OMEGA ჟანგბადის გენერატორი

არტიკული: IESCO24028 კატეგორია:

O-GEN ჟანგბადის გენერატორები იღებს ატმოსფერულ ჰაერში ხელმისაწვდომ ჟანგბადს და განაცალკევებს მას სხვა აირებისაგან წნევის რხევის შთანთქმის (PSA) ტექნოლოგიის გამოყენებით.

 

PSA პროცესის დროს, შეკუმშული ჰაერი მიემართება მოლეკულური საცერისკენ, რომელიც საშუალებას აძლევს ჟანგბადს გაედინებოდეს გაზის სახით, მაგრამ აკავებს და შთანთქავს სხვა აირებს. საცერი გამოყოფს შეწოვილ აირებს ატმოსფეროში, როდესაც გამავალი სარქველი დაკეტილია და წნევა უბრუნდება საწყის წერტილს.

 

შემდგომში საცერი გამოათავისუფლებს ჟანგბადს, სანამ შეკუმშული ჰაერის მორიგი ნაკადი გაივლის წარმოების იგივე ციკლს. პროდუქტის მუდმივი ნაკადის უზრუნველსაყოფად, O-GEN ჟანგბადის გენერატორები იყენებენ ორი მოლეკულური საცრის მოდულებს, რომლებიც მორიგეობით ირთვება ადსორბციისა და რეგენერაციის ფაზებს შორის.

ნორმალური საოპერაციო რეჟიმისა და სათანადო მოვლა-პატრონობის პირობებში, მოლეკულურ საცერს ექსპლუატაციის თითქმის განუსაზღვრელი ვადა აქვს.

ჟანგბადის გენერატორი - OMEGA AIR  არის თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი კომპანია, რომელიც დაარსდა 1988 წელს ლუბლიანაში, სლოვენია. კომპანია სპეციალიზირებულია გაზის ფილტრაციასა და შეკუმშული ჰაერის დამუშავებაში. OMEGA AIR-ის აზოტის გენერატორი წარმოდგენილია მთელ მსოფლიოში და გამოიყენება წარმოების ფართო სპექტრში, როგორიცაა ელექტრონიკა, საკვები და სასმელი, ქიმიური, ნავთობქიმიური, პლასტმასის, ფარმაცევტული, სამედიცინო და საავტომობილო.
OMEGA AIR-ის ხარისხის მართვის სისტემა აღიარებულია ISO და ASME სერთიფიკატებით. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ემყარება მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას და მოქნილი გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის კვალიფიკაცია ფეხდაფეხ მისდევს მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებს.

OMEGA AIR-ს აქვს სოლიდური გამოცდილება, რამაც მას წლების განმავლობაში მომხმარებელთა სტაბილურად მზარდი რაოდენობა მოუტანა. პარტნიორი კომპანიები ენდობიან მის საიმედო, მაღალი ხარისხისა და სწრაფ მომსახურებას, რომელიც მორგებულია მათ საჭიროებებზე. OMEGA AIR ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ ამბიციური მიზნები მიიღწევა ხარისხით, ხოლო ახალი, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მუდმივ ძიებას ყოველთვის მოაქვს დადებითი და სასურველი შედეგი.
აზოტის გენერატორები
N-GEN აზოტის გენერატორები გამოიყენება ატმოსფერულ ჰაერში არსებული აზოტის სხვა აირებისაგან განსაცალკევებლად. აზოტის წარმოქმნის სისტემები იყოფა ორ დიდ კატეგორიად: წნევის რხევის შთანთქმის (PSA) და მემბრანული ტექნოლოგიების აზოტის გენერატორები.

PSA პროცესის დროს, შეკუმშული ჰაერი მიემართება მოლეკულური საცერისკენ, სადაც ხდება აზოტის შეკავება და მისი გაზის სახით გადინება, ხოლო სხვა აირების შთანთქმა.

საცერი გამოდევნის შეწოვილ აირებს როდესაც წნევა დაუბრუნდება საწყის ნიშნულს. შემდგომში საცერი გამოათავისუფლებს აზოტს, სანამ შეკუმშული ჰაერის მორიგი ნაკადი გაივლის წარმოების იგივე ციკლს.
პროდუქტის მუდმივი ნაკადის უზრუნველსაყოფად, N-GEN აზოტის გენერატორები იყენებენ ორ მოლეკულურ საცერს, რომლებიც მორიგეობით ირთვება ადსორბციისა და რეგენერაციის ფაზებს შორის.

სამრეწველო აზოტის მიღება მემბრანული ტექნოლოგიით წარმოებს პოლიმერული ბოჭკოების მეშვეობით. როდესაც შეკუმშული ჰაერი გაივლის მემბრანაში, აზოტის მოლეკულები განცალკევდება სხვა მოლეკულებისგან: მემბრანის ბოჭკოების პაწაწინა ხვრელები საშუალებას აძლევს ჟანგბადს გამოიყოს ატმოსფეროში ნარჩენი აირის სახით, ხოლო შედარებით დიდი ზომის აზოტის მოლეკულებს აკავებს მიკროსკოპული ხვრელები.

ჟანგბადის მიღების მეთოდი დამოკიდებულია წარმოებაშისთვის საჭირო სიწმინდეზე, მოცულობასა და მოხმარების რეჟიმზე.

ტექნიკური მახასიათებლები

  • ოპერაციული წნევა - 5-6 ბარი
  • ოპერაციული ტემპერატურის დიაპაზონი  - 5-50 °C
  • ატმოსფერული ჰაერის დიაპაზონი - 45 °C-მდე
  • ნამის წერტილები (ატმოსფერული)  - <-60 °C
  • წარმადობა - 1,02-დან 94,9  Nმ3/სთ
  • სისუფთავე - 95%-მდე

სტანდარტული აღჭურვილობა:

  • გარეკვებისჰაერისფილტრებისნაკრები
  • ნახშირბადოვანიფოლადის ადსორბერისჭურჭელი
  • ხანგრძლივვადიანიპნევმატურისარქველები
  • შიდამილებიდაფიტინგებიSS316
  • გამონაბოლქვის მაყუჩები
  • ჰაერისა და ჟანგბადისნაკადისრეგულირება
  • მართვისსისტემა SIEMENS PLC-ით
  • ვებ-კონტროლი
  • წნევის გადამცემი ავტომატური უქმე რეჟიმისთვის

არჩევითი აღჭურვილობა:

  • ჟანგბადისანალიზატორიცირკონიუმ-ოქსიდისსენსორით
  • პროდუქტისნაკადისელექტრონული საზომი
  • ჰაერის კვების/ პროდუქტისტენიანობისანალიზატორი
  • ჟანგბადისგამაძლიერებელიცილინდრისშევსებისსისტემით
  • ჰაერის კვების/ პროდუქტის ტემპერატურის გადამცემები
  • სენსორული ეკრანი ან ნახევრად გრაფიკული საოპერატორო ინტერფეისი
  •  სტერილური ფილტრები

აპლიკაციები:

  • აკვაკულტურა
  • გაზის კვება ოზონის გენერატორებისთვის
  • შუშის აფეთქება
  • გამორეცხვა
  • NOx-ის შემცირება საწვავის წვაში
  • ჟანგბადით ხვრეტა-ჭრა
  • შედუღება, გამაგრება
  • ჯანმრთელობა

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა

წარმადობა

ტიპი

სიმძლავრე

სისუფთავე