IESCO აზოტის გენერატორი (ქართული)

წლებია, IESCO საქართველოს ინდუსტრიულ სექტორს ამარაგებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების Inmatec და Omega Air-ის აზოტის გენერატორებით. დღეს კი ამ რჩეულ სიას სიამაყით ვამატებთ პირველ ქართულ აზოტის გენერატორს, რომელიც შექმნილია იმავე პროფესიონალიზმით, ადგილობრივი საჭიროებების სრულად გათვალისწინებით და ტექნოლოგიური სანდოობის მკაცრი სტანდარტებით.

აღწერა

PSA ტექნოლოგია

ჩვენი გენერატორი დაფუძნებულია PSA (Pressure Swing Adsorption) ტექნოლოგიაზე, რაც გამორიცხავს მემბრანული სისტემების ნაკლოვანებებს. PSA ტექნოლოგია ბევრად უფრო სუფთა, სტაბილური და ეკონომიური გადაწყვეტილებაა.

PSA ტექნოლოგია გვთავაზობს:

🔹 99.5 – 99.9% სისუფთავეს
🔹 მუდმივ და სტაბილურ დინებას
🔹 მინიმალურ დანახარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში

ინტელექტუალური მართვა
სისუფთავის კონტროლის მექანიზმი

გენერატორი აღჭურვილია სისუფთავის კონტროლის მექანიზმით – მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დააყენოს მისთვის სასურველი მინიმალური დასაშვები სისუფთავის ზღვარი (მაგ: 99.9%). თუ სისუფთავე მითითებულ მაჩვენებელზე დაბალი აღმოჩნდა:

სისტემა ავტომატურად გაჩერდება

შეწყვეტს აზოტის გაშვებას

ავტომატურად დაიწყებს თვითგაწმენდას

გააგრძელებს მუშაობას მხოლოდ მაშინ, როცა მიაღწევს განსაზღვრულ ხარისხს

SMC ნაკადმრიცხველი – ზუსტი დინების კონტროლი

გენერატორი აღჭურვილია იაპონური SMC ნაკადმრიცხველით (Flow meter), რომლის საშუალებითაც მომხმარებელი აკონტროლებს მთლიან პროცესს:

რეალურ დროში დინების მონიტორინგი

გრაფიკული ანალიზი და მოხმარების ტენდენციების ხედვა

ისტორიის მონაცემების შენახვა

Siemens ლოგიკური კონტროლერი და ქართული ეკრანი

Siemens არის გერმანული გიგანტი ბრენდი, რომლის სახელს უკავშირდება უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტომატიზაცია მთელ მსოფლიოში. ჩვენი გენერატორი აღჭურვილია Siemens პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერით (PLC) და Siemens ქართული ეკრანით, რომელიც დაპროგრამებულია ქართული ღვინისა და კვების ინდუსტრიების მოთხოვნებზე დაყრდნობით.

Siemens PLC უზრუნველყოფს სრული სისტემის ავტომატიზაციას და უსაფრთხოების ინტელექტუალურ კონტროლს:

🔹 მაღალი შესრულება და რეაგირების სისწრაფე – რეალურ დროში მონაცემთა მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაქცია

🔹 ინტეგრირებული სისტემური ფუნქციები  – რომლებიც აჩქარებენ კომუნიკაციას, კონტროლს და მონაცემთა გადაცემას

შიდა რეზერვუარი – დამატებითი ხარჯების თავიდან არიდება

ბონუსად, ინტეგრირებულია შიდა კომპაქტური რეზერვუარი, რაც ისეთი საწარმოებისთვის, რომელთაც მცირე და სტაბილური დინება სჭირდებათ აღმოფხვრის დამატებითი აღჭურვილობის შეძენის აუცილებლობას.

დამატებითი მახასიათებლები:

სისუფთავე: 99.5% – 99.9%

წარმადობა: 85 ლ/წთ

სამუშაო წნევა: 6–8 ბარი

არჩევანი მარტივია:

🔹 მაღალტექნოლოგიური PSA სისტემა
🔹 ქართული პროგრამული მართვა
🔹 უსაფრთხოების ავტომატური კონტროლი
🔹 დაბალი დანახარჯები და ხანგრძლივი ექსპლუატაცია
🔹 ადგილზე წარმოება – ადგილზე მხარდაჭერა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან გვეწვიეთ IESCO-ს შოურუმში – ავჭალის ქუჩა #52.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „IESCO აზოტის გენერატორი (ქართული)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

IESCO AI ასისტენტი
გამარჯობა! გენერატორით დაინტერესდით? შემიძლია დაგეხმაროთ განვიხილოთ ტექნიკური მახასიათებლები.

ან დატოვეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით:

სუფთა ჰაერი იწყება აქ! 🎯 30 წამში გაიგე, რა სისტემა გჭირდება — უფასოდ