ასინქრონული ელექტრო ძრავის შერჩევა – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ასინქრონული ელექტრო ძრავის შერჩევა არ უნდა იყოს მხოლოდ კატალოგის ფურცლების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება. საჭიროა სიღრმისეული ანალიზი, სწორი ტექნიკური პარამეტრების შეფასება და ინდივიდუალური პირობების გათვალისწინება. ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაეცნოთ იმ დეტალებს, რომლებიც შერჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ.

რა არის ასინქრონული ელექტრო ძრავი?

ელექტრო ძრავები , რომელთაც ასევე ინდუქციურ ძრავებს უწოდებენ, ინდუსტრიული სამყაროს გულისცემაა.
კონვეიერები, ვენტილატორები, ტუმბოები – პრაქტიკულად ყველაფერი, რაც მოძრაობს და ბრუნავს, ელექტრო ძრავით მუშაობს. თუმცა, იმისთვის, რომ თქვენი საწარმო ეფექტიანად მუშაობდეს, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ძრავი. სწორი შერჩევა ნიშნავს მაღალ პროდუქტიულობას, ენერგიის დაზოგვას და ძრავის ხანგრძლივ სიცოცხლეს.

ასინქრონული ძრავების ტიპები

იმისათვის, რომ ძრავმა უმაღლეს დონეზე შეასრულოს თავისი ყველა ფუნქცია და დააკმაყოფილოს მოთხოვნები, აუცილებელია იცოდეთ ასინქრონული ძრავების ტიპები და მოდელის პარამეტრები.

  • მოკლედ ჩაკეტილი როტორის ძრავები – მარტივი და ეკონომიური
  • ფაზური როტორის ასინქრონული ძრავები – მაღალი დატვირთვებისთვის

ასინქრონული როტორის  უპირატესობები მოკლედ ჩაკეტილ როტორებთან შედარებით:

  • მარტივი გამოყენება და რემონტი
  • აგრეგატის საიმედოობა
  • ოპტიმალური საფასო სეგმენტი

🔗 იხილეთ აესკოს მიერ შემოთავაზებული ასინქრონული ელექტრო ძრავების კატალოგი.

ელექტრო ძრავის შერჩევა – კრიტერიუმები

ძრავების ტიპებისა და მახასიათებლების შესწავლის შემდეგ აუცილებელია ყველა კრიტერიუმის გათვალისწინება. ეს დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი და გადაწყვიტილება მიიღოთ  ყველაზე შესაფერისი მოდელის სასარგებლოდ.

განსაზღვრეთ ნომინალური სიჩქარე (RPM) და ბრუნვის მომენტი (Nm)

პირველ რიგში უპასუხეთ ამ კითხვებს:

  • რა უნდა აამოძრაოს ელექტრო ძრავმა?
  • რა დატვირთვა ექნება?
  • რამდენ ხანს იმუშავებს დღეში?

ნომინალური სიჩქარე, როგორც წესი, მითითებულია საფირმო დაფაზე.

ლილვის ბრუნვის სიჩქარე იზომება ბრუნვით წუთში (RPM): ტიპური ვარიანტებია 3000, 1500, ან 1000 RPM.

ბრუნვის მომენტი (Nm) და წუთში ბრუნვის სიჩქარე (RPM) აუცილებელია იმ სიმძლავრის გამოსათვლელად, რომელიც დასჭირდება ძრავას. რაც უფრო მკაფიოდ გაქვთ გააზრებული თუ, რისთვის უნდა გამოიყენოთ ძრავი (დამშვები მოქმედება, მუდმივი ბრუნვა თუ პოზიციონირება), მით უკეთესად შეძლებთ შესაბამისი ტიპის შერჩევას.

განსაზღვრეთ მუშაობის ინტენსივობა

ძრავის სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს დატვირთვას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმძლავრის სწორი გათვლა, რადგან თუ ძრავის სიმძლავრე ნაკლებია მოთხოვნილზე, ძრავი იმუშავებს დატვირთვაზე და შესაძლოა დაიწვას. ან პირიქით, თუ შეირჩა გადაჭარბებული სიმძლავრის მქონე ელექტრო ძრავი, მაშინ მკვეთრად შემცირდება მარგი ქმედების კოეფიციენტი და დაკარგავს ეფექტურობას.

აი წარმოიდგინეთ, რამდენად გამოგადგებათ ელექტრო ძრავი, რომელიც მუშაობს დღეში მხოლოდ 1-2 საათი, თუ კი თქვენი აპლიკაცია 24/7-ზე უწყვეტად უნდა მუშაობდეს? ასეთ დროს გაითვალისწინეთ:

  • ჯაგრისიანი ძრავები გამოდგება მცირე ციკლებისთვის (3000–5000 საათი).
  • უჯაგრისო ძრავები უკეთესად უმკლავდებიან უწყვეტ მუშაობას..

