სერვისი

აიესკოს სერტიფიცირებული ინჟინრები უზრუნველყოფენ გეგმიურ და ავარიულ სერვისს, რაც უზრუნველყოფს თქვენი საწარმოს უწყვეტ მუშაობას.

24/7 სერვისი

24/7 რემონტი

24/7 მხარდაჭერა

24/7 სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა

აიესკოს სერტიფიცირებული ინჟინრები უზრუნველყოფენ 24/7 გეგმიურ და ავარიულ სერვისს, რაც უზრუნველყოფს თქვენი მაღალხარისხიან და დროულ დახმარებას თქვენი საწარმოსა თუ ბიზნესის უწყვეტად ფუნქციონირებისთვის.

ჩვენი 24/7 სერვისი თქვენს განკარგულებაშია – გემსახუროთ თქვენ და თქვენს აღჭურვილობას.

ხრახნული კომპრესორების სერვისი

აიესკო გთავაზობთ ნებისმიერი ბრენდის ხრახნული კომპრესორების სერვისს და კაპიტალურ შეკეთებას. ჩვენთან შესაძლებელია სრულიად დაზიანებული კომპრესორის (თუნდაც არა ბრენდული) ჩანაცვლება ახლით, რაც ყველა შემთხვევაში მომგებიანი იქნება თქვენი საწარმოსთვის.  ჩვენი სერვის გუნდი 24/7 -ზე მუშაობს და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

გთავაზობთ:

სათადარიგო ნაწილები

  1. ჰაერის ფილტრი
  2. სეპარატორის ფილტრი
  3. ზეთის ფილტრი
  4. ზეთის გაგრილების სისტემის თერმოსტატი
  5. მინიმალური წნევის სარქველი
  6. ხრახნული ბლოკის საკისრების კომპლექტი
  7. ხრახნული ბლოკის ჩობალი და რგოლი (მაღალბრუნიანი ნაწრთობი რგოლი)
  8. მართვის პანელი (შესაძლებელია ნებისმიერ კომპრესორზე მონტაჟი)
  9. მართვის პანელი სიხშირული გარდამქმნელიანი კომპრესორისთვის.
  10. ზეთის და ჰაერის რადიატორი
  11. PL ღვედი  (6 დან 24 PL- მდე) და V ღვედი
  12. ტემპერატურის და წნევის სენსორები
  13. ელექტრო ნაწილები
  14. ელექტრო ძრავები
  15. და სხვა მრავალი

აზოტისა და ჟანგბადის გენერატორების სერვისი

 აიესკო გთავაზობთ ყველა ბრენდის აზოტისა და ჟანგბადის გენერატორების სერვისს და კაპუიტალურ შეკეთებას. ჩვენთან შესაძლებელია სრულად დაზიანებული გენერატორების ჩანაცვლება ახლით, რაც ყველა შემთხვევაში მომგეგიანი იქნება თქვენი საწარმოსთვის ან სამედიცინო დაწესებულებისთვის. 

ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ მომსახურეობა PSA ტექნილოგიის გენერატორებზე, თუნდაც მას უკვე ჰქონდეს გასული საექსპლუატაციო ვადა.

სერვისის კომპონენტები

  1. მოლეკულარული საცერი (99.999% სისუფთავე)
  2. ცეოლიტი  95% სისუფთავე
  3. სარქველები
  4. ჟანგბადის საზომი სენსორი 0-25% გამოიყენება აზოტის რაოდენობის გასაზომად
  5. ჟანგბადის საზომი სენსორი 0-96% გამოიყენება ჟანგბადის რაოდენობის გასაზომად
  6. მართვის პანელები
  7. აქტიური კარბონი, ზეთის მოსაშორებლად
  8. აქტიური ალუმინი ადსორბციული გამაშრობლებისთვის
  9. დაზინებული გენერატორის დიაგნოსტიკა

ჟანგბადის კონცენტრაციის აუდიტი

აიესკო გთვაზობთ, ჟანგბადის გენერატორის სისუფთავის გაზომვას და აუდიტს ცირკონის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი, ირლანდიური წარმოების Ntron-ის სერტიფიცირებული კონცენტრაციის საზომი აპარატით (Yellow Box).

ჩვენი მაღალკვალიფიციური ექსპერტები შეგიმოწმებენ ჟანგბადის გენერატორის კონცენტრაციას და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში გაგიწევენ კონსულტაციას.

აღსანიშნავია, რომ ჟანგბადის გენერატორზე დამონტაჟებული სენსორი მაქსიმუმ 2 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს, რადგან დროთა განმავლობაში შესაძლებელია არასწორად გაზომოს გენერატორში ჟანგბადის სისუფთავე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი წელიწადში ერთხელ ჟანგბადის კონცენტრაციის აუდიტის ჩატარება, რათა ჟანგბადის სისუფთავე მუდმივად სწორად იზომებოდეს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჟანგბადის გენერატორის მთავარი კომპონენტი ცეოლიტი, ყოველ 8 წელიწადში ერთხელ იცვლება. ცეოლიტის ვადის გასვლის შემდგომ გენერატორის გამომუშავებული ჟანგბადის კონცენტრაცია კლებულობს, რაც მის სასუნთქ სისტემაში გაშვებას დაუშვებელს ხდის. კონცენტრაციის კლების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ და უმოკლეს ვადაში მოვახდენთ ცეოლიტის შეცვლას.

