იტალიური კომპანია AIRCOM დაარსდა1996 წელს. კომპანია დააფუძნა სტეფანო დი ლიბერტომ მეორე თაობის მილების, მილსადენების შემაერთებელი ფიტინგებისა და აქსესუარების წარმოებისათვის ტექნოპოლიმერებში და წნევის ქვეშ მყოფი სითხეებისთვის.
იტალიური ალუმინის მილგაყვანილობა AIRCOM. კომპანია AIRCOM დაარსდა1996 წელს. კომპანია დააფუძნა სტეფანო დი ლიბერტომ მეორე თაობის მილების, მილსადენების შემაერთებელი ფიტინგებისა და აქსესუარების წარმოებისათვის ტექნოპოლიმერებში და წნევის ქვეშ მყოფი სითხეებისთვის.
სტეფანოს მამამ, მარკომ 1953 წელს შექმნა FIP, პირველი კომპანია ევროპაში, რომელიც აწარმოებდა ფიტინგებსა და პოლიმერებისაგან დამზადებულ სარქველებს წნევის ქვეშ მყოფი სითხეებისთვის, როგორც მექანიკური შეერთებით, ასევე ცივი შედუღებით. ყველა ამჟამად არსებული ფიტინგები "ლურჯი მილებისთვის" მომდინარეობს ფიტინგებიდან, რომლებიც შეიქმნა 60-იანი წლების ბოლოს Plasson-მა ისრაელში და FIP-მა იტალიაში. 1996 წლიდან AIRCOM-მა შეიმუშავა პროდუქციის სრული სერია შეკუმშული ჰაერისა და წნევის ქვეშ მყოფი სითხეების განაწილებისთვის: "კლასიკური ხაზის" პროდუქტები დამზადებული იყო მაღალი ზემოქმედების ელასტიური ტექნოპოლიმერისგან ცივი შედუღების შეერთების ტექნოლოგიით, ხოლო "სწრაფი ხაზი"-ს პროდუქცია წარმოადგენდა ალუმინისა ან HIP (მაღალი ზემოქმედების) პოლიმერულ ფიტინგებს. 2005 წელს AIRCOM-საქმიანობა განაგრძო როგორც AIRnet ხაზის Atlas Copco-ს დიზაინერმა და მწარმოებელმა კომპანიამ.
2012 წელს Atlas-მა გადადგა გაბედული ნაბიჯი და გადაწყვიტა წარმოების დამოუკიდებლად გაგრძელება.
AIRCOM-ის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყო საწარმოების განახლებას, დანადგარების მონტაჟის და სამომავლო გაფართოების, ასევე შეკუმშული ჰაერის წარმოებისთვის გამოყენებული ენერგიის ხარჯების საგრძნობლად შემცირებას ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელის მიზნით.
დღესდღეობით, AIRCOM-ს მიზნად ისახავს ფართო ასორტიმენტის პროდუქციის შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას რათა შეძლოს მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება. მისი საქმიანობა ასევე ფოკუსირდება გამოსათვლელი პროგრამული უზრუნველოფის შემუშავებაზე რაც გააუმჯობესებს საწარმოს ოპერაციულ შესაძლებლობებს.
სამომავლოდ კომპანია მიზნად ისახავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების უწყვეტი პროცესის გაგრძელებას. მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება ენერგიის დაზოგვაზე და დაყენებული სიმძლავრის შემცირებაზე შეკუმშული ჰაერის ტრანსპორტირებისა და განაწილების ხაზების ოპტიმიზაციის გზით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.