ხრახნული კომპრესორის ზეთი

არტიკული: IESCO24024 კატეგორია:

ხრახნული კომპრესორის ზეთი

ხრახნული კომპრესორის ზეთი  ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი შეუფერხებელი და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. მაღალხარისხიანი და სწორად შერჩეული ზეთის გამოყენების შემთხვევაში, კომპრესორის ბლოკის (კომპრესორის მთავარი კომპონენტი) სიცოცხლის უნარიანობა 25 წელზე მეტი შეიძლება იყოს.

ჩვენთან  შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი ზეთები:

  1. ხრახნული კომპრესორის ზეთი სიბლანტე – 46
  2. ხრახნული კომპრესორის ზეთი სიბლანტე – 68
  3. ვაკუუმ ტუმბოს ზეთი
  4. ხრახნული კომპრესორის საკვებთან თავსებადი ზეთი

ხრახნული კომპრესორის ზეთი  ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი შეუფერხებელი და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. კომპრესორის ზეთის შეცვლა რეკომენდირებულია ყოველ 2000 საათში,  თუმცა არსებობს გამონაკლისები და კომპრესორის მუშაობის გარემოებიდან, შესაძლებელია ზეთმა იმუშაოს 1000 დან 4000 საათამდე. ალბათ გიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა, ეს გამომდინარეობს დამტვერინების დონეზე, მაგალითად: თუ თქვენი ხრახნული კომპრესორი მუშაობს ხორცპროდუქტების ან ფარმაცევტულ კომპანიაში, სადაც დამტვერიანების დონე მინიმუმამდე არის დაყვანილი, შესაძლებელია პირველი სერვისის შემდეგ, (2000 საათის შემდეგ) შეიცვალოს დრო და დროის უკუათვლა დაყენდეს 3000 საათზე, ხოლო დამაკმაყოფილებელი პირობების შემთხვევაში 4000-საათზეც კი. თუ ხრახნული კომპრესორი მუშაობს ცემენტის, ხის საამქროსა ან ძლიერ დამტვერიანების პირობებში, ჩვენი ინჟინრები თავიდანვე აყენებენ დროის უკუათვლას 1000 საათზე ხოლო პირველი სერვისის შემდეგ ჩვენი ინჟინრები აფასებენ მდგომარეობას და აყენებენ შემდგომი სერვისის ინტერვალს. ნებისმიერი დროის უკუათვლის ცვლილება ან რეკომენდაცია თანხმდება მომხმარებელთან.

არსებობს სინთეტიკური ზეთები, რომლებიც 8000 საათამდე მუშაობენ, ესეთი ზეთები რეკომენდირებულია მხოლოდ იდეალური სისუფთავის მუშა გარემოში, თუმცა არსებობს დიდი საფრთხე, რომ 8000 საათამდე ვერ შეძლოს ჰაერის ფილტრმა შეაკაოს მტვრის ნაწილაკები და ისინი აუცილებლად ბლოკის შემწოვი კოლექტორის გავლით, ზეთში შეერევიან, ეს კი უთუოდ გამოიწვევს ბლოკის.  წარმოდგენა რომ გვქონდეს,  8000 საათი არის დაახლოებით 1 წელი შეუჩერებელი მუშაობა ხოლო 1 წლის შეუჩერებელი მუშაობის განმავლობაში ჩვენს ავტომანქანას არ გამოვუცვალოთ ჰაერის ფილტრი და არც ზეთი, ავტომანქანის ძრავი აუცილებლად გვიღალატებს.

დააჭირე ბმულს და ჩამოტვირთე ზეთის ტექნიკუირი მახასიათებლები

 

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ხრახნული კომპრესორის ზეთი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.