WinExpo Georgia მრავალწლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე წამყვანი დარგობრივი გამოფენაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს ქართველ მწარმოებლებს პროდუქცია როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის წარადგინონ. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისისა საერთაშორისო ინტერესი ქართული ღვინისადმი წლიდან წლამდე მატულობს, რაც პირდაპირ აისახება გამოფენის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე.
WINEXPO GEORGIA – იზიდავს თითქმის 4000-ს ვიზიტორს ყოველწლიურად, წარმოადგენს 100-მდე კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან და კონცენტრირებულია ნაყოფიერი სამუშაო გარემოს შექმნაზე. ღონისძიებამ დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა ინდუსტრიაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. WinExpo Georgia ერთადერთი გამოფენაა საქართველოში, სადაც წარმოდგენილია შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები და სერვისები.
ასევე შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, ინოვაციებს და მრეწველობის განვითარების ტენდეციებს.
WinExpo Georgia-მგამოფენის პარალელურად საერთაშორისოღვინისკონკურსიდაამკვიდრა, რომელიც 16 წელია ტარდება და ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. გამარჯვებული ღვინოების გამოვლენა ხდება როგორც ქართველი, ისე წამყვანი უცხოელი ღვინის მაგისტრების, სომელიეებისა და ექსპერტების მიერ.
რას წარვადგენთ ხოლმე WinExpo-ზე
IESCO-სთვის ღვინის ინდუსტრია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა: გამოფენაზე ვაცნობთ მეღვინეებს აზოტის გენერატორებს — რეზერვუარების აზოტით დაფარვა (blanketing) ღვინის ხარისხს დაჟანგვისგან იცავს. ამ თემაზე ვრცლად: აზოტის ბალონი და ღვინის ხარისხი.
მეღვინეობის ობიექტებზე ჩვენი რეალური სამუშაოები იხილეთ პროექტების გვერდზე — მათ შორის აზოტის სისტემები ქართულ ღვინის მარნებში.
📞 კონსულტაცია მეღვინეობისთვის: +995 577 11 20 02 · [email protected]


