სიხშირული მართვა

სიხშირული მართვის მოწყობილობები (Frequency Inverters/VFDs) აკონტროლებს ელექტრო ძრავის ბრუნვის სიჩქარეს და მომარაგების ძაბვას. ის გარდაქმნის ფიქსირებული სიხშირის დენს ცვლად სიხშირედ, რაც საშუალებას აძლევს ძრავს მუშაობდეს სხვადასხვა სიჩქარით.

რატომ სიხშირული გარდამქმნელები?

სიხშირული გარდამქმნელები (VFD) კომპანიებს აძლევენ საშუალებას ზუსტად აკონტროლონ ძრავის სიჩქარე და ენერგომოხმარება, რაც ზრდის სისტემის ეფექტურობას და ამცირებს ენერგიის ხარჯებს. მათი გამოყენებით შესაძლებელია მოწყობილობების დაცვა უეცარი დატვირთვებისგან, რაც საგრძნობლად ახანგრძლივებს ძრავების და მექანიკური ნაწილების სიცოცხლისუნარიანობას. სიხშირული გარდამქმნელები ასევე ამცირებენ გაშვებისას ენერგიის ჭარბ მოხმარებას, აუმჯობესებენ პროცესების მართვას და ზრდიან საწარმოს მთლიან პროდუქტიულობას.

აიესკო გთავაზობთ:

Danfoss დრაივერები (დანია)

დღესდღეობით, Danfoss, თავისი ბიზნეს სეგმენტის Danfoss Drives-ის მეშვეობით, ელექტრო ძრავებისთვის ცვლადი სიჩქარის დრაივერების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია.

ათწლეულების მანძილზე შეძენილი მდიდარი გამოცდილებით, კომპანია ქმნის დრაივერებს, რომლებიც მოსახერხებელია ნებისმიერ ძრავასთან ან სისტემასთან მიმართებით. Danfoss Drives არის გლობალური ლიდერი მოწინავე AC/DC და DC/DC დენის კონვერტაციის ტექნოლოგიებში. ხაზში შედის VLT® სერია (HVAC FC 102, AQUA FC 202, AutomationDrive FC 302) და ახალი თაობის iC2 / iC7 პლატფორმები.

უპირატესობები:

  • ენერგიის ხარჯის 30–50%-მდე შემცირება
  • ძრავის დატვირთვის ოპტიმიზაცია
  • რბილი გაშვება და გაჩერება – მექანიკური დაზიანებების შემცირება
  • ინტეგრირებული PLC ფუნქციები და მართვის ლოგიკა
  • კომუნიკაცია MODBUS / PROFIBUS / BACnet

INOVANCE სიხშირული ინვერტორები (ჩინეთი)

INOVANCE ინდუსტრიული ავტომატიზაციის #1 ბრენდია ჩინეთში დაბალვოლტიანი სიხშირული ინვერტორების სეგმენტში და მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელთა ხუთეულშია. კომპანიის ინვერტორები მილიონობით დანადგარს მართავს მსოფლიოში — თანამედროვე ტექნოლოგია კონკურენტულ ფასად.

გარდა სტანდარტული სერიებისა, IESCO გთავაზობთ INOVANCE-ის საშუალო ძაბვის (MV) სიხშირულ გარდამქმნელებსაც — 3.3/6/10 კვ კლასის მძლავრი ძრავებისთვის.

უპირატესობები:

  • საუკეთესო ფასი/ხარისხის თანაფარდობა მასობრივი ინდუსტრიული ამოცანებისთვის
  • ენერგიის დაზოგვა ცვლადი დატვირთვის მექანიზმებზე (ტუმბო, ვენტილატორი, კომპრესორი)
  • მარტივი პროგრამირება და სწრაფი ამუშავება
  • სრული სპექტრი — კომპაქტურიდან საშუალო ძაბვის (MV) სისტემებამდე
  • კომუნიკაცია Modbus / CANopen / PROFINET

გსურთ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებული ინვერტორი შეარჩიოთ?

📞 დაგვიკავშირდით: 032 206 01 00 / 577 11 20 02 ან გვესტუმრეთ IESCO-ს შოურუმში (ავჭალის ქ. 52, თბილისი) და დაათვალიერეთ ადგილზე არსებული ასორტიმენტი.

⚡ რამდენს დაზოგავთ ინვერტორით? — გამოთვალეთ კალკულატორით

ნაჩვენებია ყველა 3 შედეგი

ხშირად დასმული კითხვები სიხშირულ ინვერტორებზე

რა ზომის ინვერტორი მჭირდება ჩემი ძრავისთვის?

ძირითადი წესი: ინვერტორის ნომინალური დენი ძრავის ნომინალურ დენს უნდა აღემატებოდეს; მძიმე გაშვების დანადგარებზე (მაგ. სავსე კონვეიერი) ერთი საფეხურით მაღლა ავდივართ. ზუსტ შერჩევას უფასოდ გავაკეთებთ.

დადგება ინვერტორი ძველ ძრავაზე?

უმეტეს შემთხვევაში კი — სტანდარტული ასინქრონული ძრავები ინვერტორთან კარგად მუშაობს. ძველ ძრავებზე იზოლაციის მდგომარეობას ვამოწმებთ და საჭიროებისას du/dt ან სინუს-ფილტრს ვამატებთ.

რამდენს დაზოგავს ინვერტორი რეალურად?

ცვლადი დატვირთვის დანადგარებზე (ვენტილატორი, ტუმბო, კომპრესორი) ტიპურად 20-35%-ს; ამოგება 6-18 თვეა. ზუსტი ციფრი გამოთვალეთ ჩვენი უფასო კალკულატორით ან ძრავის გაშვების სიმულატორით.

მონტაჟსა და პარამეტრირებასაც აკეთებთ?

დიახ — მიწოდება, მონტაჟი, პარამეტრირება და შემდგომი სერვისი ერთ ფანჯარაშია. Danfoss-ის ავტორიზებული პარტნიორები ვართ.

IESCO AI ასისტენტი
გამარჯობა! მე ვარ IESCO-ს ხელოვნური ინტელექტი. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ან დატოვეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით:

სუფთა ჰაერი იწყება აქ! 🎯 30 წამში გაიგე, რა სისტემა გჭირდება — უფასოდ