EKOMAK-ის კომპრესორები ატლას კოპკოს მულტიბრენდისგან

Ekomak 1992 წლიდან, უზრუნველყოფს დაწნეხილი ჰაერის წარმოებას  ინდუსტრიისთვის. Ekomak კომპანიისათვის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს ჰაერის ხრახნული კომპრესორი .კომპანია ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს , როგორიცაა ISO 1217, EAC;

 Ekomak-ის ჰაერის ხრახნული კომპრესორები, სხვა პროდუქტები, როგორებიცაა ჰაერის გამაშრობლები, ჰაერის ფილტრაციის სისტემა და მათი შექმნის ტექნოლოგია აღიარებულია მსოფლიოში, საიმედოობითა და ინოვაციურობით. კომპანია ემსახურება ისეთ დარგებს როგორებიცაა:ავიაცია, საკვები, ქიმია, ბიოქიმია, ელექტრონიკა,ტექსტილი, ლითონი, ენერგეტიკა, ნავთობპროტუქტები  და სხვა…

. 2012 წლიდან, Ekomak როგორც Atlas Copco Group-ის ნაწილი გთავაზობთ გლობალურ გადაწყვეტილებებს სამრეწველო ინდუსტრიისათვის;

Atlas Copco, გამორჩეული და გიგანტი შვედური ბრენდია, რომელიც 146 წელია უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის დაწნეხილი ჰაერის სისტემის მიწოდებას ინდუსტრიისათვის.

ზრდასთან ერთად, Atlas Copco-ს ჯგუფის მიზანი გახდა, ოჯახში შემოერთებინა ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ტექნოლოგიური ინოვაციითა და ზრდადობით, ამასთან გააჩნდათ შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის დაწნეხილი ჰაერის აღჭურვილობის სრული სპექტრი შეეთავაზებინათ.

სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს 2012 წლიდან თურქული წარმოების Ekomak გამხდარიყო ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი;

შემდგომ პერიოდში, EKOMAK-ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო განევითარებინა პრუდუქტის ხარისხი, გამხდარიყო უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და მოეპოვებინა აღიარება საერთაშორისო ბაზარზე.

რაც შეეხება თავად პროდუქტს, პარტნიორობის დაწყებიდან, დღემდე Ekomak-ის კომპრესორებში განთავსებულია Atlas Copco-ს ის ნაწილები, რომლებიც უმნიშვნელოვანესი ნაწილია თავად პროდუქტის ხარისხის დასადგენად:

  1. მართვის პანელი
  2. კომპრესორის ბლოკი
  3. მინიმალური წნევის სარქველი
  4. წნევისა და ტემპერატურის სენსორი

ამასთან, გიგანტი მუდმივად ახორციელებს დაკვირვებას Ekomak-ზე და იღებს პასუხისმგებლობას, რომ თურქულმა კომპანიამ შეძლოს პროდუქტის ეფექტურობის ზრდა, საერთაშორისო დონეზე ასეთი ბრენდის მხარდაჭერა, Ekomak-თვის საკვანძო მნიშვნელობას ატარებს.

გამძლეობა, ეფექტურობა და უსაფრთხოება , ეს ის სამი უმთავრესი ნიშანია რატომაც კომპანია IESCO-მ აირჩია პარტნიორის სახით EKOMAK.