Winexpo georgia 2025

WinExpo Georgia არის საქართველოს წამყვანი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, მწარმოებლებსა და ინოვატორებს.
WinExpo არ არის მხოლოდ პროდუქციის გამოფენა, ეს არის პლატფორმა, სადაც ტრადიციული მეღვინეობა ხვდება თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომპანიებს ეზრდებათ ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა და ჩნდება საერთო იდეები, რომლებიც აყალიბებს ღვინის ინდუსტრიის მომავალს.

IESCO, როგორც ინდუსტრიული დანადგარების წამყვანი მიმწოდებელი და სერვისის გამწევი კომპანია, წარმატებით წარსდგა WinExpo Georgia 2025-ზე. მონაწილეობა მივიღეთ რადგან უდიდესი წვლილი მიგვიძღვის ქართული ღვინის წარმოების განვითარებასა და ღვინის მწარმოებლებისთვის წარმატების ხელშეწყობაში.

Iesco-მ მონაწილეობა მიიღო winexpo georgia 2025-ზე
IESCO ღვინის გამოფენა WinExpo Georgia 2025-ზე
Iesco-მ მონაწილეობა მიიღო winexpo georgia 2025-ზე
შენი საწარმოს ახალი სუნთქვა – IESCO

აიესკოს როლი ღვინის ინდუსტრიაში

ქართული ღვინო ჩვენს კულტურასა და ეკონომიკაში ღრმად არის ფესვგადგმული. IESCO-ს მისიაა, დაეხმაროს მეწარმეებს ადგილობრივი წარმოების ამაღლებასა და ეფექტიანობაში. ქართული ღვინის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია კულისებში არსებულ ტექნოლოგიაზე. სწორედ ამ კულისებში, მთავარ როლს IESCO ასრულებს:

ჩვენ ვამარაგებთ ღვინის ქარხნებს იმ ინდუსტრიული დანადგარებით, რაც გარანტიას იძლევა პროდუქტის სტაბილურობაზე, სისუფთავეზე და წარმოების უწყვეტობაზე.

ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ვთავაზობთ აზოტის გენერაციის სრული სისტემის დაგეგმარებას, პროექტირებას, აწყობას, დაყენებასა და სამომავლო პატრონაჟს. აზოტის გენერაციის სისტემაში შედის:

IESCO-ს კუთხე WINEXPO-ზე

გამოფენა წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის და სტუმრების დიდი ინტერესი დავიმსახურეთ, რადგან წარმოვადგინეთ:

  1. პირველი ქართული წარმოების აზოტის გენერატორი – დანადგარის საჯარო პრეზენტაცია სწორედ WinExpo 2025-ზე გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა დეტალურად გააცნო სტუმრებს გენერატორის ტექნიკური მახასიათებლები, მუშაობის პრინციპი და უპირატესობები.
  2. ახალი ჰაერის კომპრესორები
  3. ჰაერის სისტემები – ჩვენს კუთხეში ასევე შეხვდებოდით აიესკოს მომხარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობ დანადგარებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ღვინის წარმოების გაუმჯობესებისთვის.

ინოვაცია – პირველი ქართული აზოტის გენერატორის პრეზენტაცია

ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი პირველი ქართული აზოტის გენერატორი მართლაც, ისტორიული ნაბიჯია საქართველოს ინდუსტრიულ სექტორში. აიესკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რაც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა, რეალურად სრულებით შესაძლებელია, მთავარია მონდომება და მიზნისკენ შეუჩერებელი სწრაფვა!

ჩვენი მოწყობილობა შეიქმნა სპეციალურად ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის, სადაც აუცილებელია მაღალი სისუფთავე, პროცესების სტაბილურობა და ენერგოეფექტურობა.

ჩვენი აზოტის გენერატორი უზრუნველყოფს ადგილზე წარმოებულ სუფთა აზოტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებასა და ხარჯებს.

გსურთ გაიგოთ მეტი ჩვენი დანადგარების შესახებ?

📞 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

FacebookWhatsAppLinkedIn
IESCO AI ასისტენტი
გამარჯობა! მე ვარ IESCO-ს ხელოვნური ინტელექტი. რით შემიძლია დაგეხმაროთ?

ან დატოვეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით:

სუფთა ჰაერი იწყება აქ! 🎯 30 წამში გაიგე, რა სისტემა გჭირდება — უფასოდ