აღწერა
INOVANCE-ის მაღალი ძაბვის სიხშირული გარდამქმნელები (3.3 / 6 / 10 კვ) განკუთვნილია მძლავრი ინდუსტრიული ელექტროძრავების მართვისთვის — იქ, სადაც სტანდარტული 400 ვ დაბალვოლტიანი ინვერტორი ტექნიკურად აღარ არის საკმარისი. გამოიყენება მრავალუჯრედიანი (multilevel cascade) ტოპოლოგია, რაც უზრუნველყოფს ძრავზე სინუსოიდასთან მიახლოებულ ძაბვას და ქსელის მხარეს დაბალ ჰარმონიულ დამახინჯებას (THD) დამატებითი ფილტრების გარეშე.
გამოყენების სფეროები
მსხვილი სატუმბი სადგურები და წყალმომარაგების ობიექტები · მძლავრი ვენტილატორები, საბერავი და კვამლგამწოვი დანადგარები · ტურბო და ცენტრიდანული კომპრესორები · სამსხვრევ-გადამამუშავებელი ხაზები სამთო მრეწველობაში · ენერგო-ობიექტები და მძიმე ინდუსტრია.
ტექნიკური უპირატესობები
- ენერგოეფექტურობა — ცვლადი დატვირთვის მექანიზმებზე (ტუმბო, ვენტილატორი) ბრუნვის სიხშირის შემცირება კვადრატულ/კუბურ დამოკიდებულებით ამცირებს მოხმარებულ სიმძლავრეს; რეალური დაზოგვა ხშირად 30–50%-ს აღწევს
- რბილი გაშვება და გაჩერება — გამშვები დენი ნომინალურთან ახლოსაა (პირდაპირი გაშვების 6–8-ჯერადი დენის ნაცვლად), ქსელზე ძაბვის ვარდნისა და მექანიკური დარტყმის გარეშე
- ძრავისა და მექანიზმის რესურსი — მცირდება გადამცემების, საკისრებისა და გრაგნილების თერმული და მექანიკური დატვირთვა
- ზუსტი ტექნოლოგიური მართვა — წნევის, ხარჯის ან ბრუნთა რიცხვის ჩაკეტილი კონტურით (PID) რეგულირება, ინტეგრაცია SCADA/PLC სისტემებთან (Modbus, Profibus)
- სრული დაცვები — გადატვირთვა, ფაზის დაკარგვა, მოკლე ჩართვა, გადახურება, დაბალი ძაბვა
IESCO-ს მხარდაჭერა
პროექტირება და შერჩევა თქვენი ობიექტის პარამეტრებზე, მონტაჟი, პროგრამირება, გაშვება-გამართვა და საგარანტიო/შემდგომი სერვისი — სრული ციკლი ერთი გუნდისგან. სტანდარტული ამოცანებisთვის იხილეთ INOVANCE-ის დაბალვოლტიანი სიხშირული ინვერტორები.
📞 გაყიდვები: +995 577 11 20 02 · ტექნიკური კითხვები: +995 577 42 88 70 · [email protected]


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.