ჰაერის ხრახნული კომპრესორის უპირატესობები ცილინდრულ
(დგუშიან) კომპრესორთან მიმართებაში
პირველი განმასხვავებელი ნიშანი რაც გამოარჩევს ხრახნულ და დგუშიან (ცილინდრული) კომპრესორს ერთმანეთისგან გახლავთ მუშაობის პრინციპი. ხრახნული კომპრესორი ჰაერს წნეხავს ხრახნების მეშვეობით რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ, ეს პროცესი ხორციელდება ზეთით სავსე ხრახნულ ბლოკში რაც გამორიცხავს ხახუნს და განაპირობებს ყველა მოძრავი ელემენტების სასიცოცხლო ციკლის ზრდას. დგუშიანი კომპრესორი ჰაერს წნეხავს ცილინდრში მოძრავი დგუშის მეშვეობით რომელიც მოძრაობს: შეშვება, შეკუმშვა, მუშა სვლა და აირების გაშვება. დგუშის მუშაობის პირობები ხასიათდება დიდი მექანიკური და თბური დატვირთვებით, ამავე დროს იგი გადაადგილდება არათანაბარი სიჩქარით. ცილინდრის შუა ნაწილში სიჩქარე აღწევს მაქსიმუმს, ხოლო მკვდარ წერტილებში იგი ნულის ტოლია. ზემოთთქმულიდან გამომდინარე ხახუნის ძალა საკმაოდ გაზრდილია რაც არის ძირითადი მოზეზი მოკლე სასიცოცხლო ციკლისა და დაბალი მარგი ქმედების კოეპიციენტის. საშუალოდ თუ დგუშიანი ( ცილინდრული) კომპრესორის საშუალო მუშაობის ციკლი არის 2-3 წელი, ხრახნული კომპრესორის ციკლი აღწევს 10-12 წელს. რაც მათი მუშაობის პრინციპით არის განპირობებული.
რა სიტუაციაში არ გამოგვადგება ცილინდრული( დგუშიანი) ჰაერის კომპრესორი?
ძირითადი განმასხვავებელი ხრახნულ კომპრეესორსა და ცილინდრულ კომპრესორს შორის არის პრიციპული განსხვავებული მუშაობის რეჟიმი. ცილინდრული კომპრესორი მუშაობს წყვეტილად (შეჩერებებით), რასაც განაპირობებს მისი აგებულება,ხოლო ხრახნული კომპრესორის შემთხვევაში ციკლი არის 24 საათი უწყვეტად დაწნეხილი ჰაერის მიწოდება. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ისეთ საწარმოსი სადაც ჰაერის მიწოდება საჭიროა შეუფერხებლად შესვეებების გარეშე არჩევანი უნდა გაკეთდეს ხრახნულ კომპრესორზე.
კომპრესორის ფასი, მონტაჟი და ხმაურის დონე
თუ განვიხილავთ ერთიდაიგივე წარმადობის კომპრესორს, ცილინდრული ყოველთვის 20-40% იაფია ვიდრე ხრახნული ჰაერის კომპრესორი. თუ, თქვენ აირჩევთ ცილინდრულ კომპრესორს მაღალი წარმადობით გათვალისწინებული უნდა იქნას მაღალი ვიბრაცია და ასევე ხმაურის მაღალი დონე, რაც განაპირობებს ხშირ შემთხვევაში ცალკე შენობის აშენებას და/ან ძლიერი ფუნდამენტის მქონე ადგილის მოძიება რაც ზდის ხარჯს. ხრახნული ჰაერის კომპრესორი აღჭურვილია რეზინის სადგამით, რაც ახშობს ვიბრაციას,მისი მონტაჭისთვის საჭიროა მხოლოდ სწორი ზედაპირი. ხმის ჩამხშობი კორპუსი, რომლითაც აღჭურვილია ხრახნული კომპრესორი უზრუნველჰყობს ხმის ჩახშობას და ამიტომ ერთ შენობაში კომპრესორის არსებობა და თანამშრომლების მუსაობა ხდება შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, ასევე იმის გათვალისწინება, რომ რადგან შესაძლებელია ხრახნული კომპრესორი უშუალოდ დაიდგას ჰაერზე მომუშავე აგრეგატთან ძალიან ახლოს, ამცირებს ხარჯს როგორც ცალკე შენობის ასევე გრძელი პნევმატური ქსელი საჭიროების.
მნიშვნელოვანი დეტალი – ელექტროენერგიის ხარჯი
ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ელექტროენერგიის ხარჯი. ცილინდრულ კომპრესორთან შედარებით, ხრახნული კომპრესორის ენერგოეფექტური მუშაობის პრინციპი იძლევა საშუალებას 5 წელი განუწყვეტლივი მოშაობის შემდეგ დაზოგოს იმ რაოდენობის ელექტროენერგია, მოელიც კომპრესორის შესასყიდ ღირებულებას უტოლდება. ელექტროენერგიის დაბალ ხარჯს განაპირობებს, ჰაერის ხრახნული კომპრესორს მარგი ქმედების კოეფიციენტი რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ცილინდრული (დგუშიანი) კომპრესორისა