OMEGA AIR აზოტის გენერატორი

არტიკული: IESCO24026 კატეგორია:

N-GEN აზოტის გენერატორები გამოიყენება ატმოსფერულ ჰაერში არსებული აზოტის სხვა აირებისაგან განსაცალკევებლად. აზოტის წარმოქმნის სისტემები იყოფა ორ დიდ კატეგორიად: წნევის რხევის შთანთქმის (PSA) და მემბრანული ტექნოლოგიების აზოტის გენერატორები. PSA პროცესის დროს, შეკუმშული ჰაერი მიემართება მოლეკულური საცერისკენ, სადაც ხდება აზოტის შეკავება და მისი გაზის სახით გადინება, ხოლო სხვა აირების შთანთქმა.საცერი გამოდევნის შეწოვილ აირებს როდესაც წნევა დაუბრუნდება საწყის ნიშნულს. შემდგომში საცერი გამოათავისუფლებს აზოტს, სანამ შეკუმშული ჰაერის მორიგი ნაკადი გაივლის წარმოების იგივე ციკლს.პროდუქტის მუდმივი ნაკადის უზრუნველსაყოფად, N-GEN აზოტის გენერატორები იყენებენ ორ მოლეკულურ საცერს, რომლებიც მორიგეობით ირთვება ადსორბციისა და რეგენერაციის ფაზებს შორის.

OMEGA AIR  არის თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი კომპანია, რომელიც დაარსდა 1988 წელს ლუბლიანაში, სლოვენია. კომპანია სპეციალიზირებულია გაზის ფილტრაციასა და შეკუმშული ჰაერის დამუშავებაში. OMEGA AIR-ის აზოტის გენერატორი წარმოდგენილია მთელ მსოფლიოში და გამოიყენება წარმოების ფართო სპექტრში, როგორიცაა ელექტრონიკა, საკვები და სასმელი, ქიმიური, ნავთობქიმიური, პლასტმასის, ფარმაცევტული, სამედიცინო და საავტომობილო.
OMEGA AIR-ის ხარისხის მართვის სისტემა აღიარებულია ISO და ASME სერთიფიკატებით. კომპანიის საქმიანობა ძირითადად ემყარება მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას და მოქნილი გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის კვალიფიკაცია ფეხდაფეხ მისდევს მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებს.

OMEGA AIR-ს აქვს სოლიდური გამოცდილება, რამაც მას წლების განმავლობაში მომხმარებელთა სტაბილურად მზარდი რაოდენობა მოუტანა. პარტნიორი კომპანიები ენდობიან მის საიმედო, მაღალი ხარისხისა და სწრაფ მომსახურებას, რომელიც მორგებულია მათ საჭიროებებზე. OMEGA AIR ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ ამბიციური მიზნები მიიღწევა ხარისხით, ხოლო ახალი, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მუდმივ ძიებას ყოველთვის მოაქვს დადებითი და სასურველი შედეგი.
აზოტის გენერატორები
N-GEN აზოტის გენერატორები გამოიყენება ატმოსფერულ ჰაერში არსებული აზოტის სხვა აირებისაგან განსაცალკევებლად. აზოტის წარმოქმნის სისტემები იყოფა ორ დიდ კატეგორიად: წნევის რხევის შთანთქმის (PSA) და მემბრანული ტექნოლოგიების აზოტის გენერატორები.

PSA პროცესის დროს, შეკუმშული ჰაერი მიემართება მოლეკულური საცერისკენ, სადაც ხდება აზოტის შეკავება და მისი გაზის სახით გადინება, ხოლო სხვა აირების შთანთქმა.

საცერი გამოდევნის შეწოვილ აირებს როდესაც წნევა დაუბრუნდება საწყის ნიშნულს. შემდგომში საცერი გამოათავისუფლებს აზოტს, სანამ შეკუმშული ჰაერის მორიგი ნაკადი გაივლის წარმოების იგივე ციკლს.
პროდუქტის მუდმივი ნაკადის უზრუნველსაყოფად, N-GEN აზოტის გენერატორები იყენებენ ორ მოლეკულურ საცერს, რომლებიც მორიგეობით ირთვება ადსორბციისა და რეგენერაციის ფაზებს შორის.

