი

თურქული კომპანია Volt Motor დაარსდა 1966 წელს როგორც კოჭის გრაგნილის მწარმოებელი. 1987 წლიდან კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ეტაპს წარმოების განვითარებაში ერთფაზიანი და შემდგომში  სამფაზიანი ელექტრო ძრავებით, რომლებმაც მას სანდოობის იმიჯი დაუმკვიდრა ელექტრო ძრავების წარმოების სექტორში.

მანამდე შვილობილი და 2011 წლიდან Saya Group-ის (თურქეთის ოთხი სხვადასხვა ინდუსტრიისთვის მიმწოდებელი ცნობილი ორგანიზაცია) პარტნიორი კომპანია, Volt Motor განაგრძობდა ინოვაციების დანერგვასა და გაფართოებას ახალი ტექნოლოგიური ინვესტიციებით და კვლევისა და განვითარების (R&D) სტრატეგიით, ისევე როგორც ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას.

დღესდღეობით, Volt Motor არის ელექტროძრავების ერთ-ერთი წარმატებული და წამყვანი  მწარმოებელი თურქეთში. ის აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ელექტროძრავებს და გამორჩეულია სექტორში ინოვაციური პროექტებით. მისი საქმიანობის მიდგომა არის თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანისთვის სარგებლის მოტანა გარემოსათვის ზიანის მიუყენებლად. Volt Motor დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიური დაბინძურების პრევენციას, ნარჩენების მართვას და უკეთესი მომავალის უზრუნველყოფას „პოსტ კაპიტალის ღირებულებებით“.

Volt Motor-ის წარმატებულ პროექტად ითვლება IE3, პრემიუმ კლასის და IES4, სუპერ პრემიუმ კლასის  ელექტროძრავები. მათმა გამოშვებამ ხელი შეუწყო ენერგიის მოხმარების შემცირებას და ენერგოეფექტურობის გაზრდას თურქეთში, რამაც უკარნახა საერთაშორისო ბაზრებს მჭიდროდ ეთანამშრომლათ კომპანიასთან. Volt Motor-მა შექმნა კომპაქტური სერიის პროდუქტი Voltpro, მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ელექტროძრავა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის.

2017 წელს, დაარსებიდან 30 წლის იუბილეზე, Volt Motor-მა მიზნად დაისახა ადგილი დაემკვიდრებინა თურქეთის 500 საუკეთესო ინდუსტრიულ კომპანიას შორის და  ექსპორტი გაეზარდა ევროპის (განსაკუთრებით გერმანიაში) და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში.

Volt Motor აგრძელებს სვლას წარმატების გზაზე TURQUALITY და EFQM-ით და მიზნად ისახავს გახდეს გლობალური ბრენდი მსოფლიო სტანდარტების დაცვით.

Volt Motor თამამ ნაბიჯებს დგამს Powered by Volt-ის მისიისკენ, რათა გაამართლოს „კონტენტ ბრენდის“ სტატუსი, როგორც ეს კომპანიას გაცხადებული აქვს 2023 წლის ხედვის ფარგლებში.

1 მიმოხილვა: ელექტრო ძრავები

  1. Avatar of გრიშა

    გრიშა

    ალუმინის ძრავებზე მაგრად მოვიხიბლე! მსუბუქი და საკმაოდ ეფექტური. მუშაობს მშვენივრად.

მიმოხილვის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *