აზოტის გენერატორის გამოყენების სფეროები და უპირატესობები

აზოტის გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა თანამედროვე მრეწველობასა თუ წარმოებაში;

1. კვების ინდუსტრია

2. ალკოჰოლური სასმელების წარმოება

3. ღვინის წარმოება

4. ფარმაცია

5. ელექტრო დანადგარებისა და ლითონის წარმოება

6. წიაღისეულის სამთო მომპოვებელი ( უსაფრთხოება)

აქროლადი ორგანული ნივთიერების (VOCs)( აქროლადი ორგანული ნაერთები როგორიცაა:ნახშირწყალბადი, ალდეჰიდები სპირტები და აშ…)  ელიმინაცია

აზოტის გამოყენების უპირატესობები საკმაოდ შთამბეჭდავია გარკვეული მიმართულებით მაგალითად:

1.ინერტული ატმოსფეროს შექმნა მრეწველიბის პროცესში  რომელიც  ხელს უშლის დაჟანგვას, წვას და დეგენერაციის პროცესს. მაგალითად საკვების შეფუთვაში აზოტის  გამოყენება ხელს უწყობს პროდუქტის  გემოვნური თვისებების გაუმჯობესებას და დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნებას რაც მიიღწევა  ჟანგბადის ელიმინაციის მეშვეობით.

2. საკვების კონსერვაცია: აზოტის გამოყენება უზუნვეყობს ხარისხის შენარჩუნებასა და შენახვის პერიოდის გახანგრძლივებას მიკრობული ზრდის დათრგუნვისა და ფერმენტული რეაქციების შეფერხების მეშვეობით.

3.ქიმიური წარმოება: აზოტი წარმოადგენს ამიაკის ძირითად კომპონენტს( გამოიყენება სასუქებში) აზოტის მჟავასა და სხვა ქიმიკატების წარმოებაში.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეიძლება თამამდ ითქვას, რომ ზოტის თვისებები განსაკუთრებით კვებისა და სასმელების წარმოებაში უზრუნველყობს ჟანგბადის ელიმინაციას.ხარჯეფექტურობა საკმაოდ შესამჩნევია რაც გამოიხატება: ვარგისიანობის ვადის გაზრდაში, პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეში( სოკოს, ობის, ლპობის თავიდან აცილება) ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში ღვინო ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს არ ხდება ჟანგვითი პროცესი და ასევე თავიდან არის აცილებული ბოთლში თუ შესანახ რეზერვუარებში ბაქტერიის თავიდან აცილება.