აღწერა
საკისრები ონლაინ — 400-ზე მეტი პოზიცია
იპოვეთ საკისარი მარკირებით (მაგ. 6205 2RS), ნახეთ ფასი და მარაგი და შეუკვეთეთ ონლაინ.
საკისრების კატალოგი → ბურთულიანი, გორგოლაჭიანი, კონუსური
საკისრები KOYO (JTEKT) — ბურთულიანი და გორგოლაჭიანი, ინდუსტრიული და საავტომობილო — მარაგშია აიესკოში, თბილისში.
საკისარი არის მაღალი სიზუსტის მექანიკური კომპონენტი, რომელიც ამცირებს ხახუნს, იცავს დანადგარის დეტალებს ზედმეტი ცვეთისგან და უზრუნველყოფს მბრუნავი ან მოძრავი ელემენტების მოქნილ, გამართულ და სტაბილურ მუშაობას.
პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიულ სექტორში გამოიყენება – მანქანათმშენებლობიდან დაწყებული, ენერგეტიკითა და მძიმე მრეწველობით დასრულებული. ⚠️ მათ გარეშე თანამედროვე საწარმოო ხაზის, ელექტრო ძრავის, კონვეიერის, კომპრესორისა თუ სხვა მექანიზმის გამართულად მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა.
რატომ არის აუცილებელი ხარისხიანი საკისრის არჩევა?
ინდუსტრიული დანადგარების სიცოცხლის ციკლი და ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკისრის ხარისხზე და სწორ შერჩევაზე.
დაბალი ხარისხის პროდუქცია ხშირად ვერ უძლებს ზეწოლას, მაღალი სიჩქარით ბრუნვასა და ტემპერატურის ცვალებადობას. დაბალი ხარისხით კი მცირდება პროდუქტის ხარისხი და იზრდება დანადგარების სარემონტო ხარჯები.
მაღალი ხარისხის, სანდო ბრენდის საკისარი უზრუნველყოფს:
- ხანგრძლივ სიცოცხლის ციკლს;
- სტაბილურობას მაღალი დატვირთვის პირობებში;
- დაბალ ხმაურსა და ვიბრაციას;
- მოწყობილობის გამართულ მუშაობას.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკისარი არის ის მცირე დეტალი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მთელს მექანიზმზე.
რატომ Koyo–ს საკისრები?
🔍 მრავალი კვლევის შედეგად, აიესკოს ყველა მოთხოვნა მსოფლიოში მოწინავე 𝗞𝗢𝗬𝗢-მ დააკმაყოფილა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო აგვერჩია ბრენდი, რომელსაც ვენდობოდით და სიამაყით წარვუდგენდით ჩვენს მომხარებლებს.
KOYO-ს პროდუქცია გამოირჩევა:
- მაღალი სიზუსტით და გამძლეობით
- უმაღლესი ხარისხის მასალებით
- მინიმალური ცვეთით და გრძელი ექსპლუატაციის ვადით
- ინოვაციური წარმოების ტექნოლოგიებით
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობით
📦 𝗜𝗘𝗦𝗖𝗢-ს შოურუმში ხელმისაწვდომია, როგორც სათადარიგო ნაწილების უდიდესი არჩევანი, ასევე 𝗞𝗢𝗬𝗢-ს ფართო ასორტიმენტი.
✅ შოურუმში მიიღებთ პროფესიონალების კონსულტაციას და ადგილზე შეძლებთ შეარჩიოთ მხოლოდ სანდო მწარმოებლების პროდუქცია.
📍 მისამართი – ავჭალის ქუჩა #52.
📌 დამატებითი კითხვებისთვის ან პროდუქციის შესარჩევად დაგვიკავშირდით.
რომელი ტიპი გჭირდებათ?
ღრმა ღარიანი ბურთულიანი საკისარი (6000, 6200, 6300 სერიები) ყველაზე გავრცელებული არჩევანია ელექტროძრავებისა და ვენტილატორებისთვის; ცილინდრული და კონუსური გორგოლაჭიანი ტიპები დიდ რადიალურ და ღერძულ დატვირთვას იტანს — რედუქტორებში, კომპრესორის ხრახნულ ბლოკებსა და დაზგებში; სფერული გორგოლაჭიანი კი ღერძის გადახრას ეგუება. მარკირების ბოლო ასოები (2RS, ZZ, C3) დალუქვასა და რადიალურ ღრეჩოს აღნიშნავს — გვითხარით ან მოგვწერეთ ეს მონაცემები და ზუსტ ანალოგს შევარჩევთ. მონტაჟისას გამოიყენეთ ინდუქციური გამათბობელი ან საპრესი და არასოდეს დაარტყათ უშუალოდ რგოლს — ადრეული ცვეთის მიზეზი ხშირად არასწორი მონტაჟი და დაბინძურებაა, არა თავად დეტალის ხარისხი.
საკისრები მარაგიდან — როგორ შეუკვეთოთ
დაგვირეკეთ მარკირებით (მაგ. 6205 2RS) ან მოგვიტანეთ ძველი საკისარი — შესატყვისს წუთებში შევამოწმებთ. იხილეთ ასევე სრული კატალოგი და კომპრესორის სათადარიგო ნაწილები. კომპრესორის ან ძრავის საკისრის გამოცვლა ჩვენს სერვის ცენტრში გარანტიით სრულდება.


მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.