წლებია, IESCO საქართველოს ინდუსტრიულ სექტორს ამარაგებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების Inmatec და Omega Air-ის აზოტის გენერატორებით. დღეს კი ამ რჩეულ სიას სიამაყით ვამატებთ ქართულ აზოტის გენერატორს, რომელიც შექმნილია იმავე პროფესიონალიზმით, ადგილობრივი საჭიროებების სრულად გათვალისწინებით და ტექნოლოგიური სანდოობის მკაცრი სტანდარტებით.
2025 წელს IESCO-მ საზოგადოებას წარუდგინა თავის საქმიანობის ისტორიაში ყველაზე ამბიციური პროექტი – პირველი ქართული აზოტის გენერატორი – ეს არის ისტორიული ნაბიჯი საქართველოს ინდუსტრიულ სექტორში.
ჩვენი აზოტის გენერატორის პირველი ოფიციალური პრეზენტაცია შედგა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოგენა – WinExpo Georgia 2025-ზე, სადაც ქართული ინოვაცია პირველად წარსდგა საზოგადოებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე. ეს არ იყო უბრალოდ პროდუქტის პრეზენტაცია, არამედ მთელი ინდუსტრიის მიმართ პასუხისმგებლობის აღება. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პროფესიონალიზმი, ტექნიკური კომპეტენცია და ღრმა ადგილობრივი ცოდნა გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ჭკვიანი, ხელმისაწვდომი და სრულად ქართული გადაწყვეტილებები.
რატომ შევქმენით ქართული აზოტის გენერატორი?
წლებია ვთანამშრომლობთ ღვინის, საკვების, სასმელებისა და ფარმაცევტული ინდუსტრიებისწამყვან წარმომადგენლებთან საქართველოში. მწარმოებლები ხშირად გვესაუბრებოდნენ აზოტის მიწოდების სირთულეებზე:
🔸 მაღალი ხარჯები ცილინდრებზე
🔸 დამოკიდებულება იმპორტზე
🔸 მიწოდების არასტაბილურობა
🔸 მემბრანული ტექნოლოგიის შეზღუდვები (დაბალი სისუფთავე და არაპროგნოზირებადი დინება)
ეს სირთულეები არ იყო მხოლოდ ტექნიკური პრობლემები, ისინი უშუალოდ აფერხებდნენ ადგილობრივი საწარმოო პოტენციალის ზრდას.
ამ რეალობამ დაბადა იდეა: შეგვექმნა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც იქნებოდა:
✔️ საიმედო
✔️ სტაბილური
✔️ ხელმისაწვდომი
✔️ და რაც მთავარია – ქართული წარმოების რეალურ საჭიროებებზე მორგებული.
PSA ტექნოლოგია
ჩვენი გენერატორი დაფუძნებულია PSA (Pressure Swing Adsorption) ტექნოლოგიაზე. გვინდოდა გამოგვერიცხა მემბრანული სისტემების ნაკლოვანებები, ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი PSA ტექნოლოგიაზე, რომელიც ბევრად უფრო სუფთა, სტაბილური და ეკონომიური გადაწყვეტილებაა.
PSA ტექნოლოგია გვთავაზობს:
🔹 99.5 – 99.9% სისუფთავეს
🔹 მუდმივ და სტაბილურ დინებას
🔹 მინიმალურ დანახარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში
ინტელექტუალური მართვა
სისუფთავის კონტროლის მექანიზმი
გენერატორი აღჭურვილია სისუფთავის კონტროლის მექანიზმით – მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დააყენოს მისთვის სასურველი მინიმალური დასაშვები სისუფთავის ზღვარი (მაგ: 99.9%). თუ სისუფთავე მითითებულ მაჩვენებელზე დაბალი აღმოჩნდა:
- სისტემა ავტომატურად გაჩერდება
- შეწყვეტს აზოტის გაშვებას
- ავტომატურად დაიწყებს თვითგაწმენდას
- გააგრძელებს მუშაობას მხოლოდ მაშინ, როცა მიაღწევს განსაზღვრულ ხარისხს
SMC ნაკადმრიცხველი – ზუსტი დინების კონტროლი
მეტი კომფორტისთვის გვსურდა ჩვენს აზოტის გენერატორზე მომხარებლებს შესძლებოდათ მონიტორინგი და მონაცემთა ვიზუალიზაცია, რომელიც მათ დაეხმარებოდათ როგორც პროცესების წარმართვაში ისე ანალიზის გაკეთებაში. ამის საფუძველზე, ჩვენი გენერატორი აღჭურვილია იაპონური SMC ნაკადმრიცხველით (Flow meter), რომლის საშუალებითაც მომხმარებელი აკონტროლებს მთლიან პროცესს:
- რეალურ დროში დინების მონიტორინგი
- გრაფიკული ანალიზი და მოხმარების ტენდენციების ხედვა
- ისტორიის მონაცემების შენახვა
Siemens ლოგიკური კონტროლერი და ქართული ეკრანი
Siemens არის გერმანული გიგანტი ბრენდი, რომლის სახელს უკავშირდება უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტომატიზაცია მთელ მსოფლიოში. ჩვენი გუნდი წლებია მომხმარებლებს სთავაზობს სრულფასოვან Siemensავტომატიზაციის სერვისს. იმის გათვალისწინებით, რომ გვსურდა ჩვენი მომხარებლებისთვის მხოლოდ საუკეთესო შეგვეთავაზებინა, აზოტის გენერატორი აღვჭურვეთ Siemens პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერით (PLC) და Siemens ქართული ეკრანით, რომელიც თავად დავაპროგრამეთ ქართული ღვინისა და კვების ინდუსტრიების მოთხოვნებზე დაყრდნობით.
