აერზენის ჰაერ შემბერი (ბლოუერი)

არტიკული: IESCO2407 კატეგორია:

1864 წლიდან AERZEN-მა შექმნა მაღალი ხარისხისა და  მრეწველობისათვის ფასეული მანქანა-დანადგარები.

ერთი დანადგარის მწარმოებელი ქარხნიდან AERZEN-ი ჩამოყალიბდა გლობალურ მოთამაშედ, რომელიც აწვდის მთელ მსოფლიოს საიმედო, მაღალეფექტურ და ენერგოეფექტურ ჰაერშემბერ და ხრახნიან კომპრესორებს.

განვითარების  გზაზე, AERZEN-მა შეიმუშავა კომპლექსური ინოვაციები და შექმნა ახალი ტექნოლოგიები ორმაგი მიზნით:  არა მარტო ეპასუხა ბაზრის საჭიროებებისათვის,  არამედ წინ გაესწრო საბაზრო მოთხოვნებისათვის.  ევოლუციისა და პროგრესის ისტორიამ და კულტურამ ხელი შეუწყო AERZEN-ის გადაქცევას ხარისხის სიმბოლოდ. როდესაც მომხმარებელი გებულობს ან კითხულობს მწარმოებლის სახელს AERZEN პროდუქტზე, მან ზუსტად იცის, რას მიიღებს მისგან და რაში იყოს დარწმუნებული. DELTA ჰაერშემბერი დანადგარები არის ძლიერი და გამძლე მანქანები მრავალი დაჭირხვნის პროცესისთვის. Delta Blower Generation 5 წარმოადგენს წინა თაობების მიერ შემუშავებული წარმატებული მახასიათებლების ერთობლიობას, რაშიც შერწყმულია ახალ ტექნიკური ინოვაციები, რომლებიც უკვე აკმაყოფილებს მომავლის ბაზრის მოთხოვნებს. Aerzener Maschinenfabrik იყო  ჰაერშემბერის პირველი მწარმოებელი, რომელმაც დააპროექტა კომპაქტური დანადგარები 1960 წელს და მას შემდეგ განუწყვეტლივ ავითარებდა ამ ტიპის პროდუქტებს. ამრიგად, Delta Blower Generation 5 არის AERZEN-ის მეხუთე თაობის დანადგარი და წარმოადგენს ტრადიციებისა და ინოვაციების წარმატებული ერთობლიობის შედეგს.