სხვადასხვა დანიშნულების გენერატორები
Showing all 2 results
გენერატორი არის ელექტრომექანიკური მოწყობილობა, რომელიც ელექტრომაგნიტური პრინციპით, მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ენერგიად. ის გამოიყენება ელექტროენერგიის გასაძლიერებლად ან დამოუკიდებელ წყაროდ, სადაც მიუწვდომელია ელექტრო ქსელი (მაგ: განაპირა რაიონები, საგანგებო სიტუაციები და სხვ.)
რატომ გენერატორები?
გენერატორები უზრუნველყოფენ უწყვეტ ელექტრომომარაგებას ავარიული ან გეგმიური გათიშვის შემთხვევაში, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს, თავიდან აირიდონ წარმოების შეწყვეტა, მონაცემთა დაკარგვა და ფინანსური ზარალი.
მათი გამოყენება ზრდის ბიზნესის საიმედოობას, აუმჯობესებს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს კრიტიკული პროცესების შეუფერხებელ მუშაობას.
გენერატორები ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის, რაც იძლევა ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ოპტიმალური გადაწყვეტილების არჩევის შესაძლებლობას.
დროთა განმავლობაში, გენერატორში ჩადებული ინვესტიცია სრულად ანაზღაურდება საწარმოს მუშაობის სტაბილურობითა და პოტენციური ზარალის თავიდან აცილებით.
აიესკო გთავაზობთ:
GENMAC გენერატორები (იტალია)
-
Genmac დიზელის გენერატორები (მრეწველობისთვის და ინფრასტრუქტურისთვის) – უპირატესობა არის მათი უხმაურო მუშაობა. ისინი იდეალურია ურბანულ და საცხოვრებელ ადგილებში გამოსაყენებლად. კომპლექტები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბრენდის ძრავებით (Perkins, FPT Iveco, Cummins, John Deere, Deutz, Volvo, Yanmar, Kohler, GM) და წყლით გაგრილებით, Mecc Alte, Stamford ალტერნატორი და Deepsea და Comap კონტროლერი.
-
Genmac სახლის გენერატორები (პირადი და საოჯახო მოხმარებისთვის)
გსურთ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენერატორი შეარჩიოთ?
📞 დაგვიკავშირდით: 032 206 01 00 ან გვეწვიეთ IESCO-ს შოურუმში.