ჰაერის გამაშრობელი და დამუშავება

Showing all 3 results

შეკუმშული ჰაერის გამაშრობელი წარმოადგენს შეკუმშული ჰაერის სისტემის ძირითად და მნიშვნელოვან კომპონენტს.

ატმოსფერული ჰაერი შეიცავს წყლის ორთქლს მიუხედავად გარემო პირობებისა და გეოგრაფიული მდებარეობისა, იქნება ეს ტროპიკები თუ უდაბნო. როდესაც ჰაერი ან აირი ცივდება იმ ტემპერატურამდე, როცა აღარ შეუძლია წყლის ორთქლის შეკავება, ის იწყებს თხევადი სახით, წყლად კონდენსაციას.

ამ ტემპერატურას ნამის წერტილი ეწოდება. ნამის წერტილი არის ერთგვარი საზომი, რომელიც განსაზღვრავს შეკუმშული მშრალი ჰაერის საჭირო ოდენობას. სუფთა და მშრალი შეკუმშული ჰაერი ამცირებს წარმოების პროცესის ხარჯებს.ჰაერში არსებული მინარევები, როგორიცაა მყარი ნაწილაკები, წყალი და ზეთი, დაილექება მილების შიდა ზედაპირზე, რაც გამოიწვევს წნევის ვარდნას და თავიდან აგვაცილებს წარმოების პროცესის თანმდევ არასასურველ დანაკარგს.