აზოტის გენერატორი გადამწყვეტ როლს ასრულებს მრავალი წარმოებისთვის, ამიტომ მისი არჩევის პროცესში აუცილებელია, იყოთ სათანადოდ ინფორმირებულები, რათა მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.

ბლოგში გაეცნობით იმ კითხვებს, რომლებზე პასუხების ცოდნაც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ
თქვენს საჭიროებებზე ზუსტად მორგებული აზოტის გენერატორი.

🔍 დამატებით გაეცანით: 10 კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ ჰაერის კომპრესორის შეძენამდე.

რამდენია აზოტის მოთხოვნა?

პირველი და უმთავრესი რითიც უნდა დაიწყოთ არის აზოტის მოთხოვნის ანალიზი. ეს ნაბიჯი მოითხოვს ოპერაციებში აზოტის მთლიანი მოხმარების გამოთვლას, რომლის დროსაც აუცილებელია განსაზღვროთ სამუშაო ციკლში გამოყენებული აზოტის მიმდინარე მოცულობა, ციკლების სიხშირე და სამუშაო საათები. ამ ციფრების ცოდნა დაგეხმარებათ მოთხოვნის ანალიზის ჩატარებაში, რომლითაც თქვენც და დანადგარის მომწოდებელიც უკეთ განსაზღვრავთ შეესაბამება თუ არა კონკრეტული გენერატორი თქვენს მიმდინარე საჭიროებებს და სამომავლო მასშტაბირებას ან ოპერაციულ ცვლილებებს.

ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხისთვის უმჯობესია თავიდანვე გადაწყვიტოთ თუ როგორ უმკლავდებით პიკის პერიოდებს, რეზერვებს ან მოსალოდნელ ზრდას.

რა სისუფთავის აზოტი არის საჭირო?

აზოტის საჭირო სისუფთავის დონე მთლიანად გამოყენების მიხედვით განისაზღვრება. რაც უფრო მაღალია საჭირო სისუფთავე, მით მეტი „სამუშაოს“ შესრულება უწევს სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი სისუფთავის მოძიება, ერთი შეხედვით, უსაფრთხო არჩევანია, თუ ამის საჭიროება არ გაქვთ, მან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და არასაჭირო ხარჯები, როგორც კაპიტალის, ასევე საოპერაციო ნაწილში. ამრიგად, აპლიკაციის გულწრფელი და ზუსტი შეფასება ფინანსურად მომგებიანი პირველი ნაბიჯია.

აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა გამოყენებისთვის აზოტის სისუფთავის მოთხოვნების ზოგად სიას:

  • ნავთობი და გაზი: 95%-დან 99%-მდე
  • ლაზერული ჭრა: 97%-დან 99.99%-მდე
  • ფარმაცევტული საშუალებები: 97%-დან 99.99%-მდე
  • საკვები და სასმელები: 99%-დან 99.9%-მდე
  • ელექტრონული წარმოება: 99.99%-დან 99.999%-მდე
  • ლაბორატორია და კვლევა: 99.99%-დან 99.999%-მდე

🔍 დამატებით გაეცანით: აზოტის გენერატორის გამოყენების სფეროები

რამდენია წარმადობა და წნევა?

სისუფთავის დაზუსტების შემდეგ უნდა შეისწავლოთ ოპერაციებისთვის აუცილებელი წნევა და წარმადობა, რომელთა მეშვეობითაც განსაზღვრავთ აზოტის გენერატორის ფიზიკურ სიმძლავრეს. საჭიროზე მცირე ზომის გენერატორის შეძენა არის ცრუ ეკონომია, რომელიც მალევე გამოავლენს თავის ნამდვილ ღირებულებას წარმოების დაკარგვის და აღჭურვილობის ნაადრევი გაუმართაობის გამო. ხოლო, საჭიროზე დიდი ზომის გენერატორი, თუმცა ნაკლებად სახიფათოა წარმოებისთვის, იწვევს ენერგიის ფლანგვას.

წარმადობის დასადგენად, უნდა განსაზღვროთ ობიექტის პიკური მოთხოვნა. მაგალითისთვის, თუ ქარხანაში რამდენიმე დანადგარი იყენებს აზოტს, დღის განმავლობაში შეიძლება იყოს პერიოდი, ცვლის შეცვლის ან კონკრეტული წარმოების ციკლის დროს, როდესაც ყველა ან უმეტესობა მათგანი მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს – ეს პიკური მოთხოვნის სცენარია. არჩეული გენერატორი და სისტემა თუ ვერ დააკმაყოფილებს პიკური ნაკადის წარმადობას, ასეთ დროს შესაძლებელია სისტემაში წნევა დაეცეს, რაც პოტენციურად შეაჩერებს წარმოებას ან დააზიანებს პროცესის ხარისხს.

რაც შეეხება წნევას, აზოტის გენერატორს უნდა შეეძლოს საწარმოში ნებისმიერი ცალკეული გამოყენებისთვის საჭირო უმაღლესი წნევის მიწოდება, დამატებითი რაოდენობა წნევის ვარდნის გათვალისწინებით. ამ ნაწილში, ზოგადად ვითვალისიწნებთ 5-10 ბარ წნევას აზოტის გენერატორის გამოსასვლელზე.

გვესმის, რომ ზუსტი აზოტის მოთხოვნის, სისუფთავის, წნევისა და წარმადობის დადგენა რთულია, მაგრამ ჩვენი ჯადოქარი ტექნიკოსების გუნდი ყველა ეტაპზე მზად არის დახმარებისა და კითხვებზე პასუხისთვის.

PSA თუ მემბრანული ტექნოლოგია?

ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხების პოვნის შემდეგ შეგიძლიათ ყურადღება სისტემის არსზე, თავად გენერატორის ტექნოლოგიაზე გადაიტანოთ. PSA თუ მემბრანული – აზოტის გენერატორის შერჩევა გულისხმობს დანადგარის თანდაყოლილი მახასიათებლების თქვენს კონკრეტულ ოპერაციულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ნაკადის, წნევის და სამუშაო ციკლის მიმართ.

არ არსებობს ერთი „საუკეთესო“ ტექნოლოგია: არსებობს მხოლოდ საუკეთესო ტექნოლოგია მოცემული გამოყენებისთვის. ამ ნაწილში, დეტალური და გააზრებული შედარება ავლენს ორივე ტექნოლოგიის სახასიათო უპირატესობებს.

ადგილზე თუ გარე მიწოდების აზოტი?

აზოტის მიწოდება მარტივია, მაგრამ ამ მეთოდს ახასიათებს ლოგისტიკური სირთულეები და ხარჯების გაზრდის რისკი. ადგილზე აზოტის წარმოქმნამ ეს მოდელი თავდაყირა დააყენა, რადგან უზრუნველყოფს აზოტის უწყვეტ, საიმედო მიწოდებას. საწყისი კაპიტალი კი უფრო მაღალია, მაგრამ ცვლად, მიმდინარე ხარჯს გარდაქმნის ფიქსირებულ, პროგნოზირებად ხარჯად, რაც ცალსახად მეტად კომფორტული და უსაფრთხოა.

რამდენად შეესაბამება გარემო პირობები არჩეულ აზოტის გენერატორს?

გარემო და რეგიონული ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს აღჭურვილობის ეფექტურობაზე, მუშაობაზე და სიცოცხლისუნარიანობაზე. გონივრული მყიდველი შერჩევის პროცესში აუცილებლად გაითვალისწინებს გენერატორის და სისტემის დასაყენებელი ადგილმდებარეობის სპეციფიკას, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობის დონე და ფართი. ეს მას დაეხმარება დარწმუნდეს, არის თუ არა არჩეული სისტემა გარემოს შესაბამისი და საკმარისად გამძლე.

ამ ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია დააზუსტოთ უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ლიცენზიების პირობები. ამასთანავე, აზოტით მომუშავე ობიექტზე აუცილებელია, გათვალისწინებული გქონდეთ თუ როგორ კონტროლდება აზოტის სისუფთავე.

რა დამატებითი კომპონენტები არის საჭირო?

აზოტის გენერატორი არ მუშაობს მარტო, ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია აზოტის გენერაციის სისტემისთვის, მაგრამ მასთან ერთად შესაძლებელია გჭირდებოდეთ:

ვის ენდობით მომწოდებლად და რატომ?

აზოტის გენერატორი გრძელვადიანი ინვესტიციაა, მისი შეძენით იწყება სრულიად ახალი პროცესი, რომელიც დანადგარის მოვლა-პატრონობასა და გეგმიურ სერვისს გულისხმობს. თუ პირველ ეტაპზე გამოიჩინეთ უყურადღებობა, ეს აუცილებლად გამოჩნდება მეორე ეტაპზე გადასვლისას. ამიტომ, გენერატორის წარმატებით შეძენაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სწორად არჩეულ მომწოდებელს. იგი უნდა იყოს სანდო, გამოცდილი და რაც მთავარია, მუდამ მზად დასახმარებლად.

14 წელია ბაზარზე ვართ, პირველი დღიდან მიზნად გვაქვს საქართველოში ინდუსტრიული სფეროს განვითარებისთვის დაუღალავი შრომა, ეს ბლოგიც ჩვენს ამ მიზანს ემსახურება. თუ ერთი ადამიანი ან კომპანია მაინც არის, ვინც წაკითხივს შემდეგ მეტად ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე ჩაითვლება ჩვენს პატარა წარმატებად.

აიესკო გთავაზობთ მოწინავე საერთაშორისო ბრენდების Inmatec-ის და Omega Air-ის აზოტის გენერატორებს და პირველ ქართულ აზოტის გენერატორს, რომელიც შექმნილია ადგილობრივი საჭიროებების სრულად გათვალისწინებით და ტექნოლოგიური სანდოობის მკაცრი სტანდარტებით.

🔍 დამატებით გაეცანით:

კითხვებისთვის დაგვიკავშირდით, მზად ვართ გემსახუროთ!

FacebookWhatsAppLinkedIn
IESCO AI ასისტენტი
გამარჯობა! გენერატორით დაინტერესდით? შემიძლია დაგეხმაროთ განვიხილოთ ტექნიკური მახასიათებლები.

ან დატოვეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით:

სუფთა ჰაერი იწყება აქ! 🎯 30 წამში გაიგე, რა სისტემა გჭირდება — უფასოდ