საწარმოს გამართული და უწყვეტი სამუშაო ციკლისთვის აუცილებელია ყველა ტექნიკამ და მათ შორის ჰაერის ხრახნულმა კომპრესორმა იმუშაოს გამართულად და არ დაირღვეს მისი სასიცოცხლო ციკლი.
ზემოთხსენებულის მოწესრიგება და პირობა მხოლოდ დროული სერვისია.მოგეხსენებათ რომ კომპრესორის გამართული მუშაობის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ზეთისა და ზეთის ფილტრისა და ჰაერის ფილტრის დროული შეცვლა, რადგან მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე ხრახნული კომპრესორის ხრახნები ურთიერთკავშირს ახდენენ უშუალოდ ზეთით გაპოხვის პარალელურად და შესაბამისად თუ ზეთის გამოცვლა დაგვიანდა შესაძლებელია მოხდეს ხრახნის დაზიანება. ცალკე ყურადღებას მოითხოვს ზეთისა და ჰაერის ფილტრი რომლის დაზიანების შემთხვევაში, ვადაგადაცილებული შეცვლის გამო შესაძლოა მოხდეს იმ ნაწილაკების მოხვედრა კომპრესორის გულში რომელიც დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
სეპარატორი და ღვედი რომელიც გაცილებით მეტ დატვირთვას უძლებენ და პირობითად თუ ზეთის და ფილტრების ცვლილება აუცილებელია ყოველ ნამუშევარ 2000-4000 საათზე( რაც დამოკიდებულია ჰაერის ხრახნული კომპრესორის მწარმებლი კომპანიის რეკომენდაციაზე) სეპარატორი იცვლება 4000 საათზე, ხოლო ღვედი 8000 ნამუშევარ საათზე.
სეპარატორი უზრუნვეყოფს ზეთისა და წყლის განცალკევებას რაც ერთერთი უმნიშვენოვანესი პირობაა გამართული მუშაობისთვის.
აქვე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა ჰაერის კომპრესორს ზოგიერთი წარმოება იყენებდეს სეზონურად და წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდის მანძილზე იყოს გათიშული, აქვე შეიძლება განვიხილოთ სათადარიგო ჰაერის ხრახნული კომპრესორიც. თუ უმუშევარ მდგომარეობაში კომპრესორმა დაჰყო 6 ან მეტი თვე აუცილებელის მის ჩართვამდე გამოიცვალოს როგორც მინიმუმ ზეთის ფილტრი, ჰაერის ფილტრი და ზეთი, რადგან ფილტრი იწყებს გამყიფებას და ზეთი ხდება ბლანტი რამაც შესაძლებელია ჩართვის დროს მოახდინოს ძრავის დაზიანება. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს კვალიფიციური სპეციალისტის კონსულტაცია რადგან, გარდა ნამუშევარი საათისა ყურადღებას ითხოვს სხვა ცვეთადი ნაწილების შემოწმებაც. შესაძლოა კონკრეტულ ვადაზე მწარმოებლის მიერ გაცემული ინსტრუქციის მიხედვით არ იყოს შესაცვლელი, თუმცა ტემპერატურის მატებამ, წნევის ცვალებადობამ და ასევე არსტაბილურმა ელ.ენერგიის წყარომ შესაძლოა გამოიწვიოს სხვა ნაწილების დაზიანება. რევიზიის ჩატარება ყოველი სერვისის დროს აუცილებელია რისთვისაც კვალიფიციური კადრია საჭირო.