კომპრესორი Ingersoll Rand

(4 მომხმარებლის მიმოხილვა)
არტიკული: IESCO24013 კატეგორია:

Ingersoll Rand-ის ზეთიანი (როტაციული)  ჰაერის ხრახნული კომპრესორები საწარმოებს სთავაზს წლების მანძილზე გამოცდილი დიზაინისა და ტექნოლოგიების საუკეთესო კომბინაციას, რასაც სრულყოფს ახალი და თანამედროვე ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ საიმედოობას, ეფექტურობასა და პროდუქტიულობას წარმოების პროცესში, ექსტრემალური სამუშაო პირობების ჩათვლით.

INGERSOLL RAND -ის  კომპრესორები:

  1. ხრახნული კომპრესორი RS სერია
  2. უზეთო ხრახნული კომპრესორი NIRVANA სერია
  3. უზეთო სპირალური კომპრესორი W სერია
  4. ტურბო კომპრესორი (უზეთო) MSG სერია

ისტორია

აშშ-ში დაფუძნებული Ingersoll Rand მრავალეროვანი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ორ სეგმენტში: სამრეწველო ტექნოლოგიები და სერვისები და ზუსტი მეცნიერებების ტექნოლოგიები. ბრენდი ითვლის 160 წელზე მეტ გამოცდილებასა და კომპეტენციას აწარმოოს მსოფლიო დონის პროდუქცია, რომლებიც იყიდება 40-ზე მეტი ბრენდის ქვეშ ყველა ძირითად გლობალურ ბაზარზე.

Ingersoll Rand წარმოადგენს ბრენდს, რომელმაც გაუძლო დროს. ის არის გლობალური ლიდერი შეკუმშული ჰაერის, გაზის სისტემებისა და სერვისების, ელექტრო ხელსაწყოების და სითხის მართვის მოწყობილობებში. კომპანია არის ჰაერის კომპრესორების ყველაზე გაყიდვადი მწარმოებელი. Ingersoll Rand-ის ჰაერის კომპრესორები გვთავაზობს საუკეთესო გადაწყვეტილებებს და მომსახურებას ნებისმიერი ინდუსტრიისთვის. კომპანიის მრავალფეროვანი ჰაერის კომპრესორები შესაძლოა ვიხილოთ ნებისმიერ საწარმოში, იქნება ეს ავტოფარეხში მოწყობილი პატარა სახელოსნო თუ დიდი ქარხანა. ამ ბრენდის ხრახნული ჰაერის კომპრესორების ფართო სპექტრი აკმაყოფილებს თანამედროვე ინდუსტრიების საჭიროებებს.

Ingersoll Rand როტაციული ჰაერის ხრახნული კომპრესორი

კომპანიის ზეთიანი (როტაციული)  ჰაერის ხრახნული კომპრესორები საწარმოებს სთავაზს წლების მანძილზე გამოცდილი დიზაინისა და ტექნოლოგიების საუკეთესო კომბინაციას, რასაც სრულყოფს ახალი და თანამედროვე ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ საიმედოობას, ეფექტურობასა და პროდუქტიულობას წარმოების პროცესში, ექსტრემალური სამუშაო პირობების ჩათვლით. “Ingersoll Rand-ის კომპრესორი თავისთავად საუბრობს გამძლეობისა და საიმედოობის რეპუტაციაზე,” ამბობს სტივ რობინსი, კომპრესორების ექსპერტი და კომპანიის ყოფილი მენეჯერი. ახალი თაობის ხრახნული კომპრესორები ხელმისაწვდომია ცვლადი სიჩქარის დრაივებით და აღჭურვილია დისტანციური მართვის პულტით მარტივი წვდომის, პროგრამირებისა და პარამეტრების რეგულირებისთვის ნებისმიერი ვებ-ბრაუზერის მეშვეობით. მომხმარებლებს შეუძლიათ ავტომატურად ჩართონ ან გამორთონ კომპრესორები სამუშაო ციკლში ცვლილებების  შეტანისა თუ ტექნიკური გაუმართაობის პრევენციის მიზნით.

4 მიმოხილვა: კომპრესორი Ingersoll Rand

  1. Avatar of რომა

    რომა

    Top ხარისხი და მომსახურეობა!!!

  2. Avatar of ლელა

    ლელა

    მადლობა გულისხმიერი თანამშრომლობისთვის

  3. Avatar of გიგლა

    გიგლა

    მადლობა და წარმატებები თქვენს გუნდს. ხარისხიანი და საიმედო პროდუქცია!

  4. Avatar of Yalchin

    Yalchin

    Yağsız Ingersoll Rand Kompressorları bizim Şüşə şüşə üfürmə zavodunda quraşdırılmış dır. isveç saatı kimi işləyir.

მიმოხილვის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *