საწარმოსთვის შესაფერისი ჰაერის კომპრესორის არჩევა რთული და შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით თუ არჩევისას არ იცით თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. სწორი არჩევანი პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ საწარმოო პროცესების და პროდუქციის ხარისხზე, არამედ ენერგოეფექტურობასა და ხარჯების შემცირებაზე.
ბლოგში დავსვავთ იმ კითხვებს, რომლებიც იქნება თქვენი გზამკვლევი კომპრესორის არჩევის გზაზე.
რა არის კომპრესორის გამოყენების მიზანი?
პირველ რიგში, ზუსტად უნდა განსაზღვროთ თუ რა მიზნისთვის გჭირდებათ კომპრესორის შეძენა, რადგან ამ დროს არ ყიდულობთ უბრალოდ ტექნიკას, არამედ იღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენი საწარმოს მუშაობაზე, შემოსავალსა და ხარჯებზე. სწორად ჩამოყალიბებული მიზანი ფუნდამენტური ნაბიჯია ეფექტური, ეკონომიური და საიმედო გადაწყვეტილების მისაღებად.
რა არის კომპრესორის ტიპი?
შემდეგი, რაც უნდა გაკეთოთ, არის თქვენი აპლიკაციისთვის საჭირო კომპრესორის ტიპის განსაზღვრა.
მცირე სახელოსნოსთვის გჭირდებათ კომპრესორი? თუ დიდი ინდუსტრიული პროცესებისთვის? ჰაერის ხარისხს მნიშვნელობა აქვს? ზეთის გარეშე თუ ზეთით? ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია თქვენს ინდუსტრიაზე, რადგან სხვადასხვა დანიშნულება განსხვავებული ტიპის ტექნოლოგიას მოითხოვს. მაგალითად, საავადმყოფოში ან საკვების წარმოებაში გამოიყენება უზეთო ჰაერის კომპრესორები. იქნებ, საერთოდ იმაში გარკვევა გჭირდებათ ხრახნულზე შეაჩეროთ არჩევანი თუ ცილინდრულზე? (რჩევებს ჩვენს ბლოგში გაეცნობით: ხრახნული თუ ცილინდრული კომპრესორი?)
რაც არ უნდა გჭირდებოდეთ, აიესკოში იპოვით ნებისმიერი ინდუსტრიისთვის შესაფერის ჰაერის კომპრესორებს, იქნება ეს ხრახნული, უზეთო ხრახნული, უზეთო სპირალური, უზეთო ტურბო თუ მობილური კომპრესორები.
რა არის ჰაერის და წნევის სპეციფიკური მოთხოვნები?
შერჩევისას მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ჰაერის წარმადობა, მოცულობა და წნევა.
ჰაერის წარმადობა აღწერს ჰაერის გადაადგილების სიჩქარეს ერთ წერტილში, ხოლო ჰაერის ნაკადის მოცულობა აღწერს რამდენი ჰაერის მოცულობა გადის არხში ერთეულ დროში.
შეკუმშული ჰაერის წარმადობის გასაზომად, როგორც წესი იყენებენ კუბურ მეტრს წუთთან (m³/წთ), კუბურ მეტრს საათთან (m³/სთ) ან ლიტრს წუთთან (ლ/წთ).
ჰაერის წნევის გაზომვისას ხშირად შეხვდებით სამი ძირითადი ერთეულის გამოყენებას: kPa, bar და PSI. ტექნიკური ან ინჟინერული ანგარიშებისთვის, სადაც სიზუსტეა მნიშვნელოვანი, გამოიყენეთ kPa ან bar.
kPa (კილოპასკალი) – საერთაშორისო SI ერთეული. გამოიყენება ტექნიკურ და სამეცნიერო სფეროებში. 1 kPa = 1000 პასკალი. მაგალითად, კომპრესორის შიდა წნევა შეიძლება იყოს 600 kPa.)
Bar – ყველაზე გავრცელებული ევროპაში, მარტივი საზომი ინდუსტრიული აღჭურვილობისთვის. 1 bar ≈ 100 kPa.
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ კომპრესორის შესაბამისი ზომისა და სიმძლავრის მიგნებაში, რაც გაგიადვილებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
რა არის კომპრესორის ზომა?
კომპრესორის სწორი ზომა დამოკიდებულია შესასრულებელ დავალებაზე. თუ აირჩევთ პატარა კომპრესორს, ის თავს ვერ გაართმევს არსებულ დავალებას, ხოლო, თუ აირჩევთ საჭიროზე დიდი ზომისას, ის დაიწყებს ენერგიის ხარჯვას და შეიძლება მექანიკური პრობლემებიც გამოიწვიოს. არ აქვს მნიშვნელობა, აახლებთ ძველ დანადგარს თუ ქმნით ახალ ჰაერის სისტემას, კომპრესორის ზუსტი ზომის დასადგენად საჭიროა რეალური მონაცემები და არა ვარაუდები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია განსაზღვრული გქონდეთ ჰაერის ნაკადის სიჩქარე, მოცულობა და წნევა, სხვა შემთხვევაში ზუსტი ზომის შერჩევა საკმაოდ გართულდება. ამ პროცესს გაგიმარტივებთ ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც თქვენი რეალური მოთხოვნის გასაზომად ჩაატარებენ ჰაერის სისტემების აუდიტს.
რა არის კომპრესორის სიმძლავრე?
კომპრესორის სიმძლავრის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფორმაცია საჭირო ჰაერის წნევაზე, სიჩქარესა და ნაკადზე, არამედ სამუშაო რეჟიმსა და ენერგომომარაგების პირობებზეც.
თუ კომპრესორი მუშაობს ინტენსიურად და უწყვეტ რეჟიმში, აუცილებელია შეირჩეს ინდუსტრიული, ხრახნული ტიპის მოდელი, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ დატვირთვებზე. გარდა ამისა, სიმძლავრის შერჩევისას გაითვალისწინეთ საწარმოში არსებული ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა და ქსელის გამტარობა, რათა კომპრესორმა იმუშაოს სტაბილურად და თავიდან იქნას აცილებული ძრავის გადატვირთვა ან ხანგრძლივი გაჩერება.
რა სივრცე არის განკუთვნილი კომპრესორისთვის?
შეეცადეთ იპოვოთ ჰაერის კომპრესორი, რომელიც შესაფერისი იქნება მისთვის განკუთვნილი სივრცისთვის. ზოგიერთ კომპრესორს სჭირდება ცალკე სადგური, ზოგი კი შესაძლებელია დამონტაჟდეს პირდაპირ წარმოების სივრცეში. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, დანადგარისთვის განკუთვნილ სივრცეებში არსებული გაგრილების და ვენტილაციის პირობებიც.
კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად ყურადღება მიაქციეთ:
კვების წყაროს – პირველ რიგში, დააზუსტეთ გაქვთ თუ არა შესაბამისი ელექტროენერგია (ძაბვა).
ხმაურის დონეს – იქნებ სამუშაო გარემოში გესაჭიროებათ ჩუმი მოდელი? დააზუსტეთ რა არის ხმაურის დონე. შეამოწმეთ არჩეული კომპრესორის ხმაურის დონე და დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება რეგულაციებსა და სამუშაო უსაფრთხოების სტანდარტებს.
სამუშაო გარემოს – განთავსების ადგილის მიხედვით განსაზღვრავთ რომელი მოწყობილობა გჭირდებათ, პორტატული თუ სტაციონალური.
რამდენად ენერგოეფექტურია დანადგარი?
