მილგაყვანილობის კალკულატორი შეკუმშული ჰაერისთვის

მილგაყვანილობის კალკულატორი

შეკუმშული ჰაერის მაგისტრალის დიამეტრის შერჩევა წნევის ვარდნისა და ჰაერის სიჩქარის მიხედვით

მ³/წთ, კომპრესორის თავისუფალი ჰაერის წარმადობა (FAD)

ბარი, მანომეტრული

მეტრი, კომპრესორიდან ყველაზე შორ მომხმარებლამდე

სტანდარტული დაშვებები: ფიტინგები და არმატურა +30%, დასაშვები ვარდნა სამუშაო წნევის 7%.

შეავსე წარმადობა, წნევა და სიგრძე,
შემდეგ დააჭირე „გამოთვლას“.

დაგეხმარებით სისტემის დაპროექტებასა და მონტაჟში.
კონსულტაცია:

577 11 20 02 032 206 01 00

რატომ არის მილის დიამეტრი კომპრესორის „უხილავი“ ხარჯი?

შეკუმშული ჰაერი მილში ხახუნით კარგავს წნევას. რაც უფრო ვიწროა მილი და გრძელია ხაზი, მით მეტია ვარდნა: ის დიამეტრის მეხუთე ხარისხზეა დამოკიდებული, ანუ დიამეტრის ორჯერ შემცირება ვარდნას დაახლოებით 32-ჯერ ზრდის. კომპრესორი დაკარგულ წნევას ზედმეტი მუშაობით ავსებს: ყოველი დამატებითი 1 ბარი დაახლოებით 7% მეტ ელექტროენერგიას ნიშნავს, წელიწადში 24 საათიანი მუშაობისას კი ეს ხშირად თავად მილის ფასს აჭარბებს.

როგორ ითვლის კალკულატორი?

შეიყვანთ კომპრესორის წარმადობას (მ³/წთ), სამუშაო წნევას (ბარი) და ხაზის სიგრძეს (მეტრი). კალკულატორი ფიტინგებისა და მუხლების წინაღობას ავტომატურად +30%-ით ითვალისწინებს და ირჩევს ყველაზე პატარა სტანდარტულ დიამეტრს, რომელზეც წნევის ვარდნა 7%-ს არ აჭარბებს და ჰაერის სიჩქარე დასაშვებ ზღვარშია (მაგისტრალზე 6-10 მ/წმ, მოკლე მიერთებაზე 15 მ/წმ-მდე). შედეგი ეკონომიურია, მაგრამ ინჟინრული ნორმების ფარგლებში.

ალუმინი თუ პლასტმასის წყლის მილი?

PP-R წყლის მილს სქელი კედელი აქვს: Ø32 ნომინალზე შიდა დიამეტრი მხოლოდ 21 მმ-ია, ალუმინის Ø32-ს კი 28 მმ. უთოთი შედუღება ყოველ შეერთებაზე შიდა რგოლს ტოვებს, რომელიც ზედმეტი გალღობისას გასასვლელს მკვეთრად ავიწროებს, თითო შეერთება კი ცალკე ლოკალური წინაღობაა. ამიტომ იმავე ამოცანისთვის პლასტმასში ორი ზომით მსხვილი მილი გჭირდებათ, ხოლო ზეთის, ტემპერატურისა და ულტრაიისფერის მიმართ მდგრადობა ალუმინის სასარგებლოდ რჩება. კალკულატორი ორივე ვარიანტს ითვლის, რომ შედარება რიცხვებით გააკეთოთ.

ხშირად დასმული კითხვები

7% წნევის ვარდნა ბევრი არ არის?

არა. სამრეწველო ქსელებში კომპრესორიდან ბოლო მომხმარებლამდე ჯამური ვარდნის ზღვრად ჩვეულებრივ 5–10% მიიღება; 7 ბარზე 7% 0.49 ბარია. კალკულატორი ეკონომიისკენ არის გათვლილი: არ გირჩევს ზედმეტად მსხვილ მილს, მაგრამ ამ ზღვარს არ გადააჭარბებს. თუ ხაზზე მგრძნობიარე პნევმატიკა გაქვთ, ერთი ზომით მსხვილი აიღეთ.

რგოლური სქემა თუ მაქვს?

რგოლში ჰაერი ნებისმიერ წერტილს ორი მხრიდან მიუდის, ამიტომ თითო შტოში ნაკადიც და მანძილიც განახევრებულია. კალკულატორი ღია ხაზს ითვლის; რგოლური მაგისტრალის დიამეტრს პროექტზე ცალკე ვანგარიშობთ.

რომელი PP-R კლასია გათვალისწინებული?

PN20 (SDR 6), ყველაზე გავრცელებული სქელკედლიანი კლასი. PN16 მილს ოდნავ დიდი შიდა დიამეტრი აქვს, მაგრამ 8-10 ბარზე ჰაერისთვის მარაგი მცირდება. საბოლოო შერჩევისთვის დაგვიკავშირდით: სქემას და დიამეტრებს პროექტზე დავაზუსტებთ.

IESCO AI ასისტენტი
გამარჯობა! მე ვარ IESCO-ს ხელოვნური ინტელექტი. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ან დატოვეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით:

სუფთა ჰაერი იწყება აქ! 🎯 30 წამში გაიგე, რა სისტემა გჭირდება — უფასოდ