ზაფხულის სიცხე და მომატებული ტენიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს ინდუსტრიულ აღჭურვილობაზე, განსაკუთრებით კი ჰაერის კომპრესორზე.
🎯 IESCO-ს მიზანია თქვენი საწარმოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, მოცემულ ბლოგში მოგაწვდით რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ჰაერის სისტემის დაცვასა და ზაფხულის პერიოდში მისი ეფექტური ფუნქციონირების სრულყოფაში.
რატომ არის ზაფხულში კომპრესორის სწორი მოვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
🌡️ მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს კომპრესორის მუშაობის ეფექტიანობაზე, ენერგოეფექტურობაზე და მომსახურების ხანგრძლივობაზე. გადახურებული კომპრესორი იწვევს არამხოლოდ დანადგარის დაზიანებას, არამედ საფრთხეს უქმნის მთელ საწარმოო პროცესს, რაც გამოიხატება ხანგრძლივი გაჩერებებით, მაღალი ხარჯებით და სისტემური შეფერხებებით.
⚠️ სწორედ ამიტომ, ზაფხულის პერიოდში კომპრესორის მოვლა და გეგმიური სერვისი აღარ არის მხოლოდ რეკომენდაცია – ეს აუცილებლობაა.
პრევენციული ტექნიკური მომსახურების მიზანია პრობლემების წინასწარ განჭვრეტა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იგი ტენიკურ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. Coast App-ის თანახმად, ამ მიდგომამ შესაძლოა საწარმოო დანახარჯები 12-18%-ით შეამციროს, ხოლო დანადგარის ექსპლუატაციის ვადა 20-40%-ით გაახანგრძლივოს.
ზაფხულის ზემოქმედება ჰაერის კომპრესორზე
გაგრილების სისტემის დატვირთვა
მაღალ ტემპერატურაზე ჰაერი ნაკლებად ეფექტურად იწოვება და იკლებს გაგრილების სისტემის შესაძლებლობები. ამას ემატება ისიც, რომ კომპრესორიდან გამავალი ჰაერიც უფრო ცხელია, რაც უშუალოდ აისახება ჰაერის გამაშრობლების ეფექტიანობაზე.
ჰაერის სიმკვრივის შემცირება
ცხელი ამინდი ამცირებს ჰაერის სიმკვრივეს, რაც ნიშნავს ნაკლებ გამომავალ წნევას და პროდუქტიულობის კლებას.
მაღალი ტენიანობა და სისტემაში წყლის დაგროვება
რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მეტ წყლის ორთქლს იტევს ჰაერი. ეს ზრდის დატვირთვას მაცივარ და ადსორბციულ ჰაერის გამაშრობლებზე და ქმნის წყლის დაგროვების რისკს მილებსა და ავზებში.
ფილტრებისა და ვენტილაციის დაბინძურება
ზაფხულში ჰაერში მატულობს მტვერი, რის გამოც ფილტრები და ვენტილაციის ხვრელები სწრაფად იჭედება. დაბინძურებული ფილტრები კი ართულებს კომპრესორის ფუნქციონირებას.
ნაწილების დაზიანება
ცხელი ამინდი აჩქარებს კომპრესორის ნაწილების (როგორიცაა ღვედები და შუასადებები) ცვეთას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმება და დაზიანებული ნაწილების დროული ჩანაცვლება.
ზეთისა და საპოხი მასალების დეგრადაცია
მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გაათხელოს ზეთი და დააჩქაროს მისი დაშლა. ეს იწვევს ხახუნის ზრდას, ნაწილების ცვეთას და შესაძლოა ზეთის გაჟონვასაც.
სისტემის გადახურება და ავტომატური გათიშვა
ხშირ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად ითიშება, რაც იწვევს ხანგრძლივ საწარმოო გაჩერებას და მუშაობის შეფერხებას.
რა უნდა გააკეთოთ კომპრესორის გადახურების თავიდან ასაცილებლად?
1. ფილტრების კონტროლი და რეგულარული შეცვლა
რეგულარული ტექნიკური მომსახურება, მათ შორის ჰაერისა და ზეთის ფილტრების შემოწმება და შეცვლა, დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ გაუმართაობა და მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი კომპრესორის სამუშაო რესურსი.
გახსოვდეთ: თუ დაბინძურდა ცვეთადი ნაწილი, რეკომენდირებულია არა გაწმენდა, არამედ მისი ახლით შეცვლა.
2. სისტემის გაგრილება და ვენტილაცია
თუ ვენტილატორი ვერ მუშაობს სათანადოდ, რადიატორი ვერ იღებს საჭირო ოდენობის ჰაერს, რაც აფერხებს გაგრილების პროცესს. შედეგად, სისტემა გადახურების რისკის წინაშე დგება.
დარწმუნდით, რომ ყველა ვენტილაცია ღიაა და სრულად ფუნქციონირებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ კომპრესორის ოთახში შესვლისას იგრძნობა სიცხე, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჰაერის ნაკადი არასაკმარისია და საჭიროა მისი გაუმჯობესება.
