ინდუსტრიული ავტომატიზაცია

ინდუსტრიული ავტომატიზაცია გულისხმობს წარმოებაში საკონტროლო სისტემებისა და მანქანა-დანადგარების (როგორიცაა კომპიუტერული პროგრამები და რობოტები) გამოყენებას, სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად და პროცესების მონიტორინგისთვის, რასაც ადამიანები ისტორიულად ხელით აკეთებდნენ.

ჩვენი ინდუსტრიული ავტომატიზაციის გუნდი დაკომპლექტებულია ავტორიზებული SIEMENS AUTOMATION ინჟინრებით რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი სირთული საწარმოო ავტომატიზაციის პროექტი შეასრულონ მაღალი ხარისხითა და თანმდევი მომსახურეობით. ინდუსტრიული ავტომატიზაციის პროექტის განხორციელება იდეალურია ძველი, საბჭოთა კავშირში დანერგილი და აღჭურვილი ქარხნებისთვის.

რატომ ინდუსტრიული ავტომატიზაცია?

აქვს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის არის მნიშვნელოვანი დანაზოგი კომპანიისთვის გაცემულ ხელფასებზე წარმოებაში დასაქმებული ოპერატორებისთვის, რომლებიც რამდენიმე ცვლაში მუშაობენ. ამცირებს მანქანა-დანადგარების ტექნიკურად გამართვისთვის საჭირო ხარჯებს. განაპირობებს მაღალ პროდუქტიულობას. გამორიცხავს შეცდომებსა და უზუსტობებს, რომლებიც შეიძლება დაუშვან ადამიანებმა წარმოების პროცესში. საავტომობილო ინდუსტრიაში, დგუშების დაყენება ძრავაში ხდებოდა ხელით 1-1,5% ცდომილებით. ამჟამად პროცესი ხორციელდება ავტომატური მანქანების გამოყენებით ცდომილების კოეფიციენტით 0.00001%. ასევე ამცირებს საწარმოო ნარჩენების მოცულობას და გამორიცხავს დაღლილობის ფაქტორს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს. საწარმოო პროცესში ახალი ფუნქციების დამატება მოითხოვს პერსონალის გადამზადებას, ხოლო რობოტებისა და კომპიუტერების დაპროგრამება შესაძლებელია უფრო მარტივად, რაც განაპირობებს პროცესის მოქნილობას. აღსანიშნავია, რომ ასევე უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებას, რადგან რობოტები ანაცვლებენ თანამშრომლებს  სახიფათო პირობებში დავალებების შესასრულებლად.

📞  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 206 01 00

არტიკული: IESCO24023 კატეგორია: Brand:

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა