აიესკო წლებია მონაწილეობას იღებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia-ზე, სადაც შევიძინეთ მეგობრები, ნდობა და, ყველაზე მნიშვნელოვანი, გულწრფელი საუბრები: მეღვინეები გვიყვებიან, რა მუშაობს, რა ვერ მუშაობს, რა პრობლემებს აწყდებიან. აქ, გავცემთ რჩევებს, რეკომენდაციებს, ვეცნობით ინდუსტრიის სიახლეებს, ბაზრის გამოწვევებს და მეღვინეებთან ერთად ვცდილობთ მათი გადაჭრის გზებს მივაკვლიოთ.
სწორედ ამ გამოფენაზე, წლებია ვისმენთ ერთი და იმავე პრობლემას, რომლითაც მივაკვლიეთ ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ ყველაზე ჩუმ და ძვირად ღირებულ გამოწვევას. მოდიოდნენ ისტორიებით, სადაც უამრავი შრომის ფასად მოვლილი ღვინის მთელი პარტია გაფუჭებიათ, პრობლემა კი ყველას ერთი ჰქონდა – აზოტის ბალონი. სცენარი იგივეა: წარმოება ტექნოლოგიურად გამართული იყო, მაგრამ პროდუქცია მაინც გაფუჭდა, საბოლოო ჯამში კი გამოირკვა, რომ დამნაშავე არც ადამიანი იყო, არც ჭურჭელი, არამედ ბალონში აზოტის სისუფთავე.
რატომ არის აზოტი ღვინისთვის მნიშვნელოვანი?
მცირე ოდენობით ჟანგბადი სასარგებლოა, ის ხელს უწყობს ღვინის სათანადო დავარგებას, მაგრამ ამავე დროს ღვინის ერთ-ერთი მთავარი მტერი ჟანგბადია, რადგან ჭარბი კონტაქტი ჰაერთან იწვევს დაჟანგვას: ღვინო კარგავს არომატს, ფერს, ხარისხს და სიახლის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ იყენებენ მეღვინეები აზოტს, თუმცა აქ ისმის კითხვა: რა გზით?
აზოტის სისუფთავე ღვინის წარმოებაში
Australian Wine Research Institute (AWRI)-ის, ღვინის მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დამოუკიდებელი ორგანიზაციის მითითებით, ღვინის წარმოებაში გამოყენებული აზოტი საკვებად უვნებელი უნდა იყოს, სისუფთავის მინიმუმ 99.5%-ით, ეს არის ის ბაზისური ნიშნული, რომელსაც ასახელებენ აზოტის ხარისხის მინიმუმად (AWRI, Gas adjustment). მაგრამ აქ არის ხაფანგი: 99.5% ჟღერს როგორც „თითქმის სრულყოფილი“ რიცხვი, სინამდვილეში კი ეს არის ზღვარი, რომლის ქვემოთაც დაჟანგვის რისკი მკვეთრად იზრდება.
დღემდე მრავალი ღვინის საწარმო აზოტის გენერაციის სისტემის დანერგვისა და აზოტის გენერატორის მიერ ადგილზე მიწოდებული აზოტის სანაცვლოდ არჩევანს ბალონებზე აჩერებს. აზოტის ბალონის მიწოდებას რამდენიმე სტრუქტურული პრობლემა ახლავს:
1. სისუფთავის ცვალებადობა მომწოდებლის მიხედვით. ერთი პარტია შესაძლოა იყოს 99.9%, მეორე 99.2%. ეტიკეტზე ხშირად ეს სხვაობა აღნიშნული არც კი არის, ან საერთოდ ნდობაზეა დაფუძნებული.
2. გადამოწმების შესაძლებლობის არარსებობა. ჩვეულებრივ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს არ აქვს საკუთარი ანალიზატორი, რომელიც ბალონის შიგთავსს ადგილზე გადაამოწმებდა მიწოდებისთანავე.