გახსოვდეთ – გამაგრილებელი რეგულარულად უნდა გაწმინდოთ მთელი ზაფხულის განმავლობაში.
3. ზეთის შემოწმება და განახლება
ცხელი ამინდების პირობებში ზეთის სიცოცხლის ციკლი მნიშვნელოვნად მცირდება, ტემპერატურა ზემოქმედებს მის სტრუქტურასა და თვისებებზე. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია ზეთის შეცვლა ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, ხოლო ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვანია ზეთის დეგრადაციის ნიშნების – ფერის, სიმკვირივა და სუნის – რეგულარული შემოწმება.
4. ჰაერის გამაშრობლის გამართულობა
ტენიანობის არაეფექტურად გაშრობამ, შესაძლოა გამოიწვიოს კოროზია, ზეთის დაბინძურება ან სხვა სახის დაზიანება. მოცემულის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰაერის გამაშრობლები გამართულად მუშაობდნენ, ამისთვის კი აუცილებელია მთელი ზაფხულის განმავლობაში მათი სისტემატიური შემოწმება.
ჰაერის გამაშრობლის არ არსებობის შემთხვევაში – რეკომენდირებულია მისი დამატება. ტენიანობა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მტერია. აიესკო გთავაზობთ ჰაერის ადსორბციულ და მაცივარ გამაშრობლებს.
5. სადრენაჟე მილების გაწმენდა და ტენიანობის მართვა
ზაფხულში ტენიანობის დონე იზრდება, შესაბამისად სისტემაში კონდენსატიც მეტია. ეს ზრდის სადრენაჟე მილების დატვირთვას და ხშირ შემთხვევაში იწვევს წყლის დაგროვებას ან სისტემის ავარიულ გაჩერებას. სწორედ ამიტომ, სისტემის გამართულობის შესანარჩუნებლად აუცილებელია სადრენაჟე მილების რეგულარული გაწმენდა.
დარწმუნდით, რომ დრენაჟის სარქველები სრულად ფუნქციონირებენ, სწორედ იხურებიან და მზად არიან გაზრდილი ნაკადების გასატარებლად. შეამოწმეთ ყველა სადრენაჟე წერტილი, როგორც ავზებში, ისე ფილტრებსა და საშრობებში. სისტემატიურად მოაშორეთ ნადები, ჟანგი, ჭუჭყი და სხვა მყარი ნაწილაკები დრენაჟის სისტემებიდან.
დამატებითი ქმედებები ჰაერის სისტემების ეფექტური მუშაობისთვის
✅ ტემპერატურის სენსორების შემოწმება – უზრუნველყოფს სისტემის მონიტორინგს და გადახურების შემთხვვეაში წინასწარ გვაწვდის გამაფრთხილებელ შეტყობინებას. თუ სენსორი არ მუშაობს სწორად, შესაძლებელია კომპრესორის დაზიანების რისკი ვერ შეამჩნიოთ.
✅ ავტომატური გათიშვის სისტემის ტესტირება – ეს არის ფუნქცია, რომელიც გადახურებისას კომპრესორს იცავს გადატვირთვისგან. მისი გაუმართაობა შესაძლებელია საბედისწერო აღმოჩნდეს, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში, როცა კომპრესორი შეიძლება უეცრად გადახურდეს. ⚠️ თუ ეს ფუნქცია არ მუშაობს, დანადგარმა შეიძლება ვერ გათიშოს საკუთარი თავი და დაიწვას.
✅ ძრავის მდგომარეობის მონიტორინგი – ზაფხულში ძრავი უფრო ინტენსიურად მუშაობს, ამიტომ აუცილებელია ბრუნვის სიჩქარის, ვენტილატორის სიმძლავრის და ცირკულაციის რეგულარულად შემოწმება.
✅ კომპრესორის განთავსების ადგილი – პირველ რიგში, აუცილებელია, რომ დანადგარი არ იმყოფებოდეს პირდაპირი მზის ზემოქმედების ქვეშ.
კომპრესორი უმჯობესია განათავსოთ ჩრდილში ან დაცულ, დახურულ შენობაში. ასეთ პირობებში მცირდება გადახურების ალბათობა.
📌 დასკვნა: არ გადადოთ სერვისი!
ზაფხული არ გვპატიობს უყურადღებობას – დანადგარების გადახურება ყველაზე ხშირი პრობლემაა ამ პერიოდში. ტექნიკური სერვისი არა მხოლოდ იცავს თქვენს ინვესტიციას, არამედ ზრდის დანადგარის სიცოცხლისუნარიანობას და ამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს.
აიესკოს ტექნიკური სერვისი დაიცავს თქვენს დანადგარებს დაზიანებისგან
IESCO-ს მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების გუნდი, ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს, რათა უზრუნველჰყონ კომპრესორებისა და ჰაერის სისტემების საიმედო ფუნქციონირება და თქვენი საწარმოს უწყვეტი მუშაობა.
📞 დაგეგმეთ გეგმიური სერვისი დღესვე: 032 206 01 00
24/7-ზე მზად ვართ გემსახუროთ!


