აიესკო
თქვენი საწარმოს
სათადარიგო ნაწილები
ჩვენ გთავაზობთ სათადარიგო ნაწილებს ნებისმიერი ბრენდის ხრახნული კომპრესორებისთვის.
სერვისი და ტექნიკური მომსახურება
IESCO მზადაა შეაკეთოს ნებისმიერი ბრენდის კომპრესორი
მხარდაჭერა
IESCO 24/7 იქნება თქვენს გვერდით ონლაინ კონსულტაციისთვის
დაგეგმვა
IESCO-ს გუნდი შეგიქმნით უახლესი ტექნოლოგიის კომპრესორულ სადგურს, რომელიც ასევე ენერგოეფექტური იქნება.
პროექტირება
წინასწარი ჰაერის აუდიტის მიხედვით შევქმნით საუკეთესო ეფექტურობის პროექტს.
უსაფრთხოება
IESCO-ს პროფესიონალი ინჟინრები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ და სხვების უსაფრთხოებაზე.
ჰაერის ხრახნული კომპრესორები
ხრახნული კომპრესორი არის ახალი ტექნოლოგია, შეკუმშული ჰაერის მწარმოებელი მოწყობილობა, რომელიც შეუფერხებლად აწვდის შეკუმშულ ჰაერს 24 საათის განმავლობაში.
ჟანგბადისა და აზოტის გენერატორები
PSA ტექნოლოგია არის ყველაზე ეფექტური, სტაბილური სისტემა, რომელიც თქვენს წარმოებას 24 საათის განმავლობაში მიაწვდის 95% სისუფთავის ჟანგბადს და 99,999% სისუფთავის აზოტს.
ელექტროძრავები
ელექტროძრავა არის მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ ენერგიას გარდაქმნის მექანიკურ ენერგიად ბრუნვის სახით. ელექტროძრავაში მოძრავ ნაწილს როტორი ეწოდება, ხოლო უძრავ ნაწილს — სტატორი.
სიხშირული მართვა და ინვერტორები
ძრავის სიხშირის ინვერტორი უნიკალური მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია ძრავა ამუშაოს ნებისმიერი ბრუნვის სიჩქარით, ნომინალურ ზღვარს მიღმაც კი.
ჰაერის გამაშრობლები
შეკუმშული ჰაერის გამაშრობლები სტაბილური და მშრალი ჰაერისთვის ნებისმიერ საწარმოში.
ჰაერშემბერები (ბლოუერები)
ჰაერშემბერი დანადგარები გამწმენდი ნაგებობების, აკვაკულტურისა და პნევმოტრანსპორტისთვის.
ინდუსტრიული ავტომატიზაცია
ავტომატიზაციის გადაწყვეტილებები და კომპონენტები საწარმოო პროცესების მართვისთვის.
სათადარიგო ნაწილები და ზეთები
ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, ფილტრები და ზეთები ნებისმიერი ბრენდის კომპრესორისთვის.
ყველა პროექტს ერთნაირი ღირებულება აქვს
IESCO 2011 წლიდან აქტიურ ოპერატორად ჩამოყალიბდა ქართულ ბაზარზე, რომელიც სამრეწველო მოწყობილობების ფართო სპექტრს, მათ გაყიდვასა და მომსახურებას უზრუნველყოფს. კომპანია მოიცავს ჰაერის ხრახნულ კომპრესორებს, ჟანგბადისა და აზოტის გენერატორებს, ელექტროძრავებსა და სიხშირული გარდამქმნელებს, ავტომატიზაციას, განახლებას, მოდერნიზაციას, სერვისს და სხვა მრავალ ძირითად მიმართულებას თანამედროვე ინდუსტრიაში.
IESCO გთავაზობთ ოპტიმალურ და მოსახერხებელ გადაწყვეტილებებს თქვენი მოთხოვნებისთვის და უზრუნველყოფს მის მიერ დამონტაჟებული აღჭურვილობის სრულ სერვისს, მხარდაჭერასა და ტექნიკურ მომსახურებას.
IESCO ამაყობს 2015 წელს ჰაერის ხრახნული კომპრესორების წარმოების პიონერობით. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გამოიყენება მატარებლებისა და მეტროს ვაგონების სამუხრუჭე სისტემაში.
IESCO-ს გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. მათი გამოცდილება გამყარებულია წამყვანი კომპანიების, როგორიცაა ROTORCOMP, SIEMENS, DANFOSS, EKOMAK, INGERSOLL RAND, INMATEC, OMEGA AIR, მიერ გაცემული სერტიფიკატებით.