ხრახნული კომპრესორის ზეთები
ხრახნული კომპრესორის ზეთი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კომპრესორის შეუფერხებელი, ეფექტური და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. მაღალხარისხიანი და სწორად შერჩეული ზეთის გამოყენების შემთხვევაში, კომპრესორის ბლოკის (ძირითადი სამუშაო მექანიზმის) სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 25 წელზე მეტი გახდეს.
რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეიცვალოს ზეთი კომპრესორში?
სტანდარტულად, ზეთის შეცვლა რეკომენდირებულია ყოველ 2000 საათში. თუმცა, სამუშაო გარემოს მიხედვით ეს ინტერვალი შეიძლება განსხვავდებოდეს – 1000 საათიდან 4000 საათამდე.
თუ კომპრესორი მუშაობს სუფთა გარემოში (მაგალითად, ხორცპროდუქტების ან ფარმაცევტულ საწარმოში), ზეთის შეცვლის ინტერვალი შეიძლება გაიზარდოს 3000-4000 საათამდე. ხოლო ისეთი პირობებში, სადაც მაღალია მტვრის დონე (ცემენტის ქარხნები, ხის საამქროები და სხვა მძიმე ინდუსტრიები), ზეთის შეცვლა რეკომენდირებულია 1000 საათის შემდეგ.
პირველი სერვისის შემდეგ, ჩვენი გამოცდილი ინჟინრები აფასებენ კომპრესორის მდგომარეობას და გირჩევენ ოპტიმალურ ზეთის შეცვლის გრაფიკს.
ყველა ცვლილება და სერვისის ინტერვალის გადახედვა ხდება მომხმარებელთან შეთანხმებით.
სინთეტიკური ზეთი ხრახნული კომპრესორისთვის
არსებობს სპეციალური სინთეტიკური ხრახნული კომპრესორის ზეთები, რომელთა მუშაობის ვადა 8000 საათამდეა. თუმცა მათი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იდეალური სისუფთავის პირობებში. როცა გარემო მტვრიანია, დიდი რისკია, რომ ჰაერის ფილტრმა ვეღარ შეაკავოს მტვრის ნაწილაკები, რაც ზეთში მოხვედრის შედეგად ბლოკის დაზიანებას გამოიწვევს.
სწორედ ამიტომ, მაღალტექნოლოგიური სინთეტიკური ზეთის გამოყენებისას აუცილებელია ჰაერის ფილტრების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და ხშირი შემოწმება.
IESCO-ში შეგიძლიათ შეიძინოთ:
-
ხრახნული კომპრესორის ზეთი სიბლანტე – 46
-
ხრახნული კომპრესორის ზეთი სიბლანტე – 68
-
საკვებთან თავსებადი ხრახნული კომპრესორის ზეთი (საკვების წარმოებისთვის)
ყველა ზეთი, რომელსაც გთავაზობთ, არის მაღალი ხარისხის და შეესაბამება წამყვანი მწარმოებლების (Ekomak, Ingersoll Rand, Atlas Copco და სხვა) მოთხოვნებს.
დააჭირე ბმულს და ჩამოტვირთე ზეთის ტექნიკუირი მახასიათებლები
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 206 01 00
ან ეწვიეთ IESCO-ს შოურუმს და გაეცანით ასორტიმენტს ადგილზე!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.