თქვენი საწარმოს გამართული მუშაობის გარანტი

მოკლედ ჩვენ შესახებ

აიესკო საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2011 წლიდან. კომპანიის საქმიანობის სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიული დანადგარების რეალიზაციას და სერვისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ჰაერის ხრახნული კომპრესორები, ჟანგბადისა და აზოტის გენერატორები, ელექტრო ძრავები და  სიხშირული მართვები, ინდუსტრიული ავტომატიზაცია, გადაიარაღება, განახლება, სერვისი და სხვა მრავალი ინდუსტრიისთვის საჭირო მიმართულებები.

აიესკო გთავაზობთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე და ახდენს კომპანიის მიერ დამონტაჟებული მანქანა დანადგარების სრულ სერვისსა და პატრონაჟს.

სიამაყით უნდა აღინიშნის, რომ აიესკო გახლავთ პირველი კომპანია რომელმაც 2015 წელს დაიწყო ჰაერის ხრახნული კომპრესორების წარმოება, ჩვენს მიერ წარმოებული ხრახნული კომპრესორები დამონტაჟებულია მატარებლების და მეტროს ვაგონების სამუხრუჭე სისტემაზე.

გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთა გამოცდილება გამყარებულია ისეთი კომპანიების მიერ გაცემული სერტიფიკატებით როგორიცაა: ROTORCOMP, SIEMENS, DANFOSS, EKOMAK, INGERSOLL RAND, INMATEC.

მიმართულებები

ჰაერის ხრახნული კომპრესორები

ხრახნული კომპრესორი წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიის შეკუმშული ჰაერის მწარმოებელ დანადგარს, რომელსაც 24 საათის განმავლობაში შეუძლია შეუფერხებლად მიაწოდოს წარმოებას შეკუმშული ჰაერი.

ჟანგბადისა და აზოტის გენერატორები

PSA- ტექნოლოგია არის ყველაზე ეფექტური და მდგრადი სისტემა, რომელიც 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მიაწოდებს თქვენს წარმოებას 95% ჟანგბადს და 99,999% აზოტს.

ელექტრო ძრავები

ახალი ელექტრო ძრავები არის IE2, IE3 და IE4 კლასის  ეფექტურობის გარანტი. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალი ძრავის შეძენა გაცილებით რენტაბელურია ვიდრე ხელნაკეთი გადახვევის მეთოდით მიღებული შედეგი

ძრავის სიხშირული მართვა (ინვერტორი)

ძრავის სიხშირული მართვა უნიკალური დანადგარია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ბრუნზე აბრუნოს ძრავი. სიხშირულს შეუძლია ძრავის ბრუნი გაზარდოს ნომინალური ბრუნის ზღვარს მიღმა. მაგალითად: 3000 ბრუნიანი ძრავი შეგიძლიათ ამუშაოთ 12000 ბრუნზე, ვიდრე საკისრების დასაშვებ ბრუნის ზღვარს არ გადააჭარბებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიხშირულს გააჩნია უნიკალური თვისება დაზოგოს ელექტრო ენერგიის ხარჯი 10-60% მდე და დაიცვათ თქვენი ძრავი და მექანიკური დანადგარები.

iesco
iesco team

წელი

კმაყოფილი მომხმარებელი

შესრულებული პროექტი

ჩატარებული სერვისი

ჩვენი გუნდი

დავით დობორჯგინიძე

დავით დობორჯგინიძე

დამფუძნებელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განათლების მიღების და მრავალ ტექნიკურ პოზიციებზე მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. 2011 წელს დავაფუძნე კომპანი აიესკო, რომელიც მიმართული იყო ჰაერის შეკუმშული სისტემების რეალიზაციასა და სერვისზე. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოში და საერთოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მომსახურების და სერვისის სფერო ძალიან დაბალ დონეზე იყო. დიდი სურვილი მქონდა შემექმნა კომპანია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მომხმარებლის კეთილდღეობაზე. გამომდინარე აქედან,  დიდი  რესურსი დავუთმე გუნდის შექმნის პროცესს, რომელიც  განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა მომსახურების ხარისხს, მომხმარებელზე მორგებულ სერვისს და პროფესიონალიზმს.

მადლობელი ვარ  გუნდის, რომელმაც შეძლო და ჩემი მისწრაფება საკუთარ მიზნად აქცია.

ჩემი სურვილი ახდა!

კახაბერ რამიშვილი

კახაბერ რამიშვილი

პარტნიორი

ბექა ჟღენტი

ბექა ჟღენტი

პარტნიორი

გვანცა შალამბერიძე

გვანცა შალამბერიძე

პარტნიორი