სამრეწველო აზოტის მიღება მემბრანული ტექნოლოგიით წარმოებს პოლიმერული ბოჭკოების მეშვეობით. როდესაც შეკუმშული ჰაერი გაივლის მემბრანაში, აზოტის მოლეკულები განცალკევდება სხვა მოლეკულებისგან: მემბრანის ბოჭკოების პაწაწინა ხვრელები საშუალებას აძლევს ჟანგბადს გამოიყოს ატმოსფეროში ნარჩენი აირის სახით, ხოლო შედარებით დიდი ზომის აზოტის მოლეკულებს აკავებს მიკროსკოპული ხვრელები.

აზოტის მიღების მეთოდი დამოკიდებულია წარმოებაშისთვის საჭირო სიწმინდეზე, მოცულობასა და მოხმარების რეჟიმზე.

სამუშაო პრამეტრები:

  1. მუშა  წნევა 6-10 ბარი
  2. სამუშო ტემპერატურის დიაპაზონი 5-50 °C
  3. სამუშაო გარემოს  ჰაერის ტემპერატურის დიაპაზონ 40 °C-მდე
  4. ნამის წერტილები (ატმოსფერული) <-45 °C (Dew Point)
  5. წარმადობა  0, 83-დან 766,8 Nმ3/სთ
  6. აზოტის სისუფთავე 99,999%-მდე

სტანდარტული აღჭურვილობა:

• შემსვლელელი დაჭირხნული ჰაერის  ხაზური  ფილტრების ნაკრები (რეკომენდირებულია)
• აქტივირებული კარბონის ხაზური ან კოშკურა ფილტრი (კოშკურა რეკომენდირებულია)
• მაღალი ხარისხის ხანგრძლივი სიცოცხლის უნარიანი პნევმატური და სოლენოიდის სარქველები
• თუთიით დაფარული უჟანგავი ფოლადის შიდა მილები და ანტივიბრაციული ფიტინგები
• აზოტის  წნევის გადამწოდი სენსორი
• აზოტისა და ჰაერის ნაკადის საკონტროლო სარქველი.
• წნევის მარეგულირებელი (რედუქტორი)
• მართვის სისტემა SIEMENS PLC.
• Siemens -ის ვებ-კონტროლერი RS485 ინტერფეისით.

დამატებითი არჩევითი აღჭურვილობა:

• ჟანგბადის ანალიზატორი
• პროდუქტის ნაკადის ელექტრონული მრიცხველი
• ჰაერის კვების/ პროდუქტის ტენიანობის ანალიზატორი
• ჰაერის კვების/ პროდუქტის ტემპერატურის გადამცემები
• აზოტის სტერილური ფილტრების ნაკრები
• აზოტის წნევის ბუსტერი
• აზოტის მაღალი წნევის ბალონების დატენვის კომპრესორი
• სენსორული ეკრანის HMI (Human Machinery Interface) ინტერფეისი Siemens
• სერიული კომუნიკაციები

აპლიკაციები და აზოტის გამოყენების შესაძლო სფერო:

  • ქიმიკატების ინერტული გაზით (აზოტით) შეფუთვა
  • გაზის დამხმარე ინექციური ჩამოსხმა (GAIM)
  • შავი და ფერადი ლითონების თერმული დამუშავება
  • აალებადი სითხეების ინერცია (გამოიყენება ნავთობის ავზების ზედაპირის ბალიშებად)
  • ლაზერული ჭრა და მათი დამუშავება
  • ნახშირის ან სხვა აალებადი მტვრის აფეთქების პრევენცია
  • PCB-ების ხელახალი ნაკადი და ტალღური შედუღება
  • საფარების ულტრაიისფერი დამუშავება
  • ნაყინის წარმოება
  • ღვინის ტექნოლოგია (ბოთლებში ჩამოსხმა და ბუტების შევსება)
  • საკვების გადამუშავება
  • საკვები პროდუქციის შეფუთვა
  • ფეთქებად საშიში გარემოში გამოყენება

გაფრთხილება:

მაღალი კონცენტრაციის > 78% აზოტის ერთჯერადი შესუნთქვა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რამოდენიმე ინჰალაციის შემდეგ, შესაძლებელია ფატალური შედეგის დადგომა! მაღალი კონეცნტრაციის აზოტით სავსე გარემოში შესვლის წინ, გაზომეთ ჟანგბადის დონე შესაბამისი ხელსაწყოთი, დარწმუნდით რომ გარემო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა

წარმადობა

ტიპი

სიმძლავრე

სისუფთავე