ენერგოეფექტურობა აუცილებელია საოპერაციო ხარჯების შესამცირებლად. მეტიც, ენერგოეფექტურობა ჰაერის კომპრესორის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. აირჩიეთ მოდელი რომელიც აკმაყოფილებს გარემოსდაცვით რეგულაციებს და მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნებს. ამ ნაწილში აუცილებელია გახსოვდეთ, რომ არსებობს ჰაერის სიხშირული გარდამქმნელები, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი არჩეული კომპრესორის ენერგოეფექტურობას.
ენერგოეფექტურობის უპირატესობების შესახებ, დამატებით ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს ბლოგში: ენერგოეფექტური კომპრესორი, როგორც ოპერაციული ხარჯების დაზოგვის ინსტრუმენტი.
რა არის საჭირო კომპონენტები?
მრავალი ობიექტი იყენებს დამატებით აღჭურვილობას კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
აიესკოს გუნდი დაგეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში აარჩიოთ და შეიძინოთ შესაფერისი დამატებითი აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები. ჩვენთან შეიძენთ: ჰაერის გამაშრობლებს, ჰაერშემბერებს, მილგაყვანილობას, შემნახველ ავზებს (რეზერვუარებს), ელექტრო ძრავებს, სიხშირულ გარდამქმნელებს და სათადარიგო ნაწილებს, როგორიცაა მაგალითად საკისრები, სეპარატორები, ზეთები, ფილტრები, თერმოსტატები, ღვედები და ა.შ.
რა არის საკუთრების მთლიანი ღირებულება?
საკუთრების მთლიანი ღირებულება მოიცავს არა მხოლოდ საწყისი შესყიდვის ფასს, არამედ ექსპლუატაციის ხარჯებს, ენერგიის მოხმარებას, მომსახურებისა და მოვლა-პატრონობის ღირებულებას. უფრო ძვირი მოდელი შეიძლება უზრუნველყოფდეს შედარებით დაბალ ექსპლუატაციის ხარჯებს და უკეთეს ეფექტურობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ, აქ უნდა იცოდეთ თუ რა არის კომპრესორის მოვლა-პატრონობის და მომსახურების მოთხოვნები. ზოგიერთ მოდელს უფრო ხშირი მოვლა სჭირდება, ვიდრე სხვებს. გაითვალისწინეთ ნაწილების და მომსახურების ვარიანტების ხელმისაწვდომობა და აირჩიეთ მოდელი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოვლა-პატრონობის შესაძლებლობებსა და გრაფიკს.
ამ ნაწილში, შესაძლებელია ბევრმა იფიქროს, რომ სერვისის საჭირო რაოდენობის შემცირებით ან გადავადებით არაფერი დაშავდება, მაგრამ ამაზე უკეთ დასაფიქრებლად, გაეცანით ჩვენს ბლოგს: კომპრესორის სერვისი და მისი აუცილებლობა.
აიესკოს მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების გუნდი 24/7-ზე მზად არის თქვენს დასახმარებლად, იქნება ეს უბრალო კონსულტაცია თუ ავარიული სერვისის განხორციელება (ჩვენს სერვისებს გაეცნობით ბმულზე: აიესკოს სერვისები.
ვის ენდობით მომწოდებლად და რატომ?
კომპრესორი გრძელვადიანი ინვესტიციაა, მის შეძენაში კი უდიდეს როლს ასრულებს სწორად არჩეული მომწოდებელი. თქვენი საწარმოო პროცესის უწყვეტობისთვის, აუცილებელია, მომწოდებელი იყოს სანდო, საიმედო, გამოცდილი და თქვენს დასახმარებლად მუდამ მზად ყოფნაში.
გახსოვდეთ, მომწოდებლის სანდოობაზე გადის დანადგარის ხარისხი, სიცოცხლისუნარიანობა და თქვენი ბიზნესის სტაბილური მუშაობა, ამიტომ ამ ნაწილში დარწმუნდით, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებთ.
საბოლოდ, კომპრესორის შეძენამდე ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება და ოპტიმალური შედეგი. დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ საკონტაქტო გვერდს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 206 01 00
სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას!


