ჰაერის ადსორბციული გამაშრობელი
ჰაერის ადსორბციული გამაშრობელი არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება შეკუმშული ჰაერიდან ტენიანობის მოსაშორებლად. თუ გჭირდებათ ულტრა მშრალი ჰაერი, ადსორბციული გამაშრობლები (-40°C ნამის წერტილი) იდეალური არჩევანია, განსაკუთრებით კრიტიკული ინდუსტრიული პროცესებისთვის.
ადსორბციულ გამაშრობლებს ახასიათებთ -20°C-დან -70°C-მდე ნამის წერტილები. აიესკო გთავაზობთ გამაშრობელს -40°C ნამის წერტილით (Dew Point), რაც გულისხმობს იმ ტემპერატურას, რომლის დროსაც ჰაერიდან ტენიანობა კონდენსირდება. ასეთი მაჩვენებელი აუცილებელია ისეთი აპლიკაციებისთვის, როგორიცაა მაგალითად: საღებავების წარმოება, ფარმაცევტული ინდუსტრია, ელექტრონიკის წარმოება და სხვა ძალიან დაბალი ტემპერატურის პროცესებისთვის.
როგორ მუშაობს ადსორბციული გამაშრობლები?
მუშაობს ადსორბციის პრინციპზე. პროცესი მოიცავს:
-
ტენიანობის ადსორბციას ადსორბენტში;
-
მშრალი ჰაერის გადაცემას სისტემაში;
-
ადსორბენტის რეგენერაციას;
ადსორბციული გამაშრობლის უპირატესობები
-
მაღალი ეფექტურობა
-
საიმედო დაცვა ზამთრის პირობებში
-
ენერგოეფექტურობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია
- შესაფერისია მაღალი ნაკადის სიჩქარისთვის
როგორ ავირჩიოთ ადსორბციული გამაშრობლები?
შერჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს გამაშრობლის ეფექტურობაზე და თქვენს საჭიროებებთან შესაბამისობაზე. ძირითადი პარამეტრები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:
- საჭირო ნამის წერტილი – ეს მოდელები ძირითადად გამოიყენება ძალიან მშრალი ჰაერის მისაღებად. მათი ნამის წერტილი ჩვეულებრივ მერყეობს -20°C-დან -70°C-მდე.
- ჰაერის ნაკადის სიჩქარე – უნდა შეესაბამებოდეს კომპრესორის პროდუქტიულობას, რადგან თუ გამაშრობელი ძალიან პატარაა ჰაერი სრულად არ გაიწმინდება, ხოლო თუ ზედმეტად დიდია, ენერგიის დანაკარგი გექნებათ. ამრიგად, უნდა გამოთვალოთ თქვენი ჰაერის ნაკადი და შეადაროთ გამაშრობლის სიმძლავრეს.
- წარმადობა;
-
სამუშაო წნევა (Bar ან PSI) – უმეტესობა მუშაობს 7-10 ბარის დიაპაზონში. თუ სისტემა მაღალი წნევისაა (მაგ: 15 ბარი) საჭიროა სპეციალური მოდელი.
- ადსორბენტის ტიპი
- რეგენერაციის მეთოდი
-
ჰაერის ხარისხის მოთხოვნები;
რჩევისთვის 📞 032 206 01 00 დაგვიკავშირდით ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან სწორად აარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული გამაშრობელი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.