INMATEC ჟანგბადის გენერატორი

გერმანული კომპანია INMATEC საერთაშორისო ბაზრის ლიდერია ადგილზე წარმოებული ჟანგბადის გენერატორების სფეროში. ყველა პროდუქტი, სისტემა და კომპონენტი მზადდება კომპანიის ორ ქარხანაში ჰერშინგსა და ფრანკფურტში.

არტიკული: IESCO240817 კატეგორია:

INMATEC წარმატების ისტორია

კომპანიის წარმატების ისტორიას მიაწერენ კომპანიის მიერ 25 წელზე მეტი ხნის წინ დაწყებულ კვლევასა და განვითარებაზე (R&D) დაფუძნებულ მთელ რიგ აქტივობებს, რაც გულისხმობდა ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასა და მათ დანერგვას. მთელ მსოფლიოში დაყენებული 7000-ზე მეტი სისტემის გამოცდილებითა და ნოუ-ჰაუთი, ასევე ინოვაციური უძრავი და მობილური ქარხნებით ჟანგბადის გენერატორების ადგილზე წარმოებით კომპანიააკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გარემოსა და კლიმატის მდგრადობა. INMATEC  მოიხმარს 100% ჰიდროენერგიით წარმოებულ მწვანე ელექტროენერგიას.

ჟანგბადის გენერატორები

მომხმარებლები, რომლებიც წარმოადგენენ კომპანიებს და დიდ საწარმოო ობიექტებს, იქნება ეს საავტომობილო  თუ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრია, ენდობიან INMATEC-ის წარმოებულ გენერატორებს მათი საიმედოობისა და მაღალი ეფექტურობის გამო. INMATEC  ჟანგბადის გენერატორები გამოიმუშავებენ ჟანგბადს 95%-მდე სისუფთავით 0,5-დან 500 ნმ³/სთ-მდე რაოდენობით. POC Med სერიის გენერატორები წარმოქმნის სამედიცინო ჟანგბადს, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს მოთხოვნებს. POC სამედიცინო გენერატორები აწარმოებს ჟანგბადს უშუალოდ ატმოსფერული ჰაერიდან PSA ტექნოლოგიის მეშვეობით. მიღებული სამედიცინო ჟანგბადი არის 93% ± 3% სისუფთავის და შეესაბამება ევროპული ფარმაკოპეის (მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ცნობარი) საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ადასტურებს მის ვარგისიანობას სამედიცინო დანიშნულებისათვის. სამედიცინო ჟანგბადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში. გლობალურად კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, სამედიცინო ჟანგბადით კრიტიკული პაციენტების მართვა უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა ჰოსპიტალური სექტორისთვის. სამედიცინო ჟანგბადი ასევე გამოიყენება COVID-19 საწინააღმდეგო და სხვა სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინების შესაქმნელად.

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა

ტიპი

სისუფთავე

სიმძლავრე

წარმადობა

1 მიმოხილვა: INMATEC ჟანგბადის გენერატორი

  1. Avatar of მედეა

    მედეა

    #1

მიმოხილვის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *