IES ხრახნული კომპრესორები

(5 მომხმარებლის მიმოხილვა)

IES — IESCO-ს საკუთარი ბრენდი: შექმნილი ჩვენი ინჟინრების ტექნიკური დავალებით, გამოცდილი რეალურ დატვირთვაზე. ქართულენოვანი მენიუ, Inovance-ის ინვერტორი, ადგილობრივი სერვისი და ნაწილების მარაგი. მოითხოვეთ შეთავაზება.

აღწერა

წლებია ჩვენი ინჟინრები ყოველდღიურად შიგნიდან ხედავენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კომპრესორებს — ვაყენებთ, ვშლით, ვაანალიზებთ და ვაცოცხლებთ მათ. ზუსტად ვისწავლეთ, რას აკეთებენ საუკეთესოები კარგად — და სად რჩება ადგილი უკეთესისთვის. ერთ დღეს ლოგიკურმა კითხვამ თავად მოგვძებნა: რატომ არ დავწეროთ ჩვენი საკუთარი ტექნიკური დავალება?

ასე დაიბადა IES — IESCO-ს საკუთარი ბრენდი.

საიდან იწყება ისტორია

პირველი ნაბიჯი 2016 წელს გადაიდგა — თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონების სამუხრუჭე სისტემისთვის სპეციალური კომპრესორის (IES-7.5) შექმნა, აწყობა და მონტაჟი — პირველი საქართველოში დამზადებული ხრახნული კომპრესორი. ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა: ჩვენს გუნდს საკუთარი სერიის შექმნა შეუძლია.

როგორ იქმნება IES

IES სერია იწარმოება მხოლოდ IESCO-ს ტექნიკური დავალებით: მოთხოვნების ანალიზი, პარამეტრების გათვლა, კომპონენტების შერჩევა და კონფიგურაცია — ყველაფერი ჩვენი ინჟინრების ნამუშევარია, ათწლეულის სასერვისო გამოცდილებაზე დაშენებული. ყოველი კვანძი და დეტალი გათვლილია და დამტკიცებული ჩვენი გუნდის მიერ.

შემდეგ დადგა ტესტირების დრო — ხანგრძლივი გამოცდები რეალურ დატვირთვაზე და შედეგმა ჩვენც კი გაგვაოცა: სტაბილური პარამეტრები, გასაოცარი სიჩუმე და მდორე, შეუფერხებელი მუშაობა.

ახალი თაობა — IES-DVST

დღეს IES ხაზის ფლაგმანი IES-DVST მოდელებია — თანამედროვე, ენერგოეფექტური კომპრესორები, რომლებშიც გაერთიანებულია:

  • ორსაფეხურიანი ჰორიზონტალური ჰაერის ბლოკი — ყველა IES კომპრესორში, მაღალი წარმადობისა და საიმედოობისთვის;
  • PM (მუდმივი მაგნიტის) ელექტროძრავა — ენერგოეფექტურობით IE5 დონისა;
  • Inovance-ის სიხშირული ინვერტორი და LCD პანელი — ჰაერის მოხმარებაზე ზუსტი მორგება და ელექტროენერგიის რეალური დაზოგვა;
  • ქართულენოვანი მართვის მენიუ — ერთადერთი ბაზარზე: ოპერატორი კომპრესორს მშობლიურ ენაზე მართავს;

ჩვენი ამბიცია

IES ერთი ამოცანით შევქმენით: მსოფლიო ბრენდების გვერდით დგომა არ გვაკმარებდა — მათთან შეჯიბრი გვინდოდა, ვისაც წლებია ვემსახურებით. პარამეტრები თავად შეადარეთ.

რატომ IES ხრახნული კომპრესორი

  • 10+ წლის სასერვისო პრაქტიკა და ასობით აღდგენილი კომპრესორი — მთელი ეს გამოცდილება ერთ ტექნიკურ დავალებაში ჩაიდო
  • ქართულენოვანი მართვის მენიუ — ერთადერთი ბაზარზე
  • პარამეტრები გათვლილია ადგილობრივი საწარმოების რეალურ პირობებზე
  • შემქმნელი გუნდი აქვეა: სერვისი 24/7 და ნაწილების მუდმივი მარაგი — თქვენი წარმოება გაჩერების გარეშე მუშაობს

დამატებითი ინფორმაცია

ბრენდი

მწარმოებელი ქვეყანა

წარმადობა

, ,

სიმძლავრე

ტიპი

5 მიმოხილვა: IES ხრახნული კომპრესორები

  1. Avatar of lado

    lado –

    წარმოებაში იდეალურია, თან საუკეთესო მომსახურება გაქვთ!

  2. Avatar of თენგიზი

    თენგიზი –

    ღმერათმა ამრავლოს საქართველოში თქვენნაირი კომპანია

  3. Avatar of ბესო

    ბესო –

    6 წელია არ გამორთულა, ღუღუნებს თავისთვის, მადლობა ბექას და ბიჭებს 🙂

  4. Avatar of ვასო მაღალაშვილი

    ვასო მაღალაშვილი –

    ეს შენი ახალი კომპრესორი, მაგარია ძაან, მაგარს მუშაობს.

  5. Avatar of მანუჩარი

    მანუჩარი –

    მაგარი ჩუმია და ძაან კარგად მუშაობს

მიმოხილვის დამატება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

IESCO AI ასისტენტი
გამარჯობა! ვხედავ კომპრესორებით დაინტერესდით. შემიძლია დაგეხმაროთ შერჩევაში.

ან დატოვეთ საკონტაქტო და ჩვენ დაგიკავშირდებით:

სუფთა ჰაერი იწყება აქ! 🎯 30 წამში გაიგე, რა სისტემა გჭირდება — უფასოდ