👉 არასწორად შერჩეული სიმძლავრე იწვევს ძრავის გადახურებას ან არაეფექტურ მუშაობას.

ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: საჭიროა თუ არა ცვლადი სიჩქარე? – მაშინ განიხილეთ VFD-ს მართვადი ძრავები.

განსაზღვრეთ ჩარჩოს ზომა (Frame Size)

IEC სტანდარტის მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი ზომებია:

A (სამონტაჟო ხვრელებს შორის მანძილი, ძრავის პერპენდიკულარულად)
B (სამონტაჟო ხვრელებს შორის მანძილი, ძრავის პარალელურად)
C (ლილვის მხარი პირველ სამონტაჟო ხვრელამდე)
D (გამომავალი ლილვის დიამეტრი წამყვანი ბოლოში – D.E.)
E (ლილვის სიგრძე)
H (ლილვის სიმაღლე)

ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია მონტაჟისა და სხვა მოწყობილობებთან თავსებადობისთვის.

აირჩიეთ ეფექტურობის კლასი და ენერგიის დაზოგვა

ელექტრო ძრავები ელექტრო ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ მოძრაობად. ელექტროენერგიასა და მექანიკურ ენერგიას შორის ეფექტურობა წარმოადგენს ძრავის ეფექტურობას.

2011 წლის 16 ივნისიდან, ბაზარზე არსებული ძრავების უმეტესობა უნდა იყოს მონიშნული IE დირექტივის შესაბამისად და კლასიფიცირებული ეფექტურობის კლასით. ელექტრო ძრავების ეფექტურობა იზომება კლასებით IE1-IE4, სადაც:

  • IE1 – სტანდარტული ეფექტურობა (EFF2)
  • IE2 – მაღალი ეფექტურობა (EFF1)
  • IE3 – პრემიუმ ეფექტურობა
  • IE4 – უმაღლესი ენერგოეფექტურობა

2025 წლიდან მხოლოდ IE4 კლასის ძრავების გამოყენება იქნება დაშვებული ახალ აპლიკაციებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირია პირველ ეტაპზე, ხარჯი ორ წელიწადში ანაზღაურდება ენერგიის ეკონომიით

გაითვალისწინეთ სამონტაჟო სივრცე და მონტაჟის ტიპი

ყოველი საწარმო სხვადასხვა ზომისა და ფორმის სივრცეს გვთავაზობს. თუ სივრცე შეზღუდულია, როგორიცაა AGV სისტემები, მნიშვნელოვანია კომპაქტური ან მოდულური დიზაინის მქონე ძრავის შერჩევა.

ძრავის მონტაჟის ვარიანტებია:

  • B3 – ბაზაზე ჰორიზონტალური დამონტაჟება
  • B5 / B14 – გარე/შიდა ფლანგით ტუმბოზე პირდაპირი დამაგრება
  • B35 / B34 – კომბინირებული ვარიანტები

სტანდარტული ძრავების ზომები განსაზღვრულია IEC34-7 სტანდარტით.

გაითვალისწინეთ გარემო პირობები

ასინქრონული ელექტრო ძრავის ყველა შესრულების მაჩვენებელი იცვლება გარემოს გავლენის ქვეშ. გამართულად მუშაობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ის ოპერირებს. მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:

  • ტემპერატურა: დაბალი ტემპერატურისთვის საჭიროა სპეციალური საკისრები ან გამათბობლები.
  • ტენიანობა და სითხე: თუ ძრავი კონტაქტში შევა სითხესთან, საჭიროა IP დაცვის კლასი, დალუქვა ან სპეციალური საფარი.
  • საკვების უსაფრთხოება: კვების ინდუსტრიაში გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ ისეთი ძრავები, რომელთა მასალები არ რეაგირებენ საკვებზე (უჟანგავი მასალა, FDA შესაბამისობა).
  • ფეთქებადსაშიში გარემო: ჯაგრისიანი ძრავები არ უნდა იქნას გამოყენებული აალებად გარემოში. ასეთ შემთხვევაში უჯაგრისო ძრავებია რეკომენდებული (ATEX სტანდარტი)

რატომ უნდა შეიძინოთ ასინქრონული ძრავი IESCO-სგან?

✅ სერტიფიცირებული ევროპული ბრენდები
✅ ინჟინრების მხარდაჭერა და კონსულტაცია
✅ ადგილზე მიტანა და მონტაჟი
✅ 1 წლიანი გარანტია

სწორი არჩევანი = მაქსიმალური ეფექტურობა

იმ მოდელის შესაძენად, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს საჭიროებას, უნდა დაეყრდნოთ როგორც თქვენს სურვილებს, ასევე პროფესიონალების ცოდნას. ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაგეხმარებიან საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.

📞 დაგვიკავშირდით 032 206 01 00 ან გვეწვიეთ IESCO-ს შოურუმში და გაეცანით ადგილზე წარმოდგენილ ასინქრონული ელექტრო ძრავების ასორტიმენტს.