აღწერა
უზეთო ტურბო კომპრესორები განკუთვნილია იმ საწარმოებისთვის, სადაც საჭიროა უწყვეტი, ენერგოეფექტური და სუფთა ჰაერის მიწოდება. მათი მთავარი უპირატესობაა უზეთო ფუნქციონირება და მაღალი წარმადობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდუსტრიებისთვის, როგორებიცაა ელექტრონიკა, ფარმაცია და კვების წარმოება.
ტურბო კომპრესორებთან ერთად, უზეთო მოდელებს ვხვდებით ხრახნულ და სპირალურ ჰაერის კომპრესორებში.
როგორ მუშაობს უზეთო ტურბო კომპრესორი?
უზეთო ტურბო კომპრესორი მუშაობს მაღალი სიჩქარით მოძრავი იმპელერების (ბორბლების) საშუალებით, რომლებიც აჩქარებენ ჰაერის ნაკადს და ზრდიან მის წნევას მრავალსაფეხურიანი შეკუმშვის გზით. ამ ტიპის კომპრესორში არ გამოიყენება ზეთი არც შეკუმშვის, არც გაგრილების ფაზაში, რაც უზრუნველყოფს შეკუმშული ჰაერის აბსოლუტურ სისუფთავეს და გამორიცხავს რაიმე სახის დაბინძურებას.
რატომ უზეთო ტურბო კომპრესორი?
-
მაღალი წარმადობა – იდეალურია დიდი დატვირთვებისთვის;
-
მრავალსაფეხურიანი შეკუმშვის სისტემა (მაქსიმალური ეფექტურობისთვის);
-
Class 0 სისუფთავის ჰაერი – ზეთის ყოველგვარი ნარჩენების გამორიცხვა;
-
დაბალი ხმაური და ნაკლები მექანიკური ცვეთა;
-
ენერგოეფექტურობა
აიესკოს უზეთო ტურბო კომპრესორები Ingersoll Rand Centac
IESCO გთავაზობთ მაღალხარისხიან ტურბო კომპრესორებს სხვადასხვა წარმადობისა და კონფიგურაციის მოდელებით, რომლებიც აკმაყოფილებენ უმაღლეს ინდუსტრიულ სტანდარტებს:
🔹 Ingersoll Rand MSG Centac სერია
ტურბო (ცენტრიფუგული) კომპრესორი გამართლებულია მაშინ, როცა საწარმოს სჭირდება დიდი, სტაბილური მოცულობის ჰაერი უწყვეტ რეჯიმში — მაგალითად, ბოთლების გამობერვის, ქიმიური ან ტექსტილის წარმოებაში. მცირე და ცვალებადი მოხმარებისთვის უფრო ეკონომიურია უზეთო ხრახნული ან სპირალური მოდელი; სწორი ტიპის შერჩევაში აიესკოს ინჟინრები დაგეხმარებიან.
გსურთ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებული კომპრესორის არჩევა?
📞 დაგვიკავშირდით: 032 206 01 00 ან გვესტუმრეთ IESCO-ს შოურუმში და დაათვალიერეთ ადგილზე წარმოდგენილი ასორტიმენტი.





რომა –
Top ხარისხი და მომსახურეობა!!!
ლელა –
მადლობა გულისხმიერი თანამშრომლობისთვის
გიგლა –
მადლობა და წარმატებები თქვენს გუნდს. ხარისხიანი და საიმედო პროდუქცია!
Yalchin –
Yağsız Ingersoll Rand Kompressorları bizim Şüşə şüşə üfürmə zavodunda quraşdırılmış dır. isveç saatı kimi işləyir.
ვალერი –
უკდავი ბრენდი!