ხრახნული კომპრესორები
ინდუსტრიული ხრახნული კომპრესორები 2.2-დან 315 კვტ-მდე: EKOMAK (Atlas Copco ჯგუფი), FINI, ALMiG უზეთო სერია და აიესკოს საკუთარი IES სერია. უწყვეტი 24/7 მუშაობა, სიხშირული მართვის ვერსიები, გარანტია, მონტაჟი და სერვისი საქართველოში.
ნაჩვენებია ყველა 5 შედეგი
-
Ingersoll Rand უზეთო ხრახნული კომპრესორები
-

EKOMAK ხრახნული კომპრესორები
-

FINI ხრახნული კომპრესორები
-

ALMiG უზეთო ხრახნული კომპრესორები
-
IES ხრახნული კომპრესორები
რა არის ხრახნული კომპრესორი და როგორ მუშაობს
ხრახნული კომპრესორი ჰაერს ორი ერთმანეთში ჩაჭრილი, საპირისპიროდ მბრუნავი როტორით კუმშავს. ჰაერი შესასვლელიდან როტორების ღარებში ხვდება, ბრუნვისას მისი მოცულობა უწყვეტად მცირდება და გამოსასვლელთან უკვე საჭირო წნევით გამოდის. პროცესი უწყვეტია, დგუშის, სარქველებისა და მკვდარი წერტილების გარეშე. სწორედ ამიტომ ხრახნული კომპრესორი 24 საათის განმავლობაში შესვენების გარეშე მუშაობს და სამრეწველო წარმოების სტანდარტული წყაროა.
ზეთიან ვერსიაში ზეთი როტორებს შორის ღრიჭოს ჰერმეტულად ავსებს, აცივებს და პოხავს, შემდეგ კი სეპარატორში ჰაერისგან გამოიყოფა. უზეთო ვერსიაში როტორები ერთმანეთს არ ეხებიან და ჰაერი ზეთს საერთოდ არ ხვდება, რაც კვების, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოებისთვისაა კრიტიკული.
ხრახნული თუ დგუშიანი: როდის რომელი
დგუშიანი კომპრესორი იაფია და მცირე, ეპიზოდური მოხმარებისთვის საკმარისია. მაგრამ საწარმოო რეჟიმში მას სამი სისუსტე აქვს: წყვეტილად მუშაობს და გაცივების პაუზები სჭირდება, ინტენსიურ დატვირთვაზე სწრაფად ცვდება, და იმავე წარმადობაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს. ხრახნული კომპრესორი იმავე წარმადობაზე 15–25%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, გაცილებით ჩუმად მუშაობს და 10–12 წელს ძლებს.
მარტივი წესი: თუ კომპრესორი დღეში 4 საათზე მეტს მუშაობს, ან წარმოება მისი გაჩერების გამო დგება, ხრახნულია საჭირო. დეტალური შედარება იხილეთ სტატიაში ხრახნული თუ ცილინდრული კომპრესორი.
როგორ შევარჩიოთ ხრახნული კომპრესორი
წარმადობა (მ³/წთ). შეკრიბეთ ყველა მომხმარებლის ხარჯი, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ, და დაუმატეთ 20–30% რეზერვი გაჟონვისა და მომავალი გაფართოებისთვის. ზედმეტად დიდი კომპრესორი უქმ სვლაზე ენერგიას ფლანგავს, ზედმეტად პატარა კი მუდმივად მაქსიმუმზეა და სწრაფად ცვდება.
წნევა (ბარი). აირჩიეთ ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის წნევა პლუს ხაზის დანაკარგი, ჩვეულებრივ 7–8 ბარი, და არა მეტი. ყოველი ზედმეტი ბარი ელექტროენერგიის ხარჯს დაახლოებით 6–7%-ით ზრდის.
სიმძლავრე (კვტ). ეს წარმადობისა და წნევის შედეგია. ჩვენს კატალოგში დიაპაზონი 2.2 კვტ-დან 355 კვტ-მდეა, ერთი სახელოსნოდან მსხვილ ქარხნამდე.
სიხშირული მართვა (VSD). თუ მოხმარება დღის განმავლობაში იცვლება, ინვერტორული კომპრესორი ბრუნვას მოთხოვნაზე არეგულირებს და უქმ სვლას თავიდან იცილებს. ასეთ რეჯიმში დანაზოგი 30–40%-ს აღწევს. მუდმივ, თანაბარ დატვირთვაზე კი მუდმივი ბრუნვის მანქანა უფრო ეკონომიურია. ივარაუდეთ თქვენი დანაზოგი ენერგოდაზოგვის კალკულატორით.
უზეთო თუ ზეთიანი. თუ შეკუმშული ჰაერი პროდუქტს ეხება, კვების წარმოება, სამედიცინო გაზი, ფარმაცია, ელექტრონიკა, აირჩიეთ უზეთო მოდელი. სხვა შემთხვევაში ზეთიანი ხრახნული სწორი ფილტრაციით სავსებით საკმარისია და უფრო ეკონომიური.
ჩვენი ხრახნული კომპრესორები
EKOMAK. Atlas Copco ჯგუფის ბრენდი, 2.2–315 კვტ. DMD სერია კომპაქტური, ღვედური ამძრავით, EKO სერია პირდაპირი ამძრავით და სიხშირული მართვის ვერსიებით. ჩვენი ყველაზე ფართო ხაზი.
FINI. იტალიური ბრენდი 1952 წლიდან. MICRO, PLUS, K-MAX და TERA სერიები 2.2–250 კვტ, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
