უზეთო ხრახნული კომპრესორები
უზეთო კომპრესორები განკუთვნილია ისეთი ინდუსტრიული და სამედიცინო პროცესებისთვის, სადაც ჰაერის აბსოლუტური სისუფთავე კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შეკუმშულ ჰაერში ზეთის მოხვედრა კატეგორიულად დაუშვებელია.
როგორ მუშაობს უზეთო ხრახნული კომპრესორი?
უზეთო ხრახნული კომპრესორი მუშაობს ორი საპირისპირო მიმართულებით მბრუნავი როტორის (ხრახნის ფორმის ელემენტების) დახმარებით. როტორების სინქრონიზაცია ხორციელდება გარე გადაცემათა მექანიზმის საშუალებით, რომლის საფუძბელზეც როტორები არ ეჯახებიან ერთმანეთს და მათ შორის არ წარმოიქმნება პირდაპირი ხახუნი. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, შეკუმშვის კამერაში შეზეთვა საჭირო არ არის. შესაბამისად, არ გამოიყენება ზეთი, რაც სრულად გამორიცხავს დაბინძურების რისკს.
დანადგარი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ჰაერს, რაც მნიშვნელოვანია ხარისხისა და რეგულაციების დაცვისთვის (სრული შესაბამისობა GMP, FDA და ISO სტანდარტებთან).
უზეთო კომპრესორების სახეობები:
- უზეთო ხრახნული კომპრესორები
- უზეთო სპირალური (Scroll) კომპრესორები
- ტურბო უზეთო კომპრესორები
რატომ უზეთო ხრახნული კომპრესორი?
უზეთო ხრახნული კომპრესორების არჩევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი უნარია, გამორიცხონ ზეთით დაბინძურების ნებისმიერი რისკი. ტიპიურ ზეთიან კომპრესორში ზეთი გამოიყენება შეკუმშვის პროცესის დროს კომპონენტების შესაზეთად, გასაგრილებლად და დასალუქად. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფილტრაციის ტექნიკას შეუძლია ზეთის უმეტესი ნაწილის მოცილება, ხშირად კვალი მაინც რჩება. ბევრი ინდუსტრიისთვის ეს მისაღებია. თუმცა, ისეთი სექტორებისთვის, როგორიცაა კვების, სასმელების, ელექტრონიკის და ფარმაციის ინდუსტრია, უმცირესი დაბინძურებაც კი შეიძლება საზიანო იყოს.
აიესკო გთავაზობთ:
🔹 ALMiG LENTO სერიის უზეთო ხრახნულ კომპრესორებს
🔹 Renner RSW სერიის უზეთო ხრახნულ კომპრესორებს
🔹 Ingersoll Rand NIRVANA სერიის უზეთო ხრახნულ კომპრესორებს
გსურთ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებული კომპრესორის არჩევა?
📞 დაგვიკავშირდით: 032 206 01 00 ან ეწვიეთ IESCO-ს შოურუმს და გაეცანით ადგილზე წარმოდგენილ მოდელებს.
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი | |
---|---|
მწარმოებელი ქვეყანა | |
წარმადობა | 330ლტ/წთ – 3800ლტ/წთ |
სიმძლავრე | |
ტიპი | ტურბო ცენტრიდანული კომპრესორი |
Jeff –
I have installed Oil Free LENTO 45, works as Bentley 🙂