GENMAC სამრეწველო სერიის დიზელის გენერატორი უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების, სარეზერვო ენერგიის წყაროს და საგანგებო სიტუაციების მართვის მხრივ საავადმყოფოებში, საწარმოებში, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და კურორტებზე, მონაცემთა ბაზების ცენტრებში, აეროპორტებში, მაღაროებში, სამოქალაქო თავდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ბანკებში, უნივერსიტეტებში, სტადიონებზე, საცხოვრებელ კორპუსებში და ა.შ.
მაღალი ხარისხის გენერატორების მწარმოებელი კომპანია GENMAC დაარსდა 1983 წელს იტალიის რეგიონ ემილია-რომანიაში, რომელსაც ასევე უწოდებენ “იტალიური საავტომობილო ინდუსტრიის მდელოს.”
მსოფლიოშო წამყვანი და სახელგანთქმული ავტომობილების მწარმოებლებისგან, როგორიცაა Lamborghini, Ferrari და Landini, კომპანიის მდებარეობამ 100 კილომეტრის რადიუსში, მოტივაცია მისცა GENMAC-ს არ ჩამორჩენოდა მეზობელ მაღალპროდუქტიულ სექტორს ბრწყინვალებასა და კონკურენტუნარიანობაში.
კომპანიამ თავისი წარმატების და შთაგონების ისტორია ააგო ვნებაზე, ტრადიციასა და ხედვაზე. GENMAC -ის მიზანია აწარმოოს მაღალეფექტური და სანდო ელექტრო გენერატორები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს სამუშაოს პროფესიონალურად შესრულებაში კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში.
პროდუქციის მაღალი სტანდარტის ხარისხით, ნოუ-ჰაუთი და მომხმარებლებზე მორგებული გადაწყვეტილებებით GENMAC საოჯახო კომპანიიდან იქცა ცნობილ, კონკურენტუნარიან და ერთ-ერთ უმსხვილეს გენერატორების მწარმოებლად მსოფლიოში გლობალური წარმომადგენლობით 135-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიას აქვს ხარისხის სერტიფიკატი ISO 9001: 2015.
GENMAC-ის გენერატორები მოიცავს: Industrial, Professional და Powersmart კომპლექტებს.
GENMAC სამრეწველო გენერატორების სერია 10-დან 2000 კვა-მდე შესაფერისია ყველა აპლიკაციისთვის. მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მკაცრი ამინდის ან გარემო პირობებში იქნება ეს აფრიკის უდაბნო თუ შორეული არქტიკა.
GENMAC სამრეწველო სერიის დიზელის გენერატორები უზრუნველყოფენ ეფექტურ გადაწყვეტილებებს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების, სარეზერვო ენერგიის წყაროს და საგანგებო სიტუაციების მართვის მხრივ საავადმყოფოებში, საწარმოებში, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და კურორტებზე, მონაცემთა ბაზების ცენტრებში, აეროპორტებში, მაღაროებში, სამოქალაქო თავდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ბანკებში, უნივერსიტეტებში, სტადიონებზე, საცხოვრებელ კორპუსებში და ა.შ.
GENMAC დიზელის გენერატორის კომპლექტები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბრენდის ძრავებით (Perkins, FPT Iveco, Cummins, John Deere, Deutz, Volvo, Yanmar, Kohler, GM) და წყლით გაგრილებით, Mecc Alte, Stamford ალტერნატორი და Deepsea და Comap კონტროლერი.
სამრეწველო გენერატორები ასევე მოიცავს გაზზე მომუშავე სერიას (ბუნებრივი აირი/LPG) 30-დან 100 კვა-მდე და სერიებს ჰაერით გაგრილებული ძრავით 30-დან 100 კვა-მდე.
GENMAC Industrial გენერატორების პირველი ყველაზე პრაქტიკული უპირატესობა არის მათი უხმაურო მუშაობა. ისინი იდეალურია ურბანულ და საცხოვრებელ ადგილებში გამოსაყენებლად. მათი სხვა დადებითი მახასიათებლებია უნაკლო მუშაობა, უსაფრთხოება, გამძლეობა და გარემოზე უმნიშვნელო ზემოქმედება (ევროპული ემისიის სტანდარტების 3 A ეტაპთან შესაბამისობაში).
GENMAC გენერატორები ასევე ადვილად ამოსაცნობია მიმზიდველი და კომპაქტური დიზაინით. მათი განმასხვავებელი და დამატებითი ძლიერი მხარეებია ფხვნილის საღებავით დაფერილი ფოლადი, მაღალი გამძლეობის ნეოპრენის კაბელები, ექსტრემალური ტემპერატურის მიმართ მდგრადობა, ძაბვის ცვილილებებისადმი მედეგობა, ცეცხლგამძლეობა.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი | |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | |
ტიპი | |
სიმძლავრე |