საკისარი
საკისარი არის მაღალი სიზუსტის მექანიკური კომპონენტი, რომელიც ამცირებს ხახუნს, იცავს დანადგარის დეტალებს ზედმეტი ცვეთისგან და უზრუნველყოფს მბრუნავი ან მოძრავი ელემენტების მოქნილ, გამართულ და სტაბილურ მუშაობას.
აჩვენებს %d შედეგს
საკისრები პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიულ სექტორში გამოიყენება — მანქანათმშენებლობიდან დაწყებული, ენერგეტიკითა და მძიმე მრეწველობით დასრულებული. საკისრების გარეშე თანამედროვე საწარმოო ხაზის, ელექტრო ძრავის, კონვეიერის, კომპრესორისა თუ სხვა მექანიზმის გამართული მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა.
საკისრების ტიპები IESCO-ში
ბურთულიანი საკისრები — ყველაზე გავრცელებული ტიპი: მაღალი ბრუნვის სიჩქარე, უნივერსალური გამოყენება ელექტრო ძრავებში, ტუმბოებში, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ტექნიკაში.
გორგოლაჭიანი საკისრები — მძიმე რადიალური დატვირთვებისთვის: რედუქტორები, სამრეწველო დანადგარები, სასოფლო ტექნიკა.
სფერული და ორრიგიანი საკისრები — ლილვის გადახრების კომპენსაციისთვის, სადაც მონტაჟის სიზუსტე შეზღუდულია.
საბჯენი საკისრები — ღერძული (აქსიალური) დატვირთვებისთვის.
რატომ არის აუცილებელი ხარისხიანი საკისრის არჩევა?
ინდუსტრიული დანადგარების სიცოცხლის ციკლი და ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკისრის ხარისხზე და სწორ შერჩევაზე. დაბალი ხარისხის საკისრები ხშირად ვერ უძლებენ ზეწოლას, მაღალი სიჩქარით ბრუნვასა და ტემპერატურის ცვალებადობას — მცირდება წარმოების ხარისხი და იზრდება სარემონტო ხარჯები.
მაღალი ხარისხის, სანდო ბრენდის საკისარი უზრუნველყოფს:
- ხანგრძლივ სიცოცხლის ციკლს;
- სტაბილურობას მაღალი დატვირთვის პირობებში;
- დაბალ ხმაურსა და ვიბრაციას;
- მოწყობილობის გამართულ მუშაობას.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ: საკისარი არის ის მცირე დეტალი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მთელს მექანიზმზე.
როგორ შევარჩიოთ საკისარი?
კოდით — ყველაზე ზუსტი გზა: საკისარს კორპუსზე აქვს საერთაშორისო აღნიშვნა (მაგ. 6205, 6316 ZZ). გვითხარით კოდი და ზუსტ ანალოგს შეგირჩევთ.
ზომებით — თუ აღნიშვნა წაშლილია: შიდა დიამეტრი, გარე დიამეტრი და სიგანე საკმარისია იდენტიფიკაციისთვის.
დანადგარის მიხედვით — გვითხარით, რომელ ტექნიკაზეა საკისარი (ძრავის მოდელი, ტუმბო, ავტომობილი) და შესაბამისს ჩვენ მოვძებნით.
რატომ Koyo-ს საკისრები?
მრავალი კვლევის შედეგად, აიესკოს ყველა მოთხოვნა მსოფლიოში მოწინავე KOYO-მ (JTEKT) დააკმაყოფილა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო აგვერჩია ბრენდი, რომელსაც ვენდობოდით და სიამაყით წარვუდგენდით ჩვენს მომხმარებლებს. როცა საქმე ხარისხს ეხება, IESCO მხოლოდ საუკეთესოს ირჩევს — და ეს საუკეთესო საკისრების მწარმოებელი Koyo აღმოჩნდა.
Koyo-ს პროდუქტები გამოირჩევა:
- მაღალი სიზუსტით და გამძლეობით;
- უმაღლესი ხარისხის მასალებით;
- მინიმალური ცვეთით და ექსპლუატაციის გრძელი ვადით;
- ინოვაციური წარმოების ტექნოლოგიებით;
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობით.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავიგო, რომელი საკისარი მჭირდება? — თუ კოდი წაშლილია, გამოგვიგზავნეთ ძველი საკისარი ან სამი ზომა (შიდა/გარე დიამეტრი, სიგანე) და ზუსტ ანალოგს შეგირჩევთ.
რა ღირს საკისარი? — საკისარი ფასი დამოკიდებულია ზომაზე, სერიასა და ტიპზე. დაგვირეკეთ +995 577 11 20 02 — კოდის მიხედვით ფასს წუთებში გეტყვით.
გაქვთ თუ არა მარაგში? — ყველაზე მოთხოვნადი ზომების საკისარი მუდმივად გვაქვს თბილისის საწყობში — ხშირად იმავე დღეს გადმოგცემთ.
მაქვს თუ არა გარანტია? — დიახ, ორიგინალ KOYO საკისარზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ.
📦 Koyo-ს საკისრების ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომია IESCO-ს შოურუმში, სადაც მიიღებთ პროფესიონალების კონსულტაციას და ადგილზე შეარჩევთ სანდო მწარმოებლის პროდუქციას.
📍 მისამართი: ავჭალის ქუჩა #52, თბილისი. დამატებითი კითხვებისთვის ან პროდუქციის შესარჩევად დაგვიკავშირდით — მიწოდება საქართველოს მასშტაბით.
ხშირად დასმული კითხვები საკისრებზე
როგორ ამოვიცნო, რომელი საკისარი მჭირდება?
ყველაზე მარტივად — ძველი საკისრის მარკირებით, რომელშიც ზომები და ტიპია დაშიფრული. თუ მარკირება წაშლილია, საკმარისია ზომები: შიდა და გარე დიამეტრი და სიგანე — მოგვწერეთ ან მოიტანეთ და შევარჩევთ.
ორიგინალი ვიყიდო თუ იაფი ანალოგი?
პასუხისმგებლიან კვანძებში (ელექტროძრავები, შპინდელები, მაღალი ბრუნვები) ეკონომია ძვირი ჯდება — ხარისხიანი საკისარი სხვაობას მრავალჯერ აანაზღაურებს გაჩერებების თავიდან აცილებით. მეორეხარისხოვან კვანძებში ხარისხიანი ანალოგიც საკმარისია — გულწრფელად გეტყვით, სად რომელი ღირს.
გაქვთ საკისრები ადგილზე, მარაგში?
დიახ — გავრცელებული ზომები მუდმივად გვაქვს თბილისის საწყობში, იშვიათ პოზიციებს კი შეკვეთით მოკლე ვადაში მოვიტანთ. ტელ. 032 206 01 00.
ცვლით თუ არა საკისრებს ადგილზე, დანადგარზე?
დიახ — ჩვენი სერვის-ჯგუფი ელექტროძრავებსა და სამრეწველო დანადგარებში საკისრების შეცვლას ადგილზეც ასრულებს, დემონტაჟიდან ბალანსირებამდე.
