ალუმინის მილგაყვანილობა ძალიან გავრცელებულია მთელს მსოფლიოში როგორც საწარმოო ასევე სამრეწველო სფეროში. ბუნებაში.
ალუმინი ერთერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია, ალუმინის თვითღირებულება არ არის მაღალი, ძალიან მარტივია დასამუშავებლად და ასევე გამოირჩევა მარტივი და კარგი ექსპლუატაციით.
რა განმასხვავებელი ნიშნები აქვს ალუმინის სხვა ანალოგებისაგან:
- სიმსუბუქე
- მდგრადობის მაღალი მაჩვენებელი, მათ შორის მექანიკური
- კოროზიის მომართ მდგრადობა
- ხანგრძლივი სიცოცხლის ციკლი
- მედეგი აგრესიული გარემო პირობების მიმართ
- პლასტიური, მარტივია დასამუშავებლად და ფორმირებისთვის
- ხელმისაწვდომი ფასი
ალუმინის მილები იმეორებენ ყველა იმ დადებით თვისებას რაც გააჩნია ალუმინს და ასევე წარმოებაში მათი გამოყენება ქმნის დამატებით ბენეფიტებს როგორიცაა:
მილგაყვანილობის დაგრძელება, დამოკლება, მიმართულების შეცვლა არ საჭიროებს დამატებითი სპეციალისტის ჩართულობას, ასევე არ საჭიროებს გადაბმისთვის დამატებით ხელსაწყოებს ამიტომ მარტივია ყველა ცვლილება მუხლისა და გადაბმის საშუალებით, რაც ზოგავს დროს და ასევე ხარჯს.
გადაბმები ცალკე მოითხოვს ყურადღებას რადგან, პლასტმასის მილების გამოყნების შემთხვევაში გადაბმა სრულდება გაცხელების მეშვეობით, რაც ქმნის ნაწიბურს, ნაწიბული კი თავისთავად ქმნის წინაღობას მასში გამავალი აირისა თუ სითხისთვის, შესაბამისად აირის შემთხვევაში წინაღობის არსებობა მოითხოვს ჰარის ხრახნული კომპრესორის დამატებით დატვირთვას, წნევის გაზრდას, რაც თავისთავად იწვევს მატერიალური ხარჯის ზრდას. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ალუმინის მილგაყვანილობა თანამედროვე საწარმოში უალტერნატივოა.