ჟანგბადის კონცენტრაციის აუდიტი

ჟანგბადის გენერატორის სისუფთავის შემოწმება – აიესკო გთვაზობთ, ირლანდიური წარმოების Ntron-ის სერტიფიცირებული ჟანგბადის გენერატორის კონცენტრაციის (Yellow Box) საზომი აპარატით, ჟანგბადის გენერატორის სისუფთავის შემოწმებას.

ჟანგბადის გენერატორის სამედიცინო გამოყენების სისუფთავის ზღვარი, 91%-დან 96%-მდე მერყეობს.

მაღალკვალიფიციური კადრები შეგიმოწმებენ ჟანგბადის გენერატორის კონცენტრაციას და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში გაგიწევენ კონსულტაციას.

გამოცდილებიდან გამომდინარე, ჟანგბადის გენერატორის მთავარი კომპონენტი ცეოლიტი, ყოველ 8 წელიწადში ერთხელ იცვლება. შესაბამისად, მისი ვადის გასვლის შემდგომ გენერატორის გამომუშავებული ჟანგბადის კონცენტრაცია კლებულობს, რაც მის სასუნთქ სისტემაში გაშვებას დაუშვებელს ხდის. კონცენტრაციის კლების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ და უმოკლეს ვადაში მოვახდენთ ცეოლიტის შეცვლას.