IESco-მ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრში. ექსპლუატაციაში ჩაუშვა აზოტის გენერატორი, რომელიც მოიცავს:
ჰაერის ხრახნული კომპრესორi EKOMAK, (Atlas Copco multibrand)
ჰაერის გამაშრობელi CALYPSO შესაბამისი ფილტრაციით
აზოტის გენერატორი INMATEC, Germany
აზოტის სისუფთავე – 99.99%
ამოცანა
საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრში აზოტი კვლევითი და ტექნოლოგიური პროცესებისთვისაა საჭირო. ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ გარემოში მოთხოვნა სხვაა, ვიდრე წარმოებაში — აქ სისუფთავე უფრო მაღალია და სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მოცულობა.
გადაწყვეტა
- აზოტის გენერატორი — INMATEC (გერმანია) · აზოტის სისუფთავე 99.99%
- ჰაერის ხრახნული კომპრესორი — EKOMAK (Atlas Copco multibrand)
- ჰაერის გამაშრობელი — CALYPSO, შესაბამისი ფილტრაციით
რატომ 99.99% და რა ფასი აქვს სისუფთავეს
PSA ტექნოლოგიაში სისუფთავე და წარმადობა ერთმანეთის საპირისპიროდ მუშაობს: რაც უფრო სუფთა აზოტი გჭირდებათ, მით მეტი შეკუმშული ჰაერი უნდა გაატაროთ ცეოლითში. 99.5%-დან 99.99%-ზე გადასვლა ჰაერის ხარჯს დაახლოებით ორჯერ ზრდის.
სწორედ ამიტომ სისუფთავე პროცესის ქვეშ ირჩევა და არა „მაქსიმუმზე“: ღვინის მარანს 99.5% ჰყოფნის, ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ამოცანებს კი — 99.99%. ამ პროექტში სწორედ მეორე შემთხვევაა, ამიტომ კომპრესორისა და გამაშრობლის წარმადობაც ამ დონეზეა გათვლილი.
შედეგი
ცენტრს აქვს 99.99% სისუფთავის აზოტის საკუთარი წყარო — ბალონების მიწოდებაზე, მათ შენახვასა და ხარისხის ცვალებადობაზე დამოკიდებულების გარეშე.
ლაბორატორიისთვის ან ტექნოლოგიური პროცესისთვის
გვითხარით საჭირო სისუფთავე და ხარჯი — შევარჩევთ გენერატორსა და მთელ ჯაჭვს. იხილეთ აზოტის გენერატორები, გამაშრობლები და სისუფთავის კონფიგურატორი.
📞 032 206 01 00 · ავჭალა 52, თბილისი