ALMiG უზეთო. გერმანული უზეთო ხრახნული კომპრესორები კრიტიკული ინდუსტრიებისთვის, სადაც ჰაერში ზეთის კვალიც დაუშვებელია.
IES სერია. იწარმოება აიესკოს ტექნიკური დავალებით, ქართული ინჟინრების გათვლებით, ხანგრძლივი ტესტირებით. სერვისი და ნაწილები ადგილზეა.
Ingersoll Rand უზეთო. ამერიკული ბრენდის 100% უზეთო ხრახნული კომპრესორები 15–355 კვტ, ISO 8573-1 Class 0. წყლის ჭავლური E15-37H და მშრალი ორსაფეხურიანი Sierra, Nirvana, ES და E სერიები, მუდმივი და ცვლადი სიჩქარით.
სისტემა კომპრესორის გარშემო
კომპრესორი მარტო არასდროს არის სისტემა. მის შემდეგ დგას ჰაერის გამაშრობელი, რომელიც ტენს იჭერს, ხაზური ფილტრები, რომლებიც ნაწილაკებსა და ზეთის აეროზოლს აჩერებენ, და რესივერი, რომელიც პიკურ მოხმარებას ასწორებს. ამ ჯაჭვის სწორად აწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად კომპრესორის შერჩევა.
სერვისი და სათადარიგო ნაწილები
ხრახნული კომპრესორის რესურსი პირდაპირ დამოკიდებულია რეგულარულ ტექმომსახურებაზე: ზეთი, ჰაერისა და ზეთის ფილტრები, სეპარატორი, ღვედები. ჩვენი სერვის-ცენტრი ასრულებს გეგმიურ და ავარიულ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილები და ზეთები კი ყველა წარმოდგენილი ბრენდისთვისაა.
შეადარეთ თავად: Load/Unload, VSD და IES Series
რამდენ დენს ხარჯავს ხრახნული კომპრესორი თქვენს დატვირთვაზე? აირჩიეთ სიმძლავრე, გადაადგილეთ დატვირთვის სლაიდერი და ნახეთ ცოცხლად, სად იწვის უქმი კილოვატები Load/Unload რეჟიმში და რამდენს ზოგავს წელიწადში სიხშირული მართვა და PM ძრავა. სრული ვერსია: კომპრესორების შედარება.
ერთი და იგივე ამოცანა, სამი ტექნოლოგია. აირჩიეთ სიმძლავრე, გადაადგილეთ დატვირთვის სლაიდერი და ნახეთ, როგორ იცვლება მოხმარება, წნევა და წლიური ხარჯი რეალურ დროში.
წნევა ქსელში, ბარი
Load/Unload დატვირთვაზე 8 ბარამდე ჭირხნის (ჭარბი წარმადობით), მერე უქმ სვლაზე გადადის და წნევა მოხმარების ტემპით 7-მდე ჩამოდის; რაც მაღალია წნევა, მით მეტი კვტ. 100%-ზე ჭარბი წარმადობა არ რჩება და ის უწყვეტად დატვირთული მუშაობს. VSD და IES Series ზუსტად 7.0-ს ინარჩუნებენ. დრო თვალსაჩინოებისთვის შენელებულია.
წლიური ეკონომია Load/Unload-თან შედარებით, ₾
VSD IE3 100% დატვირთვაზე მინუსში ჩადის: ინვერტორის დანაკარგი მუდმივ სრულ დატვირთვაზე არ ანაზღაურდება. IES Series PM ძრავით ყველა წერტილში პლუსშია.
ხშირად დასმული კითხვები ხრახნულ კომპრესორებზე
რა სიმძლავრის ხრახნული კომპრესორი მჭირდება?
სიმძლავრე წარმადობიდან და წნევიდან გამომდინარეობს. შეკრიბეთ ერთდროულად მომუშავე მომხმარებლების ხარჯი მ³/წთ-ში, დაუმატეთ 20–30% რეზერვი და გვითხარით საჭირო წნევა. ამის მიხედვით ზუსტ მოდელს შევარჩევთ.
ხრახნული კომპრესორი დგუშიანზე რამდენად ეკონომიურია?
იმავე წარმადობაზე 15–25%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავს. სიხშირული მართვით და ცვალებად დატვირთვაზე დანაზოგი 30–40%-მდე იზრდება.
რამდენად ხმაურიანია ხრახნული კომპრესორი?
გაცილებით ნაკლებად, ვიდრე დგუშიანი. ხმის ჩამხშობი კორპუსის წყალობით ის საწარმოო სივრცეშივე, თანამშრომლების გვერდით შეიძლება დადგეს, ცალკე შენობის გარეშე.
როდის არის საჭირო უზეთო ხრახნული კომპრესორი?
როცა შეკუმშული ჰაერი პროდუქტთან ან ადამიანთან პირდაპირ კონტაქტშია: კვების და სასმელების წარმოება, სამედიცინო გაზები, ფარმაცია, ელექტრონიკა. სხვა შემთხვევაში ზეთიანი მოდელი სწორი ფილტრაციით საკმარისია.
რამდენად ხშირად სჭირდება ხრახნულ კომპრესორს სერვისი?
ჩვეულებრივ ყოველ 2 000–4 000 სამუშაო საათზე, მოდელისა და პირობების მიხედვით: ზეთის, ფილტრებისა და სეპარატორის შეცვლა. გეგმიური სერვისი რესურსს 10–12 წლამდე ზრდის.