ინჟინრის კუთხე
„ხარისხი ნიშნავს, საქმე სწორად აკეთო მაშინაც, როცა არავინ გიყურებს.“
— ჰენრი ფორდი
წლებია ჩვენი ინჟინრები ყოველდღიურად ითვლიან, არჩევენ და აწყობენ სისტემებს მთელი საქართველოს საწარმოებისთვის. ეს გამოცდილება ინტერაქტიულ ინსტრუმენტებად ვაქციეთ და უფასოდ გავხსენით ყველასთვის — მექანიკოსებისთვის, ელექტრიკოსებისთვის, ენერგეტიკოსებისთვის და ყველასთვის, ვინც ზუსტ პასუხს ეძებს და არა მიახლოებით ვარაუდს.
🔩
მილგაყვანილობის კალკულატორი
წარმადობა, წნევა და სიგრძე — და კალკულატორი ირჩევს ალუმინის ან PP-R მილის ეკონომიურ დიამეტრს წნევის ვარდნისა და ჰაერის სიჩქარის მიხედვით. პლუს: მასალისა და მონტაჟის ღირებულების შედარება ალუმინსა და პლასტმასის წყლის მილს შორის.
გამოთვალეთ დიამეტრი →
⚡
ძრავის გაშვების სიმულატორი
დააჭირეთ START-ს და ნახეთ ცოცხლად, როგორ „ურტყამს“ ქსელს DOL (×7 დენი), როგორ არბილებს Soft Starter და როგორ ეშვება ძრავა შეუმჩნევლად VFD-ით. პლუს: სიჩქარის მართვა და წლიური დაზოგვა ლარებში — თქვენი ძრავით და თქვენი ტარიფით.
გაუშვით სიმულაცია →
🔌
ინვერტორის ენერგო-დაზოგვის კალკულატორი
რამდენს დაზოგავთ წელიწადში, თუ ტუმბოს, ვენტილატორს ან კომპრესორს სიხშირული ინვერტორით მართავთ? შეიყვანეთ სიმძლავრე, საათები და ტარიფი — მიიღეთ პასუხი ლარებში, ანიმაციური შედარებით.
გამოთვალეთ დაზოგვა →
🌬️
ჰაერის სისუფთავის კონფიგურატორი (ISO 8573-1)
აირჩიეთ ინდუსტრია — ფარმაციიდან ლაზერულ ჭრამდე — და მიიღეთ შეკუმშული ჰაერის სისტემის სრული ჯაჭვი: კომპრესორი, ფილტრები, გამაშრობლები, რესივერები. არც ზედმეტი რგოლი, არც გამოტოვებული.
ააწყვეთ სისტემა →
💧
გამაშრობლის შერჩევის კალკულატორი
პასპორტის წარმადობა იდეალურ პირობებზეა გათვლილი — რეალურ სამანქანო ოთახში კი 30-40% იკარგება. კორექციის ფაქტორებით გამოთვალეთ, რა წარმადობის გამაშრობელი გჭირდებათ სინამდვილეში.
შეარჩიეთ გამაშრობელი →
ინსტრუმენტმა მიმართულება მოგცათ — ზუსტ შერჩევას კი ინჟინერი აკეთებს
გამოგვიგზავნეთ თქვენი გათვლის შედეგი და ჩვენი გუნდი უფასოდ დააზუსტებს მოდელებს, ზომებსა და ფასებს.