ამოცანა
ღვინის საწარმოში აზოტი ორ კრიტიკულ ადგილას გამოიყენება: ავზში ღვინის ზემოთ დარჩენილი სივრცის შესავსებად (რომ ჟანგბადმა ღვინეს არ შეეხოს) და ჩამოსხმის ხაზზე ბოთლის გამოსაბერად. ორივე შემთხვევაში მიწოდება უწყვეტი უნდა იყოს — შეფერხება ღვინის ხარისხზე პირდაპირ აისახება.
რთველისის ღვინის საწარმომ ბალონებზე დამოკიდებულების ნაცვლად საკუთარი აზოტის წარმოება აირჩია.
გადაწყვეტა
- აზოტის გენერატორი — 15 მ³/სთ, სისუფთავე 99.95%
- ჰაერის ხრახნული კომპრესორი
- ჰაერის გამაშრობელი
- ჰაერისა და აზოტის რესივერები
- ალუმინის მილგაყვანილობა
რატომ 99.95% და რატომ ალუმინი
მეღვინეობისთვის კრიტიკულია ნარჩენი ჟანგბადის შემცველობა: 99.95% სისუფთავე ნიშნავს 500 ppm ჟანგბადს — ეს საკმარისია ავზის ბლანკეტინგისა და ხაზების გამობერვისთვის. უფრო მაღალი სისუფთავე მეტ შეკუმშულ ჰაერს და მეტ ენერგიას მოითხოვს, ღვინისთვის კი დამატებით სარგებელს არ იძლევა — ამიტომ სისუფთავე პროცესის ქვეშ ირჩევა და არა „მაქსიმუმზე“.
მილგაყვანილობა ალუმინისაა: შავი მილი დროთა განმავლობაში შიგნიდან ჟანგდება და ჟანგის ნაწილაკები აზოტთან ერთად პროცესში ხვდება. ალუმინი ამ პრობლემას გამორიცხავს და, გლუვი შიდა ზედაპირის წყალობით, წნევის ვარდნასაც ამცირებს — ანუ კომპრესორს ნაკლებ ენერგიას ახარჯინებს.
შედეგი
საწარმო აზოტს თავად აწარმოებს — რთველის პიკზეც, გრაფიკისა და ბალონების მარაგის გარეშე. ერთი კუბური მეტრი აზოტის ღირებულება ბალონთან შედარებით მრავალჯერ დაბალია, ინვესტიცია კი, როგორც წესი, 1–3 წელიწადში ბრუნდება.
მსგავსი გადაწყვეტა თქვენთვის
წარმადობასა და სისუფთავეს თქვენი ავზების მოცულობითა და მოხმარების რეჟიმით ვიანგარიშებთ. იხილეთ აზოტის გენერატორები, გამაშრობლები და სერვისი.
📞 032 206 01 00 · ავჭალა 52, თბილისი
ჩვენს მიერ შესრულებული პროექტით დამონტაჟებულ იქნა:
აზოტის გენერატორი (15 m3/სთ, სისუფთავე 99.95%);
ჰაერის ხრახნული კომპრესორი;
ჰაერის გამაშრობელი;
ჰაერისა და აზოტის აირის ზერვუარები;
დანაკარგებისა და წნევის ვარდნის თავიდან აცილების მიზნით პროექტი განხორციელდა ალუმინის მილგაყვანილობით.
Შენი საწარმოს ახალი სუნთქვა – IESCO


