ჟანგბადის გენერატორის სისუფთავის შემოწმება – აიესკო გთვაზობთ, ირლანდიური წარმოების Ntron-ის სერტიფიცირებული ჟანგბადის გენერატორის კონცენტრაციის (Yellow Box) საზომი აპარატით, ჟანგბადის გენერატორის სისუფთავის შემოწმებას.

ჟანგბადის გენერატორის სამედიცინო გამოყენების სისუფთავის ზღვარი, 91%-დან 96%-მდე მერყეობს.

მაღალკვალიფიციური კადრები შეგიმოწმებენ ჟანგბადის გენერატორის კონცენტრაციას და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში გაგიწევენ კონსულტაციას.

გამოცდილებიდან გამომდინარე, ჟანგბადის გენერატორის მთავარი კომპონენტი ცეოლიტი, ყოველ 8 წელიწადში ერთხელ იცვლება. შესაბამისად, მისი ვადის გასვლის შემდგომ გენერატორის გამომუშავებული ჟანგბადის კონცენტრაცია კლებულობს, რაც მის სასუნთქ სისტემაში გაშვებას დაუშვებელს ხდის. კონცენტრაციის კლების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ და უმოკლეს ვადაში მოვახდენთ ცეოლიტის შეცვლას.

ვისთვის არის ეს სერვისი

კლინიკები, აკვაფერმები და საწარმოები, სადაც ჟანგბადის სისუფთავე კრიტიკულია — ჩვენი ინჟინრები სერტიფიცირებული ხელსაწყოებით გაზომავენ კონცენტრაციას, ნაკადსა და წნევას, და გასცემენ დასკვნას სისტემის რეალურ მდგომარეობაზე. ხშირად აუდიტი აჩვენებს, რომ ძველი სისტემის განახლება ან ახალი ჟანგბადის გენერატორი თვეებში იფარებს თავს. დაჯავშნეთ: კონტაქტი · 577 42 88 70.

FacebookWhatsAppLinkedIn
IESCO AI ასისტენტი
გამარჯობა! მე ვარ IESCO-ს ხელოვნური ინტელექტი. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ან დატოვეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით:

სუფთა ჰაერი იწყება აქ! 🎯 30 წამში გაიგე, რა სისტემა გჭირდება — უფასოდ