გამოთვალეთ, რამდენს დაზოგავთ წელიწადში, თუ ძრავას სიხშირული ინვერტორით (VSD) მართავთ.
* გათვლა მიახლოებითია და ეყრდნობა ტიპურ დაზოგვის მაჩვენებლებს (ტუმბო/ვენტილატორი ~40%, კომპრესორი ~20%, კონვეიერი ~15%). ზუსტი ეფექტი დამოკიდებულია დატვირთვის პროფილზე — ზუსტ გათვლას ჩვენი ინჟინრები უფასოდ გაგიკეთებენ.
კონსულტაცია:
📞 577 11 20 02 ☎️ 032 206 01 00
როგორ ზოგავს სიხშირული ინვერტორი ელექტროენერგიას?
ჩვეულებრივი ძრავა ყოველთვის სრული სიჩქარით მუშაობს — მაშინაც კი, როცა წარმოებას მისი შესაძლებლობის ნახევარიც არ სჭირდება. სიხშირული ინვერტორი (VFD) ძრავის სიჩქარეს ზუსტად რეალურ მოთხოვნას არგებს, ჭარბი ბრუნები კი ზუსტად ის ადგილია, სადაც თქვენი ელექტროენერგიის ქვითარი „იწვის". ვენტილატორებსა და ტუმბოებზე დამოკიდებულება კუბურია: სიჩქარის 20%-ით შემცირება მოხმარებას თითქმის 50%-ით ამცირებს.
სად იძლევა ინვერტორი ყველაზე დიდ ეფექტს?
ტუმბოები და ვენტილატორები — რეკორდსმენები: ტიპური დაზოგვა 30-50%, განსაკუთრებით იქ, სადაც დღეს დროსელით ან დემპფერით „ახრჩობენ" ნაკადს. ხრახნული კომპრესორები — 15-35%, Load/Unload ციკლების ცარიელი სვლის ხარჯზე. კონვეიერები და ელევატორები — წრფივი დაზოგვა პლუს ღვედების და ჯაჭვების ნაზი მოპყრობა. თუ გაინტერესებთ გაშვების დენების შედარებაც (DOL ×7 · Soft Starter ×3.5 · VFD ×1.2), გახსენით ჩვენი ძრავის გაშვების სიმულატორი.
ხშირად დასმული კითხვები
ღირს თუ არა ინვერტორი მუდმივად სავსე დატვირთვაზე მომუშავე ძრავაზე?
თუ ძრავა მართლა 24/7 100%-ზე მუშაობს, ენერგო-ეფექტი მცირე იქნება — მაგრამ რბილი გაშვება, დაცვები და ზუსტი მართვა მაინც რჩება. რეალურ წარმოებაში კი „მუდმივად სავსე დატვირთვა" იშვიათობაა: გაზომეთ და გაგიკვირდებათ.
რა მონაცემები მჭირდება ზუსტი გათვლისთვის?
ძრავის სიმძლავრე, სამუშაო საათები, დენის ტარიფი და დატვირთვის მიახლოებითი პროფილი — ყველაფერი ზემოთ კალკულატორშია. საბოლოო შერჩევისთვის დაგვიკავშირდით — გათვლას უფასოდ დავაზუსტებთ.