Siemens PLC უზრუნველყოფს სრული სისტემის ავტომატიზაციას და უსაფრთხოების ინტელექტუალურ კონტროლს:
🔹 მაღალი შესრულება და რეაგირების სისწრაფე – რეალურ დროში მონაცემთა მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაქცია
🔹 ინტეგრირებული სისტემური ფუნქციები – რომლებიც აჩქარებენ კომუნიკაციას, კონტროლს და მონაცემთა გადაცემას
შიდა რეზერვუარი – დამატებითი ხარჯების თავიდან არიდება
ბონუსად, ჩვენს გენერატორში ინტეგრირებულია შიდა კომპაქტური რეზერვუარი, რაც ისეთი საწარმოებისთვის, რომელთაც მცირე და სტაბილური დინება სჭირდებათ აღმოფხვრის დამატებითი აღჭურვილობის შეძენის აუცილებლობას.
წარმადობა, სისუფთავე და IESCO-ს გადაწყვეტილება
ჩვენი აზოტის გენერატორი აწარმოებს 85 ლიტრ აზოტს წუთში, სისუფთავით 99.5%-დან 99.9%-მდე. ეს მაჩვენებელი სრულად აკმაყოფილებს კვების, ღვინისა და სხვა მაღალი სტანდარტების ინდუსტრიების საჭიროებებს.
ოპტიმალური წნევა, გრძელვადიანი სტაბილურობა
ზოგიერთი სისტემა ცდილობს წნევის გაზრდით (10-11 ბარი) მიაღწიოს უფრო მაღალ წარმადობას (120–130 ლ/წთ). თუმცა, ამ მიდგომას თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები:
❌ მაღალი წნევა აჩქარებს CMS (Carbon Molecular Sieve) ფილტრების ცვეთას
❌ იზრდება ხარჯები ფილტრების შეცვლაზე
❌ მცირდება მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობა
ჩვენ შევარჩიეთ 6-8 ბარის სამუშაო წნევა, რაც წარმოადგენს ყველაზე უსაფრთხო და ეკონომიურ გადაწყვეტას:
🔹 იცავს სისტემას ზედმეტი დატვირთვისგან
🔹 უზრუნველყოფს ფილტრების და მოწყობილობის გახანგრძლივებულ სიცოცხლეს
🔹 ინარჩუნებს საიმედოობას ყოველდღიურ რეჟიმში
ჩვენი სტრატეგიაა უსაფრთხოება, გამძლეობა და ხანგრძლივობა. 6-8 ბარის სისტემა უზრუნველყოფს 8-10 წლიან გამართულ მუშაობას სერვისის გარეშე.
ეს არ არის კომპრომისი წარმადობაზე – ეს არის გონივრული ინჟინრული გადაწყვეტა.
არჩევანი მარტივია:
🔹 მაღალტექნოლოგიური PSA სისტემა
🔹 ქართული პროგრამული მართვა
🔹 უსაფრთხოების ავტომატური კონტროლი
🔹 დაბალი დანახარჯები და ხანგრძლივი ექსპლუატაცია
🔹 ადგილზე წარმოება – ადგილზე მხარდაჭერა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან გვეწვიეთ IESCO-ს შოურუმში (ავჭალის ქუჩა #52).