პნევმო აუდიტი

კომპანია აიესკო გთავაზობთ პროფესიონალურ პნევმო აუდიტს გერმანული ბრენდის, SONOTEC-ის თანამედროვე ტექნოლოგიით.

Sonoair IP ხელსაწყო საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ:

  • თქვენი წარმოებისთვის საჭირო შეკუმშული ჰაერის რაოდენობა,

  • პიკური დატვირთვები,

  • მოხმარების დინამიკა დროის მიხედვით (დეტალური გრაფიკით).

პნევმო აუდიტის შედეგად შესაძლებელია:

✅ ენერგიის დაზოგვა,
✅ ხარჯების შემცირება,
✅ სისტემის ოპტიმიზაცია.

ეს მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწარმოო კომპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ შეკუმშულ ჰაერს, ჰაერის კომპრესორებს, ან ცდილობენ მინიმუმამდე შეამცირონ ენერგომოხმარება.

დანადგარების შეკეთება და სარემონტო სამუშაოები აიესკო LAB-ში

თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის აიესკო თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინდუსტრიული დანადგარების შეკეთებას არა მხოლოდ ადგილზე, არამედ სპეციალურად აღჭურვილ სერვისცენტრში – ჩვენს ლაბში.

ეს სერვისი იდეალურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ თავიდან აიცილონ:

  • ხმაური და მტვერი საწარმოო სივრცეში,

  • დამატებითი შეფერხება საწარმოო პროცესებში,

  • არასასიამოვნო გარემო თანამშრომლებისთვის ან სტუმრებისთვის.

ჩვენი შოურუმი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ხელსაწყოთი, რაც გვეხმარება უზრუნველვყოთ:

  • მაღალი ხარისხის შეკეთება და ტესტირება;

  • დანადგარის სისუფთავე და ჰიგიენური მდგომარეობა;

  • უსაფრთხო და ორგანიზებული პროცესი (ყველა ეტაპზე).

ინდუსტრიული ავტომატიზაცია

ინდუსტრიული ავტომატიზაცია გულისხმობს წარმოებაში საკონტროლო სისტემებისა და მანქანა-დანადგარების (როგორიცაა კომპიუტერული პროგრამები და რობოტები) გამოყენებას, სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად და პროცესების მონიტორინგისთვის, რასაც ადამიანები ისტორიულად ხელით აკეთებდნენ.

ჩვენი ინდუსტრიული ავტომატიზაციის გუნდი დაკომპლექტებულია ავტორიზებული SIEMENS AUTOMATION ინჟინრებით რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სირთულის საწარმოო ავტომატიზაციის პროექტი შეასრულონ მაღალი ხარისხითა და თანმდევი მომსახურეობით. ინდუსტრიული ავტომატიზაციის პროექტის განხორციელება იდეალურია ძველი, საბჭოთა კავშირში დანერგილი და აღჭურვილი ქარხნებისთვის. 

პროდუქტი – PLC Siemens S7-1200 და PLC SIEMENS SIMATIC S7-1500

პროგრამული უზრუნველყოფა – TIA portal V15 WinCC advanced/professional

რატომ ინდუსტრიული ავტომატიზაცია?

აქვს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის არის მნიშვნელოვანი დანაზოგი კომპანიისთვის გაცემულ ხელფასებზე წარმოებაში დასაქმებული ოპერატორებისთვის, რომლებიც რამდენიმე ცვლაში მუშაობენ. ამცირებს მანქანა-დანადგარების ტექნიკურად გამართვისთვის საჭირო ხარჯებს. განაპირობებს მაღალ პროდუქტიულობას. გამორიცხავს შეცდომებსა და უზუსტობებს, რომლებიც შეიძლება დაუშვან ადამიანებმა წარმოების პროცესში. საავტომობილო ინდუსტრიაში, დგუშების დაყენება ძრავაში ხდებოდა ხელით 1-1,5% ცდომილებით. ამჟამად პროცესი ხორციელდება ავტომატური მანქანების გამოყენებით ცდომილების კოეფიციენტით 0.00001%. ასევე ამცირებს საწარმოო ნარჩენების მოცულობას და გამორიცხავს დაღლილობის ფაქტორს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს. საწარმოო პროცესში ახალი ფუნქციების დამატება მოითხოვს პერსონალის გადამზადებას, ხოლო რობოტებისა და კომპიუტერების დაპროგრამება შესაძლებელია უფრო მარტივად, რაც განაპირობებს პროცესის მოქნილობას. აღსანიშნავია, რომ ასევე უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებას, რადგან რობოტები ანაცვლებენ თანამშრომლებს  სახიფათო პირობებში დავალებების შესასრულებლად.

შეგიძლიათ თუ არა სხვა კომპანიის მიერ დამონტაჟებული გენერატორის ან კომპრესორის შეკეთება?

დიახ, ჩვენი ინჟინრები არ არიან შეზღუდულნი მხოლოდ აიესკოს მიერ მიწოდებული დანადგარების შეკეთებით – ვემსახურებით ნებისმიერ ინდუსტრიულ კომპრესორსა და PSA გენერატორს, მათ შორის იმპორტირებულ სისტემებს.

შესაძლებელია თუ არა არაბრენდული კომპრესორის შეკეთება?

დიახ, ჩვენ ვასრულებთ როგორც ბრენდული, ასევე არაბრენდული კომპრესორების სერვისს და შეკეთებას.

გთავაზობთ თუ არა სერვისს რეგიონებში?

დიახ, ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.