3. დამოკიდებულება გარე მომწოდებელზე. ყოველი ახალი მიწოდება ახალი ცვლადია, რომელსაც მწარმოებელი ვერ აკონტროლებს.
შედეგს ბოთლის გახსნამდე ვერ ხედავთ. ეს არის ის, რაც ბალონებით გამოწვეულ იმედზე დამყარებულ საქმიანობას განსაკუთრებით საშიშს ხდის ჩვეულებრივ წარმოების ხარვეზებთან შედარებით. თუ ფერმენტაციის ტემპერატურამ შეცდომით აიწია, ამას ლაბორატორიული ანალიზით თუ დეგუსტაციით ადრევე შეამჩნევთ. მაგრამ თუ ბალონის აზოტი დაბალი სისუფთავისაა შედეგს ხედავთ მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებელი ხსნის ბოთლს – ანუ მაშინ, როცა დაგვიანებულია რაიმეს გამოსწორება.
და რადგან ერთი ბალონით ბევრი ბოთლი მუშავდება, პრობლემა არასდროს არის წერტილოვანი, ის ვრცელდება მთელ წარმოების პარტიაზე. ანუ ერთი დაბალი ხარისხის ბალონის გამო, შესაძლოა ასობით ან ათასობით ბოთლი იყოს რისკის ქვეშ და ამის შესახებ ინფორმაცია მწარმოებელს მხოლოდ მას შემდეგ მიუვა, რაც კლიენტებისგან საჩივრები დაიწყება ან ღვინის ხარისხით უკმაყოფილება გაიზრდება. ეს არის როგორც ფინანსური ასევე რეპუტაციული რისკი.
აზოტის გენერაციის სისტემა და აზოტის გენერატორი
სწორედ ამიტომ, მრავალი ღვინის საწარმო გადადის ბალონებიდან ადგილზე აზოტის გენერაციის სისტემებზე.
რა იცვლება ამ შემთხვევაში:
- სისუფთავე კონტროლდება უწყვეტად, არა პარტია-პარტიად. სისტემა ჰაერისგან თავად აწარმოებს აზოტს, საჭირო სისუფთავის დონეზე, ჩვეულებრივ 99.5%-დან 99.999%-მდე, საჭიროების მიხედვით .
- არანაირი დამოკიდებულება მომწოდებელზე. სისტემა აწარმოებს იმდენს, რამდენიც სჭირდება, იმ ხარისხით, რომელიც სჭირდება.
- ხარჯების და ლოგისტიკის გამარტივება. არ არის საჭირო ბალონების მუდმივი შეკვეთა, ტრანსპორტირება, შენახვა და ცვლა. ასევე ფასი სტაბილურია და აღარ ხართ დამოკიდებული ბაზრის რყევებზე.
- გრძელვადიანი სტაბილურობა.
ბალონებიდან ადგილზე გენერაციაზე გადასვლა მეღვინეებს პროცესზე გაცილებით მეტი კონტროლის შესაძლებლობას აძლევს.
🔍 დამატებით გაეცანით: პირველი ქართული აზოტის გენერატორი აიესკოსგან.
თუ თქვენ დღემდე ბალონებზე ხართ დამოკიდებული, უმჯობესია დაუსვათ კითხვა საკუთარ თავს: რამდენად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ბალონში არსებული აზოტის სისუფთავე სინამდვილეში არის ის, რასაც ეტიკეტი მპირდება?
თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გექნებათ, ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ დაიწყოთ ალტერნატივების შესწავლა. გახსოვდეთ, იქ იწყება ნამდვილი სიმშვიდე, როცა ზუსტად იცით, რასაც იყენებთ, და არა მხოლოდ იმედოვნებთ.
თუ თქვენც გაწუხებთ ეს საკითხი, ან უბრალოდ გაინტერესებთ როგორ მუშაობს აზოტის გენერაცია, დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი ამომწურავ კონსულტაციას გაგიწევთ რათა მეტად ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
🔍 დამატებით გაეცანით: 8 კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ აზოტის გენერატორის შეძენამდე.


